, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ალბათ სიტყვა ,,ცუანა“ იმდენად კომიკურად მოეჩვენათ, რომ მასთან სერიოზული ბრძოლა არ გაუმართავთ. თუმცა, არ შეიძლება თავი ავარიდოთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვერ გავერკვიეთ, შეგვეწამლა თუ არა ნაკვეთები, ამით ერთგვარად სახელმწიფოც შევიდა შეცდომაში და ნაცვლად გარკვევისა, იყო თუ არა ეფექტური ჩატარებული სამუშაოები, შეიქნა სრული ქაოსი. ზუსტად ასევე ვიქცევით სხვა შემთხვევებში, ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს სიცრუის და არაპროფესიონალიზმის ტირაჟირებას. მაგალითად, ვწუწუნებთ არსებული სიტუაციის გამო, ვწუხვართ იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრება უარესობისკენ მიდის. მაგრამ, თვით უფალიც ვერ მიხვდება ვის და რის მხარეზე დავდგებით გადამწყვეტ დროს. ხშირ შემთხვევებში, ბევრი წვალება და ფინანსების დახარჯვა არც კი უწევთ პოლიტიკოსებს, ისე ახერხებენ ხმების მოპოვებას. საკმარისია, ხარისხიანად მოფიქრებული ტყუილი დაპირება, რომ ვენდოთ ამა თუ იმ სუბიექტს, თვალი დავხუჭოთ მის არაკომპეტენტურობაზე, არცთუ სუფთა წარსულზე, ხალხის მიმართ გულგრილობაზე. დასავლეთის ქვეყნებში, არჩევნებამდე თვეებით, შესაძლოა წლობით ადრეც კი იციან მისი შედეგები. რადგან ხალხი ყოველ წუთს არ იცვლის აზრს, იციან რა ან ვინ იქნება მათი მომავლისთვის უკეთესი. არ აძლევენ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ვითომდა პოლიტიკოსებს იმის უფლებას, მათი ღირსებაა და სოციალური მდგომარეობა ფეხქვეშ გათელონ. საქართველოში პირიქით ხდება, ამიტომაც შესანიშნავად სარგებლობენ ამით ,,ხალხის რჩულნი“. პოლიტიკა ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, აქ კი მხოლოდ საზოგადოებას მართავენ. რა უნდა გააკეთოს ამ დროს საზოგადოებამ? თავისი მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობით აიძულოს ხელისუფლება გახდეს გულისხმიერი, სახელმწიფოებრივი, კომპეტენტური. ქართველებს სუფრასთან ხშირად გვიყვარს ხაზის გასმა იმაზე, თუ როგორი მეგობრული, გვერდით მდგომი ერი ვართ. რეალობა კი სხვას გვეუბნება, ავიღოთ ერთი ოჯახი- ლოგიკურია მის ყველა წევრს ერთნაირად უნდა ულხინდეს და უჭირდეს, შესაბამისად პოლიტიკური შეხედულება არსებულ რეჟიმზე მიახლოებული უნდა იყოს. ამ დროს რა ხდება? თითქმის ყველა წევრი განსხვავებულად ხედავს ქვეყანაში და თავის ოჯახში არსებულ მდგომარეობას. თუ ერთი აძაგებს მთავრობას, მეორე პირიქით მხარს უჭერს. ან ჩვეულებრივი ბაზრის სიტუაცია ავიღოთ. გვერდიგვერდ მდგომი დახლების ვაჭრებიდან ერთს ძალიან მოსწონს ეკონომიკური ვითარება, კმაოფილია პროდუქციის რეალიზაციის დონით, მეორეს კი სამუდამოდ გადახვეწა სურს ქვეყნიდან. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, სანამ პრობლემა და გაჭირვება პირადული არ გახდება, სხვათა სიღარიბეს, უქონლობას გულგრილად ვუყურებთ. მიგვაჩნია, რომ მშვენიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოა შექმნილი, არ გვესმის იმ უმრავლესობის ვინც მართლა შიმშილობს. პოპულარულია ფრაზები ,,არჩევნები მოდის და ახლა გვაქვს დრო, რაიმე მოვითხოვოთ“, ,, არჩევნები მოდის და ახლა აფუსფუსდნენ“, ,,გადავიდეს არჩევნები და ვინ შემოგვხედავს ზედ“. ამას ვამბობთ, თუმცა დიდი ალბათობით, ვინც იმუქრება არჩვნებზე არ წავალო, პირველი გაიქცევა, ვინც ხელისუფლებას აგინებს-ხმალამოღებული დაიცავს, თან ყურადღებასაც მიიქცევს, დამიმახსოვრონო. ხოლო ის, ვინც საარჩევნო კომისიაში ვერ მოხვდება, ან კოორდინატორად, გაიბუტება და უპროგნოზოა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს კომისიები, კოორდინატორობა ერთჯერადია, ამის შემდეგაც გრძელდება ცხოვრება, რომ მერე გვიანია თითზე კბენანი, მაგრამ ამას ალბათ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნება სჭირდება. მართლაც ძნელია უპასუხო შეკითხვას-რა უნდა ხალხს? სახალხო პოლიტიკა ითვალისწინებს მთელი მოსახლეობის სამეურნეო და სულიერი ინტერესების დაცვას. როდესაც დაქირავებული ვერ(არ) ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ დამკვეთი იწყებს მოქმედებას. კიდევ შორს ჩანს ბედნიერი დრო, სადაც ხალხის ინტერესების დაცვას ხელისუფლება აიღებს თავზე.თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0