წინა ჩანაწერში გთხოვეთ გეფიქრათ საიდან მოდის და ვის აწყობს ადამიანებში არასრულფასოვნების კომპლექსის დამკვიდრება.
იფიქრეთ ალბათ, ხომ ასეა...
როგორია ობიექტური რეალობა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც ქართველმა ხალხმა თავისუფლება მოიპოვა? სად ვართ, საითკენ წავედით, ვართ თავისუფლები?
პასუხი მარტივია. თუ ადამიანი არ არის ეკონომიკურად ძლიერი, ის თავისუფალი ვერ იქნება. ვის აწყობს საზოგადოება იყოს მონა? გაბატონებულ პარტიას. რატომ? იმიტომ რომ ის იქნება თავდახრილი, მორჩილი. მორჩილებაში მყოფი ადამიანის შრომის, მისი წილი სარჩოს მითვისებაზე ადვილი კი არაფერია, მისი ხმის ყიდვაზე ადვილი არაფერია.
თუ კარგად დააკვირდებით და ანალიზსაც გააკეთებთ, ადვილად მიხვალთ იმ დასკლვნამდე, რომ 30 წლის, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების მიზანი არის არა ქვეყნის განვითარება, შესაბამისად ზრუნვა ხალხზე, არამენ ქვეყნის ძარცვა.
მოდიან პოლიტიკოსები და დროს არ კარგავენ, რათა მიითვისონ ის რესურსები, რაც ყველასია. ვიღაცა მილიონერი ხდება, ვიღაცა მშიერი დადის ამ ცოდვილ დედამიწაზე...
მერე მოდიან ახლები და იგივე გზას აგრძელებენ _ ძარცვა ,,სახალხო ქონების“ ძარცვა...
მიდიან და მიდის ბრძოლა ნაძარცვის შენარჩუნებაზე.
ქვეყანაში არ არის პროგრესი.
ადამიანები მუდმივად უყურებენ პოლიტიკოსთა ბრძოლას, ბრძოლას ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. მათ არ სცალიათ ქვეყნისთვის, უფრო მეტიც, არც უნარი აქვთ საჭირო საქმის საკეთებლად.
და შესაბამისად ქვეყანაშია ქაოსი სრული...
შედეგი? ქვეყანაში არ არის პროგრესი. იქ სადაც არ არის პროგრესი, არის რეგრესი, ანუ დაღმა სვლა... და ამას აკეთებენ ზნედაცემული ბოროტმოქმედები... ვაიპოლიტიკოსები, რომელთაც აწყობთ ადამიანთა დაზომბირება. ამ მდგომარეობაში ჩაყრილ ადამიანებს კი, რა თქმა უნდა, აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ეს სრული მორჩილების წინაპირობაა.
პოლიტიკოსებს, რომელთაც არ მოგეწონებათ ჩვენი ნააზრევი, გვითხარით საწინააღმდეგო, ოღონდაც აზრის მტკიცებულება დაგვიდეთ.
გელოდებით!..
ჩვენ კი ამჯერად გავაგრძელოთ იმაზე ფიქრი _ როდის გავიღვიძებთ?
საიდან მოდის არასრულფასოვნების კომპლექსის დამკვიდრება და ვის აწყობს ის?
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 898