ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეს არის ტყუილი და ჩვენი მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა -კახა ასკურავა ნაციონალური მოძრაობის წევრი

ეს არის ტყუილი და ჩვენი მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა -კახა ასკურავა ნაციონალური მოძრაობის წევრი
16-09-2020, 17:16

საკრებულოს წევრი ნაციოანალური მოძრაობიდან, კახა ასკურავა განცახადებას ავრცელებს:
როგორც ამ წუთებში ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლანჩხუთის მერიის ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს აფრთხილებს, რომ ზეგიდან შეწყიტონ ვაჭრობა. ვციტირებ"ზეგიდან არ დაგინახოთ მოსული ოპოზიციამ ააწრიალა ყველაფერი" (აქ სავარაუდოდ გულისხმობენ ჩOVID-19 გახშირებულ შემთხვევებს რეგიონში) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი და ჩვენი მოსახლეობის იმ კატეგორიის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა ვინც, რა თქმა უნდა გაჭირვების გამო და არბედნიერი ცხოვრების გამო დგას დღედაღამ ქუჩაში. ლანჩხუთის მერია და მმართველი გუნდი კი, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობდეს გარე მოვაჭრეებს და ზოგადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, დაკავებული არიან ჭორების გავრცელებითა და საკუთარი პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის გადაბრალების მცდელობით. ჩვენ ვიცით კონკრეტული სახელი და გვარები იმ გარემოვაჭრეების ვისაც ოპოზიციის სახელით დაემუქრნენ და რომელებსაც მათივე უსაფრთხოების გამო არ ვასაჯაროვებთ. ასე, რომ ლანჩხუთის ზედამხედველობის სამსახური მხრიდან იმის თქმას, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იქნება კიდევ მორიგი ტყუილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 252
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა