ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებს პრემია არ აუღიათ!

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებს პრემია არ აუღიათ!
15-01-2018, 08:00

,,ჰო და არას“ დაუკავშირდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ცინცაძე, რომლის პრეტენზიები მიმართულია ადგილობრივი ხელისუფლებისკენ.
,,2017 წლის დეკემბერის ბოლოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ გაცემულ მეცამეტე ხელფასის სახით ჯამში 60 370 ლარს, მერი და საკრებულოს თავჯდომარე დამსახურებულად მიიჩნევენ და ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მოსახლეობის საკელთილდღეოდ და რაიონის განვითარებისთვის. უდავოდ გამოსაყოფი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლები, რომელთაც თავდაცვის სამინისტროსგან საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა დაიმსახურეს, მერიამ ე.წ "მეცამეტე ხელფასის" გარეშე დატოვა. მერის დაპირების მიუხედავად, რომელიც ამ თანხის ჩარიცხვას საშობაოდ დაპირდა, დღემდე კვლავ შეუსრულებელია. სავარაუდოდ , იქიდან გამომდინარე რომ შობის დღესასწაული დაივიწყეს და გამოტოვეს. მოგეხსენებათ მათდა სამარცხვინოდ საშობაო ალილოში, ამ დიდებულ ტრადიციაში, მონაწილეობაც არ მიუღიათ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, - მათ ეს ალბათ გაუაზრებლად გააკეთეს, რადგან აღმიშნული სამსახური მათ დაქვემდებარებაში ვერ/არ მოიაზრეს, ის ა(ა)პი ეგონათ, რაც სამწუხაროდ არსებული თვითმმართველი ხელისუფლების უნიათობაზე, უცოდინრობასა და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.... ლანჩხუთის მოსახლეობა ნამდვილად არ იმსახურებს უცოდინარ და უსაქმურ ადგილობროვ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ პრემია-დანამატის აღებით არის დაკავებული. მინდა ,,ჰო და არას“მეშვეობით გავაფრთხილო, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ მეყოლება ლანჩხუთის თვითმმართველი ხელისუფლება და არ მივცემ მოსახლეობის პრობლემების უგულებელყოფის საშუალებას, რადგან ისინი ვალდებულნი არიან პირველ რიგში ლანჩხუთელების წინაშე და არა საკუთარი ჯიბისა, რომელიც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე დღითიდღე უსქელდებათ...
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, როლანდ ლაშხია ამ ფაქტს სახელფასო ფონდში ნაშთის უქონლობით ხსნის, ანუ მისივე თქმით, დაუბეგრავი მინიმუმი - ე.წ. "მეცამეტე ხელფასი" რომელიც 2016 წლიდან აღარ გაიცემა, არ აღმოჩნდა იმ სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მადლობებს იღებენ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. გამოდის, რომ ვინც რეალურად აკეთებს საქმეს ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, მისთვის არ გამოინახება წამახალისებელი ანაზღაურება, რაც რა თქმა უნდა "კლავს" მათში მოტივაციას იმისა, რომ უფრო განავითარონ მუშაობის ხარისხი და დონე. თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული საჩსახურის ღირსეული თანამშრომლები არ შეეპუებიან ამ უსამართლობას და უნიათობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და გაორმაგებული ენთუზიაზმით და ძალებით განაგრძობენ მათზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას, რადგან ისინი ჩემს თვალში არიან გმირები და მოგეხსენებათ გმირებს ვერავინ და ვერაფერი უგდებს მოტივაციას დაბლა, მითუმეტეს არაფრისმცოდნე, ოროსანი ხელისუფლება“...
,,ჰო და არა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს როლანდ ლაშხიას:
-ბატონო როლანდ, ის თემა რაც გივი ცინცაძემ გააჟღერა, ნამდვილად საინტერესოა და კითხვებს აჩენს." გასაგებია, რომ პრემია-დანამატები გაიცა და ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი ჩამოყალიბებული აქვს უკვე, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებმა რატომ ვერ ისარგებლეს ამ ფინანსური წახალისებით?
-ვადასტურებ, რომ ეს სამსახური ნამდვილად წარმატებით ასრულებს თავის საქმიანობას, სამწუხაროდ სახელფასო ფონდი მთლიანად ათვისებული იქნა 100%-ით და ნაშთი აღარ დაგვრჩა. აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ ამ სამსახურისთვის პრემიების დარიგება. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარე წელს მოხდება ამ ადამიანებისთვის კომპენსაციის სახით ამ დანამატების გადაცემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა ვინმეს ახირების გამო, უბრალოდ მოცემულმა რეალობამ არ მოგვცა შანსი, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ,,სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებისთვის პრემიები დაგვერიგებინა.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
 

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 801
FACEBOOK კომენტარები