ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ არ დახვდნენ ალილოს მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები?!

რატომ არ დახვდნენ ალილოს მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები?!
10-01-2018, 12:33

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ კვლავ აღადგინა ეს ტრადიცია. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.
ალილო ტრადიციულად ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, სხვადასხვა ეკლესიების მრევლი ქალაქში ალილოს მსვლელობაში მონაწილეობდა. მრევლის გულისწყრომა გამოიწვია იმან, რომ ალილოს მონაწილეებს არც ლანჩხუთის მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ გამასპინძლებიათ. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ცინცაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე მიმართვას აკეთებს ამასთან დაკავშირებით:
,,არც მეწყინებოდა, პოლიციის უფროსს რომ ეს არ გაეკეთებინა, რომ არ დახვედროდა ალილოს მონაწილეებს ხელდამშვენებული ტკბილეულით. მას საერთოდ არ ჰქონდა ამის ვალდებულება და ადამიანურად გააკეთა, ლანჩხუთის მერს, კი რომელიც ვალდებული იყო ჩართულიყო ამაში, იმიტომ, რომ შეჭირვებულებისთვის, მოხუცებისთვის, სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი ბავშვებისთვის უნდა გადაგვეცა ეს საჩუქრები და ტკბილეული, არც კი უფიქრია, რომ თავი შეეწუხებინა და მცირედი მაინც გაეკეთებინა ამ ხალხისთვის. მერს, რომელმაც უსირცხვილოდ აიღო პრემია და დაარქვა მეცამეტე ხელფასი, განათლებაც არა აქვს ამდენი, რომ იცოდეს, ეს მეცამეტე ხელფასი საერთოდ არ არსებობს. კომუნიზმში ვართ? შენობა იყო დაკეტილი. კვირა დღე კი იყო, მაგრამ ალილოობა იმართებოდა, შობა იყო, ყველაზე ძვირფასი ქრისტიანული დღესასწაული. სირცხვილია ეს ყველაფერი. 60 370 ლარს პრემიის სახით იღებს ის ადამიანები, რომლებსაც რაიონში ჰყავთ ისეთი შეჭირვებული ადამიანები, როგორებიცაა 76 წლის მოხუცებული ქეთევან ჩხაიძე, რომელსაც სოციალური მოუხსნეს და სადაცაა თავზე დაენგრევა სახლი, 19 წლის ეტლს მიჯაჭვული და უყურადღებოდ დატოვებული ამირან ჩხაიძე, ასევე უამრავი გაჭირვებული და მშიერი ადამიანები. გულწრფელად მეცოდება ლანჩხუთელები, რომ ასეთი მთავრობა ჰყავთ, მაგრამ რა ვქნა? თვითონ აირჩიეს ეს გზა, ახლა კი იძულებულნი ვართ ვითმინოთ მათი უმსგავსობები კიდევ რამდენიმე წელიწადს.“
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის თქმით, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ალილოს მონაწილეებთან შეხვედრა, მაგრამ მერია აუცილებლად აპირებს საკალანდოდ დაეხმაროს შეჭირვებულ მოსახლეობას.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 557
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა