მზევინარ ბერიძე (ლანჩხუთი) - არ წავიდოდი, შვილები პატარები მყავს. თუ აქ იქნებოდა სამსახური, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ჩემი ოცნებაა საქართველოში დასაქმდეს და დარჩეს ჩვენი თანამემამულენი. ლადო ჯანაშვილი (ოზურგეთი, სოფ. შრომა) – რა თქმა უნდა მირჩევნია სამშობლოში ვიმუშაო, მაგრამ ულუკმაპუროდ დარჩენას ისევ საზღვარგარეთ წასვლა სჯობია.დათო ჩხაიძე (სოფ. შუხუთი) - მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუკი სხვა გამოსავალი არ მექნება. ისე ბევრად ნაკლებ ანაზღაურებაზეც თანახმა ვარ, ოღონდ სამშობლოში დავრჩე.ნიკა ქიქავა (სოფ. შუხუთი) - ჩვენმა მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ მოუწიოს ქართველებს ასე დიდი ხნით გადასვლა საზღვარგარეთ, ზოგი კი სამუდამოდ რჩება. როგორც ყველას, მათ შორის მეც აქ მირჩევნია დასაქმება, ბევრად ნაკლები ანაზღურებითც კი.მამუკა უგრეხელიძე (სოფ. შუხუთი) - წავალ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ მექნება.ნესტან გოლიაშვილი (სამტრედია) - ჩვენი მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი აქვე დაასაქმონ და არ გაიმეტონ ოჯახების მისატოვებლად. ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა შექმნილი.პაატა ჩხაიძე (სოფ. შუ-ხუთი) - თუ აქ ვერ ვიშოვე სამუშაო, მაშინ რა გავაკეთო, უნდა წავიდე. ხოლო აქ როგორი საშოვნელია სამსახური კი იცით.სანდრო ბახია (ლანჩხუთი) - სამუშაოდ არა, მაგრამ სათამაშოდ წავიდოდი. ფეხბურთელი ვარ. კარგი იქნებოდა, ხალხს აქ ჰქონდეს სამუშაო. ძნელია ოჯახების მიტოვება, მაგრამ სხვა გზა არ არის.რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0