როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიცვლება თუ არა მდგომარეობა უკეთესობისკენ?
დარეჯან დუმბაძე, აცანა: ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ. იმედი გვაქვს და ამ იმედით ვცოცხლობთ. არ გვეყო ამდენ ხანს ერთ ადგილზე ტკეპნა?
სოფიკო დუმბაძე, აცანა: ჩვენს მოქალაქეებსაც აქვთ უფლება უკეთეს საქართველოში იცხოვრონ, მთავარია სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
ზეინაბ მდინარაძე, ლანჩხუთი: შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
ვახტანგ ბზეკალავა,შუხუთი: მთავარია, ხალხი როგორ არჩევანს გააკეთებს, ისეთი ხალხი უნდა ავირჩიოთ, ვინც ხალხზე იზრუნებს და არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე.
დავით ჩხენკელი, ბათუმი:
უნდა შეიცვალოს, არჩევანი სწორად უნდა გავაკეთოთ.
რუსუდან დოლიძე, ჭყონოგარა: გააჩნია ვის ავირჩევთ, ისეთ ხალხზე უნდა ჩამოვიდეთ ფსონი, რომლებიც იზრუნებენ მოსახლეობაზე.
დურმიშხანჯაფარიძე, სამტრედია:
გვეყოფა სულ უკან სიარული, უნდა შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ. დაიღალა ხალხი ლოდინით და მძიმე მდგომარეობით. ცოტა მიიკლოს მთავრობამ, პრემია-დანამატები და პირადი ხარჯები იმდენი აქვთ, მთელ მოსახლეობას გასწვდება.
სესილი კვაჭანტირაძე, შრომა: ჯერჯერობით, არა მგონია რამე შეიცვალოს. კარგად მოგეხსენებათ, როგორი სავალალოა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ სიტუაცია გამოსწორდეს.
თენგიზ ახვლედიანი, ვანი:
არ ვიცი რა გითხრათ, უკვე იმდენჯერ დავუშვით შეცდომა, რომ იმედიც ნაკლები მაქვს. ძალიან მინდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს და არჩეულმა პირებმა მოსახლეობის კეთილდღეობაზე იფიქრონ.
სოფო სიხარულიძე, ჩოხატაური:
აუცილებლად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ, მაგრამ ჯერჯერობით სრულ გაურკვევლობაში ვართ, არ ვიცით ვის დავუჭიროთ მხარი.
რუსუდან მანაგაძე
რას ფიქრობს ხალხი?!(არჩევნებზე)
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 782