იბადებიან ადამიანები, რომელთა სულის პოტენციალს ფართე სამოქმედო არეალი სჭირდება, რათა მასშტაბებში გაფანტონ სიკეთისა და გონიერების სხივები.
ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, კეთილშობილებითა და კაცთმოყვარეობით, საქართველოს ყველა კუთხეში ცნობილი ჩვენი თანამემამულე, ნიჭიერი ეკონომისტ-ორგანიზატორი, უნარიანი ხელმძღვანელი და შემოქმედი – ალექსი (რეზო) გიორგის-ძე დარჩია.
Aარა მგონია, განსაკუთრებით ლანჩხუთის რაიონმა დაივიწყოს მისი მზრუნველი ხელი და გონება, რაიონის აგროსამრეწველო სისტემის განვითარებაში გაღებული წვლილი.
თბილისში, გრიბოედობის 15 ნომერში, სახლთან მთელი კვირის განმავლობაში, ხალხის განუწყვეტელი ნაკადი საქართველოს56 ყველა კუთხიდან მოდიოდა გამოსათხოვრად, რაც კიდევ ერთი დადასტურება იყო, გონიერი სახელმწიფო მოხელის, ერთგული მამულიშვილისა და რაც მთავარია, კაცური კაცის დაკარგვით გამოწვეული ტკივილისა. იგი 50 წლის ასაკში გამოეთხოვა ოჯახს, ახლობლებსა და ქვეყანას, მის ყველაზე დიდ სიამაყეს და სიცოცხლის აზრს, ერთადერთ ქალიშვილს.
ვინ იყო ალექსი დარჩია? – ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია დღემდე.
უჩინარი, უპრეტენზიო, დინჯი – საღად და შემოქმედებითად მოაზროვნე მამულიშვილი. იგი იყო ადამიანთა იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენელი, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დროს გაბედული ნაბიჯებით შეუდგნენ რეფორმების აღმართს, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადადგეს ცენტრალიზებული დიქტატორული მართვის რესტრუქტურიზაციის საქმეში.
საკუთარი ნერვებისა და ჯანმრთელბის რისკით, ძნელად, მაგრამ შეუპოვრად იღწვოდა ალექსი დარჩია ლანჩხუთის რაიონში – შემდგომ – რესპუბლიკურ უწყებაში – ,,საქსოფლნაყოფიერების~ - სისტემაში ძირგამომპალი მართვის მექანიზმის ახლებური სტრუქტურით შეცვლისათვის – იგი გულდაგულ იკვლევდა, სწავლობდა სხვადასვა ქვეყნების მიმართულებებს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის. Dააგროვა მდიდარი მასალა, დაიწყო ახლადფეხადგუმული დამოუკიდებელი საქართველოსთვის პერსპექტიული პროექტების შექმნისა და განხორციელებისთვის ფუნდამენტის ჩაყრა – განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა – ბიოორგანულ- მიმართულებაზე, აკი ყოფილი ,,საქსოფლქიმია~ - ალექსი დარჩიას ძალისხმევით – გარდაიქმა ,,საქსოფლნაყოფიერებად~ და ამ სახელწოდებისთვის იბრძოდა სწორედ. როგორც სოფლის მეურნეობის პრაქტიკოსი და ბატონ ალექსი დარჩიას თანამდგომი, თავს უფლებას ვაძლევ განვაცხადო, რომ აგრომადნეულის ათვისების პრობლემა, რომელიც დღემდე ბარიერების წინაშე აღმოჩნდა, მისი ძალისხმევით გადალახული იქნებოდა.
დრო ვერ წაშლის პიროვნების შემოქმედების ნაკვალევს.
გულივერ აფხაზავა
ეს სტატია ბატონმა გულივერმა გაზეთ ,,ლანჩხუთი პლუსში~ გამოაქვეყნა და პატივი მიაგო ალექსი დარჩიას ხსოვნას.
დღეს 30-ე წლისთავია ალექსის გარდაცვალებიდან. ბატონი გულივერ აფხაზავაც კარგა ხანია შეუერთდა მარადისობას. ასეთი ადამიანები ათბობდნენ და ალამაზებდნენ ქვეყანას.
უფალო ნათელში ამყოფე მათი სულები!
ეთერ დარჩია
დრო ვერ წაშლის პიროვნების შემოქმედების ნაკვალევს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 177



