მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ხაჯალიის საჯარო სკოლაში მოეწყო რაიონული ღონისძიება - ,,მაჟორული დეფილე-2025~.
ამ ღონისძიებაზე პატივი მიაგეს და ვარსკვლავი გაიხსნა ამავე სკოლის ყოფილი დირექტორის ალიეტა სიორიძის მიერ გაწეული უანგარო შრომის დასაფასებლად, მისი სახელის მოსაგონებლად და პატივისაცემად. მისთვის მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლა ანთებული წმინდა სანთელი და უპირველესი საზრუნავი იყო.
ძვირფასი მადლობა უფალს ასეთი ლამაზი, სიყვარულითა და მეგობრობით აღსავსე დღისათვის.სიყვარულისა და მადლიერების სავსე გრძნობით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი დის, ალიეტა სიორიძის უანგარო და თავდაუზოგავი შრომა ასეთი უმაღლესი შეფასებით შეაფასა და დააფასა. უპირველეს ყოვლისა გულითად მადლობას ვუხდი ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ამავე სკოლის დირექტორის, ქალბატონი ხათუნა აფხაზავას ხელმძღვანელობით, ამ ღინისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მონაწილეებს, მოსაწვალე-ახალგაზრდობას, მშობლებს.
უფალმა დაგიფაროთ და ბედნიერ გზაზე გატაროთ!
პატივისცემით, ეკატერინე სიორიძე
მადლობისა და მადლიერების ბარათი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 342



