ხაჯალიის საჯარო სკოლამ უმასპინძლა საზეიმო ღონისძიებას, რომელიც განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე გამორჩეულ პირებსა და ნიჭიერ მოსწავლეებს მიეძღვნა.
დღის მთავარი სიახლე იყო ქალბატონი ალიეტა სიორიძის ვარსკვლავის ოფიციალური გახსნა. ეს არის უმაღლესი პატივი, რომელსაც სკოლა იმ ადამიანებს ანიჭებს, რომელთა შრომა და ღვაწლი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში. სკოლამ ასევე მნიშვნელოვანი ჯილდო – საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული – მიანიჭა პროფესორ თენგიზ მოისწრაფეშვილს, რომლის პროფესიული მიღწევები და საზოგადოებრივი საქმიანობა მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს. დღის კულტურული ნაწილი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო. ღონისძიების კულმინაციად იქცა ,,მაჟორული დეფილე 2025”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 14 სკოლამ. მათ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს შემოქმედებით სავსე გარემო. ღონისძიებას დაესწრო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ჩიტაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ბესიკ ტაბიძე. სკოლა მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებსა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს აქტიური ჩართულობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ღონისძიების რეჟისოის, ქალბატონ შორენა ფილიაკოვას, მუსიკის მასწავლებელს – ქალბატონ სალომე გურგენაძეს, ქორეოგრაფს, ბატონ დავით გუმბერიძეს, მე-10 კლასის მოსწავლეს, ნინი ჩხარტიშვილს და ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც ეს დღე თავის განსაკუთრებულობით გამორჩეული გახადა. ღონისძიების ინიციატორი გახლდათ სკოლის დირექტორი, ქალბატონი ხათუნა აფხაზავა.
ხაჯალიის საჯარო სკოლა აგრძელებს ტრადიციას – შექმნას ინიციატივები, რომლებიც ახალ თაობას თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენინების საშუალებას აძლევს.
შორენა ფილიაკოვა
ხაჯალიის საჯარო სკოლაში ალიეტა სიორიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 151



