ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

49 წელია ვმუშაობ სკოლაში და ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს მიღალატია ჩემი აღსაზრდელებისთვის

28-03-2025, 11:45

,,ჰო და არას“ სტუმარია პედაგოგი ლალი ხუხუნაიშვილი

_ დავიბადე 1955 წლის 5 აპრილს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზედა აკეთში. ჩემი მშობლები იყვნენ სამსონ ხუხუნაიშვილი და ელენე ჯიბლაძე. მათ დიდი სიყვარულით და რუდუნებით გაზარდეს სამი შვილი.- როდის დაამთავრეთ სკოლა და რა გახსოვთ თქვენი ბავშვობიდან განსაკუთრებულად?
- 1972 წელს წარმატებით დავამთავრე აკეთის საშუალო სკოლა, სოფლის ახალგაზრდები სოფლის ცენტრში ვიკრიბებოდით და ერთად მივდიოდით 3 კილომეტრის მანძილზე დაშორებულ სკოლაში. გზა და გზა ბევრი კურიოზი ხდებოდა, განსაკუთრებით ზამთარში.  ჩანთებზე გადამსხდარები სასაფლაოს გორიდან დავეშვებოდით მოყინულ თოვლზე და ამით ვცდლობდით ნახევარი კილომეტრი გზა მოგვეჭრა, რათა ადრე მივსულიყავით სკოლაში. სკოლიდან უკან ოზურგეთის ,,ბრიზენტიანი~ ავტობუსით ვბრუნდებოდით. ეს ავტობუსი პატარა იყო და ყველა მოსწავლე შიგ ფიზიკურად ვერ ეტეოდა. მძღოლმა მოიფიქრა და დღიურში ვისაც მაღალი ნიშნები ჰქონდა ის ჯდებოდა ავტობუსში. მე ხშირად მიწევდა ავტობუსში ჩაჯდომა, დარჩენილი მოსწავლეები ჩანთებს მაყრიდნენ თავზე, ეს მაინც წაიღეო. მძღოლი ამის გამო მეც ავტობუსიდან ჩაგდებით მემუქრებოდა. მე კი ჩანთებს სკამების ქვეშ ვმალავდი._ როდის აირჩიეთ პროფესია და რამ განაპირობა თქვენი არჩევანი. რომელი ინსტიტუტი დაამთავრეთ?
_ სკოლაში ჩემი ფიზიკის მასწავლებელი იყო ლილი იმნაძე. მისმა პედაგოგიურმა ღირსებებმა მომცა მიმართულება ფიზიკოსი გამოვსულიყავი. ამიხდა ოცნება, ყოველგვარი მომზადების გარეშე, პირველსავე წელს ჩავირიცხე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკა, ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1976 წელს. ,,განაწილებით~ მუშაობა დავიწყე პროფესიული სასწავლებლის ფიზიკის მასწავლებლად.Gგავიარე კვალიფიკაცია წამყვან მასწავლებლებთან. 1990 წლიდან შეთავსებით მუშაობა განათლების განყოფილებაში ფილმოთეკის მეთოდისტად გავაგრძელე.  1994 წელს კი გადავედი ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად.
2024 წელს გაიხსნა კოლეჯი ,,ჰორიზონტი~, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი, ფიზიკის ვაკანსიაზე, კონკურსი ჩატარდა ოზურგეთში, მივიღე მონაწილეობა გავიმარჯვე და მე-2 სკოლასთან შეთავსებით დავინიშნე კოლეჯ ,,ჰორიზონტის~ ფიზიკის მასწავლებლად. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი.
49 წელია ვმუშაობ სკოლაში და ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს მიღალატია ჩემი აღსაზრდელებისთვის. Mმასწავლებელი მოსწავლის თვალში არის ადამიანი, რომელთანაც კითხვებზე პასუხიას გაცემას შეძლებს და სჯერა, რასაც მასწავლებელი ეტყვის.
 არასოდეს მინანია პედაგოგობა, მაშინაც კი, როცა ანაზღაურება ძალიან მცირე იყო. მოსწავლეებზე შეყვარებული მასწავლებელი ყოველთვის იღებს შედეგს.
_ მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
_ 1976 წელს, როცა პირველად მივედი სასწავლებელში, იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, ჯუნის ჩაგანავა. იგი ამ სასწავლებელში სპეცსაგნის მასწავლებლად მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით. მან 35 წელი იმუშავა ამ სასწავლებელში. სასწავლებლის დახურვის შემდეგ მუშაობა დაიწყო სპორტულ ცენტრში, როგორც სერთიფიცირებულმა სპეციალისტმა, იგი არის ღირსეული პედაგოგი, კარგი მეუღლე, კარგი მამა და კარგი ბაბუა. იგი არასოდეს უღალატებს ადამიანს, უყვარს ოჯახში ფუსფუსი, უყვარს ლიტერატურა და პოეზია. Mმან კარგად იცის, რომ ოჯახის ჰარმონიისთვის აუცილებელია სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. სწორედ ამ სიყვარულით და ღირსებით გავზარდეთ 3 შვილი: თეა, თამთა და კარლო ჩაგანავები. სამივე შვილმა დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, დაოჯახდნენ და ზრდიან შვილებს. თეა და კარლო თბილისში ცხოვრობენ, ხოლო თამთა გერმანიის მოქალაქეა და ქალაქ კიოლნში მუშაობს, ჟურნალისტია. გვყავს ექვსი შვილიშვილი, რომელთაც ვზრდით სამშობლოს სიყვარულით, მშობლების და წინაპრების პატივისცემით.
ჩემი აზრით ახალგაზრდობა უნდა იზრდებოდეს ურთიერთგაგების, შემწყნარებლობის, მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით, მათ უნდა ჩავუნერგოთ იმის შეგნება, რომ მათი ნიჭი და უნარები ემსახურებოდეს სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 618
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა