სოფლის სახლი ზამთარში განსაკუთრებით ცივია, ამიტომ ზამთრის დადგომისთანავე მთელი ოჯახი ერთ ოთახში ვიყრიდით თავს, სადაც დიდი თუჯის ფეჩი გვენთო. მის ძირში ყოველთვის იყო ხმელი და ნედლი შეშები, ასევე ფიჩხი დილით, რომ ადრე გაჩაღებულიყო ცეცხლი. მშობლები გათენებამდე იღვიძებდნენ, მამა საყოლთან მიდიოდა, საქონელი ყოველთვის ბევრი გვყავდა, დედა ჩვენი სასკოლო ტანსაცმლისა და საუზმის მომზადებას იწყებდა, ჩვენ კი ჩაიდანის ხმაური და გაფიცხებული პურის სურნელი გვაღვიძებდა, მერე ვისაუზმებდით და სკოლაში ერთად მივდიოდით, ფეხით, რა თქმა უნდა, იქედანაც ერთად ვბრუნდებოდით, გზად ვინმე გვემგზავრებოდა ყოველთვის. ძალიან მიყვარდა უფროსების საუბრის მოსმენა, განსაკუთრებით როცა ძველ ამბებს იხსენებდნენ.
სკოლიდან დაბრუნებულებს დასვენების დროც არ გვრჩებოდა, ზამთრის დღე მოკლეა, მაშინვე გაკვეთილების მომზადებას ვიწყებდით, მშობლები ისევ საქმეს შეუდგებოდნენ, დედა მეორე დღისთვის სადილის მომზადებას იწყებდა, მამა შეშას იმარჯვებდა, დიდი თოვლის დროს შუქი ხშირად ითიშებოდა, ამიტომ ,,ლამპას," ვანთებდით. შუშის გაწმენდა ცალკე პროცესი იყო, დედა მას დიდ დროს უთმობდა.
დასაძინებლად ჩვენ ადრე ვწვებიდით, დედა ,,ლამპას" ჩაუწევდა ადვილად რომ დაგვძინებოდა, თავად კი მეორე დღის გაკვეთილებს გადახედავდნენ და ასე გრძელდებოდა. მაშინ ეს ყველაფერი რთული იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან კარგი გასახსენებელი,რადგან ყველანი ერთად და ბედნიერად ვიყავით, ის ადამიანებიც ბედნიერები იყვნენ, ვინც ჩვენს გარშემო იყო, სახე არავის ჩამოსტიროდა.
მარინა ჩხაიძე
ვინც ჩვენს გარშემო იყო, სახე არავის ჩამოსტიროდა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 841