ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,შიდა დაპირისპირებაზე მეტად ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ბეწვის ხიდს გავდივართ"...

,,შიდა დაპირისპირებაზე მეტად ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ბეწვის ხიდს გავდივართ"...
18-03-2022, 11:52

16 მარტს  ,,ჰო და არასთან“  არსებულ საზოგადოებრივ დარბაზ ,, თავისუფალ სახლში" გაიმართა, ლანჩხუთის  საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და ახალგაზრდული ჯგუფის წევრების შეხვედრა.  ,,პოლიტიკა, ეკონომიკა და მორალი დღეს." ამ საკითხების ირგვლივ გაშ­ლილ საუბარს დიდი კამათი მოჰ­ყვა. განხილული იყო, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მტრის  რუსეთის მი­ერ,  უკრაინაში დატრიალებული ომ­ის საშინელება და საქართველოს პოზიცია მის მიმართ;  ჩვენი ქვეყნის მომავალის ხედვა,  პარტიებსა და საზოგადოებას შორის არსებული ხიდჩატეხილობა და ბოლოს ისა­უბრეს ახალი პარტიის, შესახებ, რომელიც, როგორც ითქვა, საქა­რთველოს კონსტიტუციას ეწინაა­ღმდეგება. 
როგორც აღვნიშნეთ შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალოქო აქტ­ივისტები, ერთი სიტყვით ლანჩხუ­თელი აქტიური საზოგადოების ნაკ-­რები, რომელთაგანაც ყველას თავისი სათქმელი ჰქონდა.  მთავარი ისაა, როგორც აქ ითქვა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და სამოქმედო გზებისა, ყველა ვერ­თი­ანდებით საკუთარი ქვეყნის საკეთი­ლდღეოდ, ეს  ცალსახად არის დას­ავ­ლური ღირებულებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ  ლანჩხ­უთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები როგორც ოპოზიციიდან, ასევე,,ქართული ოცნ­ებიდან.“
გიორგი ჩახვაძე - ძალიან დიდი პატივია, რომ ამ დარბაზში ვხვ­დებით ერთმანეთს განსხვებით ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა. ძალ­იან მძიმე ემოციური ფონია შექმნილი ქვეყანაში, ყველა ძალიან დიდ ემოციებში ვართ, ვინც კი ქარ­თველია და ადამიანია ღამეებიც არ სძინავს, განვიცდით თითოეული ჩვ­ენგანი, რომ ჩვენს მოძმე უკრა­ინაში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, იღუპება უდანაშაულო მოსა­ხლეობა. ძალიან დიდი ტრაგედია ტრიალებს მეგობარ ქვეყანში და  ქართველები ვერ ვიქნებით გულგრილი. ამ ემოციებმა შეიძლება გარ­კვეულწილლად  შექმნა არაერ­თგვაროვანი ფონი, ყველას სიტყვას  დაფიქრება სჭირდება, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ ამ მძიმე პერიოდში, ვისაც რა შეგვიძლია. ზოგს
ჰუმანიტარული ტვირთის შეგრ­ოვება შეუძლია, ან ლტოლვილების დახვედრა ძალუძს, ზოგს სხვადასხვა უწყებებში თავიანთი პოზიციების დაფიქსირება და ა.შ. ყველამ ერთი­ანად უნდა ვაკეთოთ ჩვენი მოძმე უკრაინის საკეთილდღეო საქმე, არის ძალიან ბევრი ადამიანი ლანჩხუთში, რომელიც გულანთებულად ამბობს თავის სათქმელს. ასევე ახალგაზრდა აქტივისტები არიან, რომლებიც ყოველგვარი გზით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დხმარება გაუწიონ მოძმე ერს. ყველამ უნდა დავიკა­პიწოთ ხელები და მაქსიმალურად უნდა გავერთიანდეთ  მეგობარი ერ­ის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით.  არა მარტო ჩვენი ქვეყნის თავს ხდება ეს, მსოფლიოშიც ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იქმნება, რომ ხედავთ ალბათ დასავლეთის ქვეყნები როგორ გაწონასწორებულად და დაკვირვებულად მოქმედ­ებენ,  ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც ჩარ­თული, კურსი არ უნდა შევიც­ვალ­ოთ, უნდა ვიყოთ დასავლეთის მიმა­რთულებით, უნდა ავყვეთ დასავ­ლე­თს იმ ქმედითი ნაბიჯების გადად­გმაში, იმ გაააზრებული და მოზ­ომილი ქმედებით რა ნაბიჯებსაც დგამენ განვითარებული ქვეყნები..
ქეთი წილოსანი - ძალიან სამწ­უხაროა ის, რომ ჩვენს როგიონში და ზოგადად ქვეყანაში, არის ასეთი მიმართება, ან ნაცი ხარ, ან ქოცი ხარ. მიმაჩნია, რომ მე მაქვს ჩემი აზრი, ვცხოვრობ ასე როგორც მე მიმაჩნია სწორად. ოთხი წელია, რაც არასამთავრობო სექტორში ვარ და ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში და კონკ­რეტული ჩემი ნაბიჯები გადავდგა ამ კუთხით, რასაც დღეს ვაკეთებ, ჩემი სამსახურით, სოციალური სივრ­ცით თუ ა.შ.  ჩემთვის ყველა ადამიანი მისაღებია, ვინც ჩვენთან მოვა, იმიტომ, რომ პიროვნულად არავის არ ვერჩი. თუ რაიმე არ მომწონს, ამასაც ვაფიქსირებ, ამიტომ ვიღაცამ არ უნდა მომაწეროს ან ვიღაცის მხარდამჭერი ვარ, ან არ ვარ, რაც საჭიროა იმასაც ვითხოვ და რაც არ მომწონს, იმასაც ვამბობ.
ერთ რამეზე მწყდება გული, როცა რაიმე აქტივობას ვაცხადებთ, ეზო ხალხით ივსება, დიდი კონტაქტები მაქვს და ბაზა მაქვს, სადაც არიან ახალგაზრდები გაერთიანეული, მე პირადად, ქეთი წილოსანს არ მინდა ჩვენი თაობა და შემდეგი თაობა იქეთ წავიდეს, რასაც ეს ორგანიზაცია ქვია რომელზედაც ახლა ლაპარაკია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას და მის ნათელ მომავალს ეწინააღმდეგება, ამიტომ მე ვიზრუნებ ჩემი სტილით და საქმით, რომ ამ ახალგაზრდებს აუცილებლად მივაწოდოთ ინფორმაცია და მადლობა ღმერთს დღევა­ნდელ ახალგაზრდობას აქვს ძალიან კარგი აზროვნება, ანალიზის უნარი.
რედაქციისაგან: ქეთი წილოსანთან ჩაწერილ  ვიდეოს, რომელიც სოც­იალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ ე.წ. ტროლმა უხამსი კომენტარი მიაწერა, რომელიც ჩვენ არ წავშალეთ იმ განზრახვით, რათა ნახონ ადამიანებმა და დაფიქრდნენ მსგავს ამა­ზრზენ ქმედებაზე.)
დარეჯან ბურჭულაძე - ვინ რას და ვის უჭერს მხარს ესაა, ინდივიდუალურად პიროვნების გადასაწყვ­ეტი. როცა ახსენებ ხელისუფლებას, იქ უნდა გაკეთდეს სახელისუფლებო გუნდის განცხადებაც და მერე მიხვდები, ხელისუფლება ვის უჭერს მხარს. ალბათ მოუსმინეთ ბატონი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ,,ალტ-ინფოსთან" დაკავშირებით.
გია გოგუაძე - ბატონი დიმიტრი ხუნდაძის განცხადება საკმარისი არაა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება და უნდა გააკეთონ  განცხადება პირ­ველმა პირებმა. დიმიტრი ხუნდაძეს ჩემზე კარგად არავინ არ იცნობს და ვიცი დღეს სადაა და ხვალ სად იქნება.
დარეჯან ბურჭულაძე - მე პირ­ადად ვიყავი სოფელში და ვერ ჩამოვედი იმ დღეს, როცა საპრ­ოტ­ესტო აქცია მოეწყო ,,ალტ-ინფოს" ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. ჩემთვის რუსეთი აგრესორი გაცი­ლებით დიდი ხნის წინ იყო ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ჩემს აზრს პუტინზე ვერავინ ვერ შემაცვლე­ვინებს.
ტენდენცია წამოვიდა  თავად პუ­ტინის საწინააღმდეგო, ჩვენ ვხედ­ავთ უკვე, რა ხდება თავად რუსეთში მის წინააღმდეგ, ანუ ყველა რუსი არ არის პუტინისტი. ვიმედოვნებ, დაიწყება ისეთი პროცესები, რომ საკუთარი ხალხი აუჯანყდება პუტინს. ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია დღეს, რაც უკრაინაში ხდება, იმიტომ რომ, ძალიან კარგად ვიცი, რა არის ომი და ომის სინდრომი. ჩვენც გამოვიარეთ, რაღაც რაღაცაები.  ყველა ხელისუფლებაში მოსულ ძალას აქვს თავისი მინუსი და თავისი პლიუსი, მაგრამ როგორც ახლა ვხედავ შიდა დაპირისპირებაზე მეტად ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ბეწვის ხიდს გავდივართ. ეს ბეწვის ხიდი უნდა გავიაროთ ისე, როგორც მას გადის ევროპის ქვეყნები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ქვეყანაა სოლიდარული მის მიმართ და ამ ქვეყნის ხელისუფლებაა, მაგრამ ყველა ნაბიჯს უნდა ვდგამდეთ ისე, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაზარალდეს.
ზაზა წულაძე - სამშობლო ახსენეთ წეღან საუბარში და მე ასე მესმის, რომ ადამიანის სული არის უფლის, ხორცი ეკუთვნის სამშობლოს. აქედან გამომდინარე, რასაც ახლა უკრაინის მოსახლეობა აკეთებს თავისი მიწა-წყლის დასაცავად, ეს მართლაც გმირობაა.
რაც შეეხება იმას, ვინ არის რუსეთი, ამას დიდი ფიქრიც არ უნდა. მე როცა ჩემს სახლში ვარ, შემომივარდები და თავს დამესხმები, ამას არ მგონია სხვა სიტყვა ქვიოდეს გარდა იმისა, რომ აგრესორია, მე მინდა უკრაინას წარმატება ვუსურვუ საკუთარი ქვეყნის დაცვაში.
ამირან გიგინეიშვილი -
1.კრემლში წყდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა;
2. მზად ვართ კრემლთან ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციაზე, რაც მათ ინტერესშია;
3. ჩვენ ვირჩევთ თურქეთს და ისლამს ან ერთმორწმუნე რუსეთს;
4.საქართველო მართმად­იდებლო­ბასთან მებრძოლ დასავლეთს უნდა გამოემშვიდობოს;
 ეს არის ,,ალტ-ინფო"- ს მიერ გაჟღერებული აზრები. სიტყვა სიტყვით, არაფერი გამომიკლია და არაფერი დამიმატებია. 
დღეს არის ლანჩხუთში და სრულიად საქართველოში იმნაირი სიტუაცია, შეუძლებელია აქედან გასვლა და განზე გადგომა. თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ან ხარ ამათთან, ან ხარ მეორე მხარეს, რასაც ქვია უკრაინა. მეტსაც გეტყვით: ,,ალტ-ინფო" სამი დღეა ლიბერასტებს გვიწოდებს იმ ადამიანს, რომელიც თავის დროზე ვცდილობდით ილიას გზით გვევლო,  (ლიბერალიზმი, კლასიკური გაგებით, პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, იქნება ეს სიტყვის, არჩევნის, გამოხატვის თუ სხვა. გარდა ამისა, პირველი, რაც პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულ ადამიანს ლიბერალიზმის ხსენებისას მოაგონდება, არის თავისუფალი ბაზარი.)
იციან, რას ლაპარაკობენ, რა უნდათ?  უბრალოდ ფული აქვთ და უბედურება რა არის იცით, რომ საქართველო გავსებულია ობივატელებით (ადამიანი, რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას.)
შესაძლებელია ამ ფულის პატრონმა ეს ობივატელი ამ ფულის პატრონმა თავის ჭკუაზე წაიყვანოს. აქედან გამომდინარე, ამათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო. კიდევ ვაფიქსირებ, არ არსებობს მესამე გზა. ან არსებობს ის გზა, რაც კონსტიტუციის 78 -ე მუხლშია, (მუხლი 78 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) , ან მეორე მხარე  _ მივდივართ  იქ,  რასაც ეს ,,ალტ-ინფო" ქვია. ეს არის ანი, ბანი და ჰოე დღევანდელი სიტუაციის, ისიც ვიცი, რომ ვინც აქ ვართ შეკრებილი მივდივართ იქ, რაც 78-ე მუხლში წერია. სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. როცა ვიღაცა იტყვის იმას, საქართველომ ომი დაიწყოო ჰააგის სასამართლოს უპასუხოს.
სოსო კვაჭაძე -  საპარიარქოს უნდა მიმართოს ჩვენმა ეკლესიამ _ აბა, როდის უნდა ამოიღო ხმა, შენს მონათესავე ხალხზე.  ჩვენ და იმერლები რომ წავეკიდოთ ერთმანეთს, იგივეა... როდის უნდა ამოიღო აბა, ხმა? უნდა მიმართო შენი მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილს, რომ მან ამოიღოს ხმა, ვინც ამოიღო ხმა, ეს იყო მეუფე სპირიდონი და პირიქით კარგიაო თქვა, იმიტომ ლაპარაკობს, რომ რუსეთის მომხრეა ის, ამაშია საქმე.

მაია კუკუალაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 718
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა