ამ ძალიან კარგ ქალბატონს, მაია გოგუაძეს, მალე გააცილებს ჩემი უბანი უკანასკნელ გზაზე. იცით ის ვინ იყო? ახლა აგიხსნით.
ყველას გამოუცდია 90-იანი წლების მძიმე გაჭირვება და ამ წლების ცუდი მემკვიდრეობა. ამ პერიოდში ეს ქალბატონი ამუშავებდა ფურნეს, სადაც რეგულარულად პურს აცხობდნენ. სახლში, მასთან მეც მივდიოდი, თამამად მივდიოდი… ისეთი პატარა ვიყავი, ვერ ვწვდებოდი ფურნის სარკმელს და ვითხოვდი პურს ნისიად. ეს ქალბატონი კი იცით რატომ დარჩა ჩემს მეხსიერებაში ასე სანუკვარი და დაუვიწყებელი? ერთხელაც არ შეუხრია წარბი, ისე მატანდა პურს და ისე მცემდა პატივს, მაია დეიდა შენმა გარდაცვალებამ დამაკლო რამდენიმე წლის სიცოცხლე. ნათელში იყავი!
გოჩა პაპავა
ამ ძალიან კარგ ქალბატონს, მაია გოგუაძეს, მალე გააცილებს ჩემი უბანი უკანასკნელ გზაზე.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 484



