მერაბ კუპრეიშვილი. მხედრიონი. ლანჩხუთი. გურია ... დაეცა ბრძოლაში, მაიმუნსაშენთან. ტამიში... დღეს 60-ის გახდა მერაბა წინა დღეს, საღამოს ბრძოლით დაღლილები როცა დავბრუნდით, 7 ბოთლი ღვინო მოიტანა მერაბმა, ჩემმა ძველმა ძმაკაცმა ჯერ კიდევ სკოლიდან. საიდან ღვინო? _ ვკითხე. არ იცი ხალხი პურ-მარილითაა ჩამოსული? _ და მართლაც, მეორე დღეს, როცა ჩვენ გააფთრებულ ბრძოლაში ვიყავით, იმ ხალხმა მამაჩემს, რომელიც შტაბში მყავდა დატოვებული და რომელიც გამწარებული დარბოდა, რომ ეგებ დაგვხმარებოდნენ, იმ ხალხმა ქეიფზე წასვლა შესთავაზა. მერაბ, წესი ხომ იცი, ვეუბნები, არც ერთი წვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ 50 გრამიც არ შეხვდებოდა თითოეულს. ხვალ ავიღებთ და მერე...
მეორე დღეს მერაბა ბრძოლაში დაეცა... ჩემ ძმასთან მივიდა. ახლა უკვე ჩემი შვილიც იქაა.. მელოდებიან.. მელოდებიან...
ბოლო სანგრის შემდეგ ბიჭებო ბოლო სანგრის შემდეგ...
P.s მიგვიანდება..არ მეგონა ასე თუ გაიწელებოდა დრო. კაცთა სურვილები ხშირად არ ემთხვევა უფლის გეგმას...
იყოს ნება უფლისა...
დღეს 60-ის გახდა მერაბა
არჩილ ხოფერია
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 197