ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შალვა ორაგველიძე: ასეთ პირობებში კულტურის ცენტრში კი არა, ბოსტანში უნდა იარო

შალვა ორაგველიძე: ასეთ პირობებში კულტურის ცენტრში კი არა, ბოსტანში უნდა იარო
13-07-2022, 12:19

ინტერვიუ მუსიკოს შალვა ორაგვე­ლიძესთან. 
- შუხუთის სკოლა დაამთავრე. თქვე­­ნი მუსიკის პედაგოგი ვინ იყო?
- პირველი ირა იყო ებრალიძე. ორი წელი მასწავლა, პარალელურად ცეკვაზე დავდიოდი, ქორეოგრაფიაში კა­რგი მოსწავლე ვიყავი, უფრო ალღ­ოიანი ვიდრე მუსიკაში,­ 
- ვინ იყო თქვენი პირველი ცეკვის მ­ა­სწავლებელი?
- კოსტანტინე (შუტუნა) ფირცხა­ლ­აიშვილი. ძალიან ძლიერი ქორეოგრ­აფი და ამასთანავე ძალიან კარგი პედაგოგიც იყო.
- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?
- ჩავაბარე ,,გეპეიში“ ავტოსაინჟ­ინ­როზე, იმიტომ  რომ, მშობლებს უნდ­ოდათ.  მე უკვე მუსიკალური განხ­რით მინდოდა, ისე მანამდე ვფი­ქრობდი ცეკვას გავყოლოდი, კარგად ვცეკვავდი. ისე ინსტიტუ­ტშიც კარგად ვსწავლობდი.  
- ისტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდი მშობლიურ რაიონში?
- არა, ინსტიტუტის დამთავრ­ების შემდეგ გამანაწილეს თბი­ლ­ისში, სახ­ანძრო ნაწილში,  მაგრამ მუსიკასთან კავშირი არ გამიწყვეტია.  ლაგო­დეხ­შიც კი ვმუ­შაობდი მუსიკის განხრით 11 წელი. 
- და რას აკეთებდით ლაგოდეხში?
- ვმღეროდი და ვუკრავდი. 
- როგორ დაბრუნდით მშობლიურ რაიონში? ლანჩხუთის კულტურის სახლში როგორ აღმოჩნდით?
- სხვათა შორის, სრულიად კურიოზულად.  ჩემი სიძე,  ჩემი დის ქმა­რი, გოჩა კუკულაძე მირეკავს, ჩამოდი ღორს ვკლავ და გეპატიჟები საქ­ეიფოდო, ჩამომიყტუეს რა, მეორე დღესვე კულტურის ცენტრში მომიყვანეს, მაშინ სოფიკო ჭელიძე იყო დირექტორი და  შემომთავაზეს დავრ­ჩენილიყავი აქ.
- რა სიტუაცია დაგხვდა? 
- სოფიკო ჭელიძე იყო ძალიან მაგარი დირექტორი!
- ძველი მომღერლებიდან ვინ დაგ­ხვდა ლანჩხუთის კულტურის ცენ­ტრში?
- ძველი მომღერლებიდან ჩემი და, სოფო ორაგველიძე ხომ ბავშვობიდან მღეროდა, თვითონ სოფიკო ჭელიძე, ცხონებული ხათუნა რუსიძე, ციცინო კუკულაძე და ანი ახობაძე იყო კიდევ.
კარგი კვინტეტი ჰქონდათ, ძალიან ძლიერი, მაღალი დონის კვინტეტი...
ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, რომ თურმე კონცერტს დაესწრენ  კულტურის სამინისტროს წარმომადგენ­ელები, ეტყობა გავლით იყვნენ ლანჩ­ხუთში და აფიშას მოკრეს თვალი. დააინტერესათ ერთი რა დონის კონცერტი ტარდებაო და შემოიარეს. დასხდნენ ჩვეულებრივად დარბაზში. კონცერტის დასრულების შემდეგ, ფარდა დაიკეტა და რომ გავიდა ხალხი, მერე ჩამოვედი პირდაპირ სცენიდან. მოვიდა ჩემთან ერთერთი ქალბატონი და მეუბნება, ნამდვილად არ ველოდი ამ დონის კონცერტს ლანჩხუთშიო. თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი და ჩვენ კულტურის სამინისტროდან ვართო. ჰოდა, პირდაპირ ვუთხარი, როგორ მოხდა რომ შემ­ოადგით საერთოდ ფეხი ლანჩხუთის კულტურის სახლში-მეთქი.  ვინ გვა­ქცევდა ყურადღებას, ყველაფერს აკე­თებდა სოფო და ძალიან მომთხ­ოვნიც იყო, ამის გამო შეიძლება ვიღაცეებს არ მოსწონდათ... მომთ­ხოვნი დირექტორები ხომ ზოგადად  არ მოსწ­ონთ...
- მერე როგორ წარიმართა სიტუაცია?
- მერე დირექტორები იცვლებიან და იცვ­ლებიან... ამ ხელფა­სით მე რომ მაქვს, ცხადია ვერ იმუშავებ, 50 ევროს ფარგ­ლებში რომაა თვეში. ხომ? გამორიცხულია.  მერაბ ქარჩავა მოვიდა ახლა, მერაბს ვერ და­ვა­ხასიათებ იმიტომ, რომ ჯერ ახა­ლია... ვფიქრობ, სიტ­უაციის გამო­სწორებას შეე­ცდება... 
- რამდენჯერ ასულხარ სცენაზე და გიმ­ღერია, შეგიძ­ლია დაი­თვა­ლო? 
- ოუჰ!
- ათასზე მე­ტ­ჯერ?
- რა ვიცი, ათასჯერ და მეტჯერ შეი­ძლება მარტო ლაგოდეხში ვიყო ნამყოფი, 
- ცხონებულ დავით რამინაშვილზე რას იტყოდით?
- არიან კარგი მუსიკოსები, რომ­ლებთანაც მქონია შემოქმედებითი შეხ­ება, ხორავას თეატრშიც მაქვს ნამ­უშევარი, როგორც მომღერალს...  დათო იყო ალბათ ფენომენი, იმიტომ რომ წარმოგიდგენია, ასოცი ქართული ხალხური სიმღერის სამივე ან ოთხი ხმა იცოდა ზეპირად! სმენა ჰქონდა აფსოლუტური, მომღერალი ახლა ყველამ იცის, რომ მაგარი იყო.  იყო ასე­თი შემთხვევა, რომ  ჩემს დას,სოფოს უნდა ემღერა ,,საქართველოზე“ სიმ­ღერა და მე გამოვიწიე გვერდზე, იმი­ტომ რომ, აკეთებდა ბექებით, ბექებით ეს არავის არ ქონდა ნამღერი, ამ სიმღერის ბექები რთულია ძალიან. ბექში დგომაა საერთოდ რთული, ზოგს ჰგონია უკანა ფონზე მომღე­რლობა უფრო ადვილია, ვიდრე წინა და ეგრევე გავიწიე, მე ხომ ვიცი, რომ დათო ოთხ ან ხუთ ხმას დასვამს და... ისეთი რაღაცეები უყვარდა, რომ... და მეთქი მომღერლები ხომ არიან აგერ ბიჭები, ცოტა ხანს დარჩიო...ხო, და ურთულესი პარტია, სულ ნახევარ-ნახევარ ტონებით დააჯინა. ერთ კვირაში პარტია მასწავლა. ისეთი დაძაბული ვიყავი, მაგრამ მერე რომ მოვუსმინე ჩვენს ნამღერს, კი კარგი იყო.  მიზანსწრაფული პიროვნება იყო დათო!
- კიდევ ვის გამოარჩევდით?
- თვითონ სოფო ჭელიძე, ძალიან ძლიერი მომღერალი. ხათუნა იყო ძალიან ძლიერი,  მიუხედავად იმისა, რომ ხათუნას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, დედა ჰყავდა მუსიკოსი და ეტყობოდა მისი აღზრდა. კვინტეტში ვინც იყვნენ, ყველანი ძლიერები იყვნენ, ახლა საკუთარ დაზე როგორ გითხრათ, მიკერძოებაში არ ჩამითვალონ, მაგრამ რა იყო იცი? აი, მაგალითად სოფო ჭელიძის დროს მუსიკალური ნაწილი იყო წამოწეული  ძალიან კარგად, გია რომ მოვიდა იმნაიშვილი, ქორეოგრაფია წამოვიდა ძალიან ძლიერი გახდა. დათო რომ მოვიდა წერეთელი _ თეატრი. მე რომ მაგალითად მათ ადგილზე ვყოფილიყავი, როკ ჯგუფს გავაკეთებდი ლანჩხუთის კულტურის ცენტრში.
- ამიტომ მენეჯერმა,  ყველა მიმართულება უნდა წამოსწიოს.
- ე, მერაბ ქარჩავა რომაა, მარა მიცემენ მერაბს საშუალებას? 
- როკ ჯგუფის იდეა მეც მხიბლავს, მაგრამ ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებას ნამდვილად სჭირდება კარგი ხმის ჩამწერი სტუდია, ეს როკ ჯგუფსაც სჭირდება, ბენდსაც, მწერალსაც და ფოლკლორის მკვლევარ შემგროვებელსაც.   რა მოხდება, რომ ბენ­დის პარალელურად მცირე თვით­შემოქმედებითი ჯგუფებიც რომ არსებობდნენ?
- ვინ დაგვაფინანსებს თორემ კი, ბენდში 193 ლარი მქონდა ხელფასი, ახლა მოგვიმატა ახალმა დირექორმა. 224 ლარი მაგქვს. შეიძლება მეტიც უნდოდათ მაგრამ ვერ მოუმატეს და  
- თქვენი თვალსაზრისით, რა არის იმისთვის საჭირო, რომ კულტურა აღორძინდეს?
- მარტო ენთუზიაზმით ვერაფერი ვერ იქნება.  საკმარისი დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს, წინა მთავრობაც რომ იყო, მე ბევრჯერ მქონია შეხება,  ვამბობდი რომ სამ ფეხბურთელს რომ აძლევთ ხელფასს, მაგ ოდენობის დაფინანსება მომეცით და ნახეთ რა ჯგუფი გავაკეთო-მეთქი ლანჩხუთში...
ლაგოდეხში სცენის მუშას, 360 ლარი აქვს ხელზე ასაღები და აქ ჩვენ, ვინც ვართ სახე, უშუალოდ ხელ­ოვან ადამიანებს კულტურის ცენტ­რში, დღესდღეისობით  ყველას დაბალი ხელფასი გვაქვს!   
მე მახსოვს სოფიკო ჭელიძემ რომ მიმიღო სამსახურში, ძველი იამახა მაშინდელი ნაყიდია. მერე გია იმნაიშვილის დროს, გიამ რამდენი იწვალა, რომ „მხედრები“ რომ არის დღეს იმათაც რომ „მხედრები“ ქვიათ და ბენდზე ხომ საერთოდ, დასცინოდნენ, რაის ბენდის გამკეთებლები ხართო. ბენდი ჰყავდა სუხიშვილებს. მეორე ბენდი ჰყავდა ლანჩხუთს.  აჭარის სახელმწიფო თეატრიდან და ფოლკლორის ცენტრიდან ჩამოდიო­დნენ ჩვენთან, რეპეტიციებს ესწრებოდნენ, ჩვენგან გადაიღესდა ჩვენზე უკეთესიც გააკეთეს მერე, ჩვენ აპარატურა არ გვეღირსა და ნორმალური მიკროფონი თუნდაც. 
- ამბობ იმას, რომ დღეს კულტუ­რაში საჭირო პროფესიონალები არიან გვერდზე გაწეულითუ როგ­ორ არის?
- გვერდზე გაწეული არა ვართ, მარა ჩვენი შრომა სათანა­დოდ არ არის დაფასებული. რა ხდება იცი, მე, როგორც ვხვდები, ვინც კი იყვნენ დირექტორები, ყველა ამას გრძნობდა, რომ არ უნდა დაგვავალონ, ყოველ­დღე ისე იარე სამსახ­ურში. როგორც სხვები!  მომღე­რა­ლი დი­ლით ვერ იმღერებს, ყელი გვიან იხსნება, მაგრამ, აი, ვთქვათ, 11 საათიდან იმუშავე 2-3 საათამდე, მერე საღა­მოს იმუშავე 5 დან 8 მედე, ასე უნდა ხდებოდეს, ასე იყო „გუ­რიაშიც“  რომ ვიყავი და ლაგოდეხშიც ასე იყო, მაგრამ ყოველდღე რომ მატარო და დღეში ორი რეპეტიცია მატარებინო, უკვე შენც თვითონ ხვდები, რომ ორასი ლარით, მით უმეტეს დღეს, ვეღარ მთხოვ და როგორი არის ერთი კვირით ად­რე, თუ გინდა 10 დღით ადრე, არიქა კონცერტია და მოუყარე რაცხას თავი და გამოი! იცი როგორი სანერვიულოა?! ვის­აც გამოუცდია ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა...
- ხოდა თავდაჯერებული ვერ ხარ, თუ არ ხარ სტაბილურად ფორ­მაში, არა?
- გინდა მეცადინეობაც და კარგი აპარატურაც უნდა გედგეს წინ და ეს კარგი აპარატურა იაფი არაა. ფული ღირს რა! უნდა ჩამოგვ­იტანონ, კარგ აპარატურასთან მეც უფრო ხასიათზე მოვდივარ და გული და გონებაც სხვანაირად იწყ­ებს მუშაობას, მაგრამ არაა. როგორია, ოზურგეთიდან დადის კაცი და თავისი ინსტრუმენტი დაა­ქვს. ახლა ვფიქრობ მეც კარგი მიკროფონი ვიყიდო მეთქი, მაგრამ მინიმუმ ხუთასი-ექვსასი დოლარი ღირს და ჩემი ჯიბიდან არ მაქვს მაგის საშუალება. მერაბ ქარჩავამ თქვა, რა დროს შნურიანი მიკროფონებიაო, გამეცინა, ახალმოსულია და ღმერთმა შეაძლებინოს... ექვსი ვოკალისტი ვართ, ექვსი დისტანციური მიკროფონი...
- რამდენადაც ვიცი საოჯახო მეუ­რნეობით ხართ დაკავებული.
- აბა, მარტო ხელოვნებით რა უნდა ვქნა? ერთი ჰექტარი ფართ­ობი მაქვს და  რომ დავამუშავო, მატერიალურად შვილი მეხმარება, ისრაე­ლშია. იქეთ მეუღლე არის იტალიაში და აბა ორასი ლარი სიგარეტში არ მყოფნის თვეში. სიგარეტის პუ­რის და ზეთის და წვრილწვრილი რაღაცეების გარდა, თითქმის არაფერს ვყიდულობ. დანარჩენი ყველაფერი საოჯახო მეურნეობაში მოგ­ვ­ყავს.
- სოფელში ასე უნდა მოვიქ­ცეთ ყველა...
- ჰო, მარა მაშინ კულტურის ცენ­ტრში კი არა, ბოსტანში უნდა ია­რო.  ფიზ­იკური ჯაფა და შემოქ­მედ­ებითი საქმიანობა, მით­უმეტეს თუ ინსტრუმენტზე უკრავ, ძნე­ლია. ყელი კი ბატონო, ბუნებრივი ინსტრუმენტია, მაგრამ მასაც აქვს რესურსი და გაფრთხილება სჭი­რდება. რთულია ასეთ პირობებში, კონცერტზე კი არა, თუნდაც რეპ­ეტი­ციაზე იყო სათან­ადო ფორ­მაში?!

ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 241
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა