ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე შალვა ნათელაშვილმა დღეს, 20 ოქტომბერს ბრიფინგზეც ისაუბრა. მისივე თქმით, მმართველი პარტია დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
“მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში, სადაც ბოლომდე იქნება ის მხილებული, როგორც მატყუარა, “გადამგდები”, მტაცებელი, ქვეყნის დამაქცევარი, რის შემდეგ წაგებამდე, თვითონ დაკარგავს პოლიტიკური მოღვაწეობის სურვილს”, — განაცხადა ნათელაშვილმა.
გარდა ამისა, იგი მზადაა, რომ კორონავირუსის გამო ივანიშვილთან დებატები ვირტუალურად წარმართოს.
შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში

განყოფილება: ---
გადასვლები: 916