ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღია წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს!

ღია წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს!
31-03-2022, 14:38

ბატონო ალექსანდრე! სოფელ ჭანჭათის მო­სახლეობის სახელით მოგმართავთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც დღემდე მოუგვარებელია და ასე ძალიან აწუხებს ჩვენი სოფლის მოსახ­ლე­ობას. უვარგისია რაიონული ცენტრთან დამ­აკავშირებელი გზა, სოფელი მთა-გორიანია და შიდა გზები მოითხოვენ მეტ ყურად­ღებას. ალაგ-ალაგ დაგებულია ბეტონის საფ­ა­რი, მაგრამ საკმარისი არ არის. სადაც ბეტ­ონის საფარი არ არის, ხდება გზების მოშა­ნდაკება, რაც უშ­ე­დ­ეგოა რელიეფის გამო.
წვიმის დროს ხდება გზების ჩამორეცხვა და ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია; უყ­აირათოდ იხარჯება საბიუჯეტო თანხები.
მოუგვარებელია საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანის საქმე, რის გამოც დიდია ეპიდემიის საშიშროება. მოსახლეობა პრაქტიკულად და­უ­საქმებელია, თვალში საცემია სიღარიბე, ცხოვრების დაბალი დონე, უიმედობა.
გურიაში ყველაზე დიდი დასაყრდენი ჩაის კულტურა იყო. ედუარდ შავარდნაძის მმარ­თველობის პერიოდში  ჩაის წარმოების აღ­-ო­რძ­ინება-განვითარებისათვის შემოყვანილი იქნა გერმანული ფირმა ,,ბაუერი“, მაგრამ მოხდა საპირისპირო და ჩაის მრეწველობა თითქმის განადგურდა. მრავალი წელი იყო სხვადასხვა პროგრამები ჩაის აღორძინებ­ის­თვის, მაგრამ პრაქტიკულად თითქმის არა­ფერი გაკეთებულა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
თანასოფლელების გარკვეულ ჯგუფს გვინდა შევქმნათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, დავიწყოთ თამბაქოს მოყვანა და შესაძლებლობის ფარგლებში აღვადგინოთ ჩაის პლანტაცია, მაგრამ გვესაჭიროება ფი­ნ­ანსური დახმარება, შეღავათიანი აგროკრედიტის სახით. 
ბატონო ალექსანდრე, სიტყვა თქვენზეა.

პატივისცემით ომარ გოგუაძე
საკონტაქტო ტელეფონი: 592 07 59 32;

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 775
FACEBOOK კომენტარები