ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,პრობლემებზე სულ ვსაუბრობ ღიად, მაგრამ არა ინტრიგისა და სკანდალისთვის”

,,პრობლემებზე სულ ვსაუბრობ ღიად, მაგრამ არა ინტრიგისა და სკანდალისთვის”
31-03-2022, 14:21

,,ჰო და არას” სტუმარია ჩიბა­თის მკვიდრი, სპეციალისტი ჩი­­ბათის ადმინისტრაციულ ერ­თე­ულში სუ­ლხან პატარაია.
_ სულხან მოგესალმებით და დი­­დი მადლობა, რომ დამთა­ნხ­მდით ინტერვიუზე, მოგვიყ­ევით თქვენს შესახებ.
_ პირიქით, მადლობას მოგახ­სე­ნებთ, რომ დაინტერესდით ჩემით. მიყვარს ხელოვნება, წიგ­ნების კითხვა; მიტაცებს მოტოც­ი­­კ­ლეტით სეირნობა, როკმუს­იკის მოსმენა და ნადირობა. აგრეთვე ყველა ახალ გამოწვევაში, რაც ახალგაზრდობას ეხება, მონაწი­ლეობის მიღება.
2009 წელს დავამთავრე ჩიბ­ათის საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მაქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სისხლის სა­მ­ართლის სპეციალობით. ვარ იურისტი, რითაც ვამაყობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემ­დეგ ჩემი ნებით წავედი სამხედრო-სავალდებულო სამსახუ­რ­ში, საქართველოს თავდაცვის სა­მინისტროს მე-10 კადრირებულ ბრიგადაში. სამხედრო სა­ვალ­დ­ებულო სამსახურის გავლ­ის შე­მდეგ მუშაობა დავიწყე ,,საქ­არ­თველოს ფოსტაში" კურიერად, სა­დაც 10 თვე ვიმუშავე და შემ­დეგ ერთი წლით გავემგზავრე გე­რ­მანიაში ენის შემსწავლელ კურსებზე.
_ თქვენ ხართ სპეციალისტი ჩიბათის ადმინისტრაციულ ერ­თე­ულში. მო­გვიყევით თქვენი დღის წესრიგის შესახებ.
_ სოფელ ჩიბათში კე­თდება ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა, რაც კოლოსალურ სამუ­შაოებს მოითხოვს. მახარებს ის ფაქტი, რომ ხალხს, რომელიც იქ ფერმერულ მეურნეობას ეწ­ევა, გა­უადვილდება გადაადგილება. აგრეთვე მახა­რებს ის ფაქ­ტიც, რომ ძალიან ბევრ ტურის­ტს მოიზიდავს აქაურობა. რაც შე­ეხება ჩემს დღის წესრიგს, ყო­ველთვის, როცა კარგი ამინდია, მოსახლეობაში გავდივარ. არ ვარ კაბინეტური მმართველობის მო­მხრე. მიმაჩნია, რომ რაც უფ­რო კონტაქტური ვიქნებით არს­ებულ სოციუმთან, მეტი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ. ყო­ველთვის პირადად უნდა მივიღო მონაწილეობა, ეს იქნება სკვერის დასუფთავება, წყლის მილების შეკეთება, სასაფლაოს მოწესრიგება, მოვ­ლა-პატრონობა, სანი­აღვრე არხების მოწყობა. ყოვე­ლ­თვის პირ­ადად ვერთვები პრ­ო­ცესებში,  ვიღებ მონაწილეობას, რადგან სხვანაირად არ შემიძ­ლია.
_ სულხან, ყველა პრობლემა­ზე ღიად საუბრობთ-ხოლმე. რო­გორ ფიქრობთ რა არის ყველაზე დი­დი პრობლემა ლანჩხ­უთის მუ­ნი­ციპალიტეტში?
_ პრობლემას რა გამოლევს. მე ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენს წი­ნაშე გამოწვევების სახით არ­იან და ჩვენ ვალდებულნი ვართ შევეცადოთ მათი მოგვარება რა­ციონალურად. პრობლემებზე სულ ვსაუბრობ ღიად, მაგრამ არა ინტრიგისა და სკანდალი­სთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანთა დისკუსიამ აზრების გაცვლამ და ბჭობამ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ უნდა წარ­მოშვას ამ საკითხის გად­აჭრის გზა.
ჩიბათში შიდა გზები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის შე­ს­ა­ძლებლობის ფარგლებში იგ­ება, თუმცა გასაკეთ­ებელი კიდევ ბევრია. არსებობს აგ­რეთვე ქვემო ჩიბათში წყლის პრობლემა, რაც გულისხმობს არსებ­ულ ჭაბუ­რღილზე უფრო დიდი სიმძ­ლ­ავრის წყლის ტუმბოს დაყენებას, რო­მელიც 25 ტონა წყალს ამოტუმბავს საათში და კილომეტრი და 400 მეტრის დიდი დი­ა­მეტრის წყლის მი­ლი. კარგი იქ­ნება თუ ეს სამომავ­ლოდ მოგვარდება. არსებული წყალი ტექნიკურია, 
წყ­ლის მილებიც არის და ჭაბუ­რღილზე ნასოსიც, რომელიც საათში 4 ტონას ტუმბავს მხო­ლოდ, რაც ზაფხულში პრობლემას ქმნის და არ ჰყოფნის მო­სახლეობას. 
ზოგადად ერში რაზეც გული მტკივა, ახლა კი არა, საუკუნეებია მოგვდგამს,  ,,ერთიანობის" პრო­ბლემა.
_  მინდა ვრცლად მოვისმინო თქვენი აზრი ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით.. 
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტე­ტში ვისურვებდი მეტ ახალგაზრდას ყველა სფეროში. მიმა­ჩნია, რომ ახალგაზრდობა მეტი მუშაობის და ახალი ენერგიის წყა­როა,  რომელიც  ნებისმიერ სფ­ე­როს ახალ გულისცემას შეს­ძენს და დადებითად ქმედუნარიანად დამუხტავს.
აუცილებლად მიმაჩნია ის, რომ ახალგაზრდები დაუ­ბრ­უნ­დნენ თე­ატრს. აგრეთვე სხვა­დასხვა სფეროს მათთვის საინტერესოს, სადაც მათ ახალი სი­ტ­ყვა უნდა თქვან. თაობათა ბრძ­ოლა სულ იყო. ახალმა თაო­ბამ თავისი სათქმელი უნდა თქვას ყველა სფეროში. ახალგაზრდები მეტად აქტიურები უნდა იყვნენ თა­ნამედროვე პროცესებში. იცით რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ტელეს­ივრცეში ცნობილ გადა­ცემაში ვთქვი, რომ ვისურვებდი ლანჩხ­უთის რაიონში დემოკრა­ტიული ჩართულობის ცენტრის მსგავს დაწესებულებას, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობა ექნებოდათ. დღესაც ამ აზრზე ვარ, მინდა რომ ლანჩხუთი ცოტა განიტვირთოს და თავკომბალად არ იქცეს. კერძოდ, ნებისმიერი სამსახური თუ საგანმანათლ­ებ­ლო დაწესებულება იქნება ეს, მხოლოდ ლანჩხ­უთში არ უნდა იყოს. აი, ჩიბათში მაგ­ალ­ითად სარეს­ტა­ვ­რაციო შე­ნობა გვაქვს. მისი ათვ­ისება ახა­ლგაზ­რ­დებში ჩა­დებულ ინ­ვეს­ტი­ციად მი­მ­აჩ­ნია თუ ის კულტურ­ულ სა­გა­ნმა­ნა­თ­ლ­სებლო და­­ნ­იშ­ნუ­ლ­ებ­ას შე­ი­ძენს. ნებისმიერი სამ­სახურ­ისთვის კა­რგი იქნებოდა ის შენ­ობა, სადაც სოფლის რწმუნებულის კაბინეტი და ამბულატორიაა. ამის გარდა მე­ო­რე სართული თავი­სუფალია. მოგეხსენებათ, რომ ახალდახურულია და ფუნქციურად უკე­თესად შეიძლება მისი გამართვა, რადგანაც ახალგაზრდებზეა საუ­ბარი არ შემი­ძლია არ შევეხო ცნობილ ჩიბა­თელს, მხატვარს, რომელსაც 300-მდე ფერწე­რული ტილო და ჩანახატი აქვს, აგრეთვე ის გახ­ლდათ მწერალი, მას მიღებული აქვს ავღანეთში საბრძოლო მამა­ცობისთვის მედ­ალი. ის თვლიდა, რომ მიწა, რომელზეც ის იბრძ­ოდა, მას არ ეკუთვნოდა, ამის დასტურია წიგ­ნი, რომელიც მან დაწერა ,,მოტ­ყუებული ბიჭები." საქართ­ველ­ოში დაბრუნების შემ­დეგ ის ჩაი­რიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადე­მი­აში. ის გა­ხ­ლ­დათ ანსამბლ ,,გორდას" წევრი. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ ის წავიდა ,,თეთრი არწივის" საარტილერიო დივი­ზიაში.  ომში დაი­ჭრა და ომის დამთავრების შემ­დეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ზაზა სულაბერიძემ 29 წლის ასაკში მოასწრო ეს ყოველივე. ის გახ­ლავთ ვახტანგ გო­რგასლის მეო­რე ხარისხის ორდ­ენის მფლობელი. სწორედ მისი სახელის სკოლისთვის მინიჭებას მისი პედაგოგი, ბატონი თამაზ ჩხაიძე 27 წელი ცდილობდა. როცა ეს იდეა მან პირველად გამიმხილა, სიმართლე გითხრათ, ერთგვარი გამოწვევა და აზარტი იყო ჩემთვის. მაშინვე გიორგის ვუ­თხარი ჩახვაძეს, სოფლის დეპუტატს ამ იდეის შესახებ და ხელმოწერების შეგროვება დავ­იწყეთ. სკოლოს პედაგოგიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზაზას სახელი მინიჭებოდა ჩიბა­თის საჯარო სკოლას. შემდეგ ეს საკითხი პროცედურის შესაბ­ამისად რესურცენტრში გადაიგ­ზავნა და რესურსცენტრმა ლან­ჩხუთის მუნიციპალიტეტის ეთ­ი­კის კომისიას გადასცა განსახილველად, რასაც 25 მარტს ეყ­არა კენჭი და საკრებულომ მი­იღო გადაწყვეტილება ჩიბათის საჯარო სკოლის საქართველოს ტერიტორიული მთლიან­ობისთ­ვის მებრძოლის, ზაზა სულაბე­რიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. იურისტი ვარ და შემეძლო პროცედურა სხვაგვ­ა­რად წამეყვანა და პირდაპირ მერიაში შემეტანა ეს საკითხი, მაგრამ ვარჩიე პირველი იმ სკოლას განეხილა აღნიშნული საკი­თხი, სადაც ის სწავლობდა. მიხ­არია, რომ ამ ნიჭიერების სიმბოლოს კვალი ჩვენ და ამ საკ­ით­ხის ირგვლივ მოქმედმა თითო­ეულმა ადამიანმა ჩიბათის საჯა­რო სკოლის მასწავლებლებიდან დაწყებული, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრით დამთავრებული, არ წავშალეთ და უკვდავვყავით მისი სახელი. ზაზას სახელი ისტორიას დარ­ჩება. გულითადი მადლობა ყველას, ამ საკითხის ირგვლივ გა­ერთიანებისთვის. ეს არის მაგ­ალითი იმისა, რომ შეიძლება ადამიანმა იცხოვრო ჩიბათში და შენი განვითარებით შენივე კვა­ლი დატოვი აქ!
_ უკრაინასაც რომ შევეხოთ...
_ მე მიყვარს უკრაინა, ძალ­იან თბილი და მოძმე მართლმა­დი­დებე­ლი ერი! ვიცით, რომ უკრა­ინაში ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება, ლანჩხუთიც არის ამ პროცესებში ჩართული. ნეტა ათ­ჯერ და ასჯერ მეტი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შე­გვ­ეძლოს. რაც ხდება ეს შემზ­არავი ფაქტია ყველა ქართველ­ისთვის. ნამდვილი გმირობის მაგ­ალითი აჩვენა უკრაინელმა ხა­ლხმა, თუმცა ქართველების სულით და გულით მეგობარი ერი, სხვანაირი ვერც წარმომედგინა. მხნეობას, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ უკ­რაინელ ხალხს. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს საკუთარი ერის დასაცავად იარაღით ხე­ლ­ში უკრაინელი ქალბატონები. თანამედროვე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჯარში წასვლა აუცილებელია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრ­დისთვის, სავალდებულოც კია. საქართველოში კი ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა, ჯარის სა­ნა­ცვ­ლოდ სხვადასხვა ჯგუ­ფებში ერთიანდებიან 50 თუ ზუსტად არ ვიცი რამდენი ლარის სანაცვლოდ, რომ ჯარში არ წავიდნენ. ჩემი მონოლოგის მიზანი ერთიანობა და ერის სიყვარულია მხოლოდ. თუ ერი ერთიანი იქნება, შეუძლებელი არაფერია.  გვიყვა­რდეს და პატივს ვცემდეთ ერ­თ­მანეთს, მაშინ საქარ­თველო გაიმარჯვებს.
_ უახლოესი მომავლის გეგმები?
_ ჩიბათში სხვადასხვა აქტი­ვო­ბებს ვგეგმავთ. ჩვენს მიერ გაკე­თებული ნაგვის ურნების დადგმა, მოსაცდელის პლაკატებიდან განთა­ვისუფლება და გალაკვა. პარკის მოწესრიგებას და ამავე პერიოდში მთლიანად სასაფლაოს, ისევე როგ­ორც შარშან, დალაგებას. გავითვა­ლისწინებთ იმ აქტივობებსაც, რაც მოსახლეობიდან იქნება ნაკარნახევი. მაისში ალბათ მოვემზადებით ჩიბათობისთვის, რომელიც პანდემიის გამო რამდენიმე წელია არ აღგ­ვინიშნავს. ჩიბათობაც ერთიან­ობის სიმბოლოა, მე ასე ვთვლი.
ერთი საკითხი გვაქვს, რაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მოგვაწოდეს, რაც გულისხმოს 2 ჰექტარ ფართობზე, ჩიბათში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ძველი, განადგურებული ქარსაცავი ზო­ლის აღდგენას, რაშიც, ვფი­ქრობთ, მეც და გიორგი ჩახვაძეც, ქალბატონი ნინო წილოსანის გვე­რდში დგომა, როგორც ადრე, ისე ახლა საჭიროა. ვგეგმავთ, ბუნებრივია, კონსულტაციებს ქალბატონ ნინ­ოსთან.
მისი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 129
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა