ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახლა ყველას საფიქრალი ერთია, არ და­მარ­ცხდეს უკრაინა ამ სასტიკ ომში

ახლა ყველას საფიქრალი ერთია, არ და­მარ­ცხდეს უკრაინა ამ სასტიკ ომში
14-03-2022, 12:09

ჩვენ უბრალო ხალხი ახლა უკრა­ინ­ელები ვართ, ჩვენს პატარა ქალაქში სადაც არ უნდა გაიაროთ ყველა იმაზე ლო­ცულობს  ულამაზესი უკრაინელი ხა­ლხი ამ ომში არ დამარცხდეს, საჯარო მოხე­ლეთა დიდი ნაწილი საკუთარ პოზიციას ჯერ კიდევ არ აფიქსირებს, მთავ­რობას შესციცინებს თვალ­ებში, ის რას იტყვის, მერე გავიმეორებო. ჭური ხომ იცი რაფერია, რომ ჩასძახებ იგივეს ამოგძახებს ეს ამბავი გურია­შიც იცის ყველამ და მთელს საქრთველოშიც. აგენს  მისმა მწყემსმა უნ­და ჩასძახოს სხვი­სი არ ეყურ­ებიენო ხუმრობენ გურ­იში (ზო­გიერთებ­თან ბოდიში...).
მარტის სუსხიან დღეებში გმ­ი­რი უკრაინელი ხალხი სი­ცო­ცხლის ფასად ებრძვის ერთმ­ორწმუნე  საშინელ აგ­რ­ე­­სორს. თითქოს მარტმა ჯი­ნაზე გამ­ოაჩინა თავისი კლა­ნჭები, ტემპერატურა დავარდა, დედაქა­ლაქში თოვს, დასავლე­თში კი კოკისპირული წვიმებია. ქუჩა­ში შეყვარებულ წყვილებსაც კი ვეღარ და­ინახავთ, სახე აღარავის უღიმის, მეგობარ ქვეყანაში ომია.  
_რუსი რაცხაა ახლა გეიგეთ ხომ? მეიტეხს პუტინი კისერს უკრაინაში, აგერ დეინახავთ თუ არა! _ ამხნევებენ ერ­თ­მანეთს ლანჩხუთელები.შენს პირს შა­ქ­არიო, დააყოლებს ვიღაცა და მერე იწყ­ება იმის მოყოლა, ვინ რა ინფორმცია მოისმინა.
დღეს ჩვენ ყველა უკრაინ­ე­ლ­ები ვართ, ინფორმციები კი ძალიან მძიმეა, არ მინდა გული დავუმძიმო ისედაც გულდამძიმებულ მკითხველს, მა­გ­რამ ვიცი, რომ ახლა ყველა ტელეეკ­რანებთანაა მიჩიჩინებული რამე დამაიმედებელი ამბავი მოვისმინოო. ლაღი და აღმავ­ლობისკენ  მიმავალი უკრაინა დღეს რუს­ული აგრესიის ქარცეცხლშია გახვეული, ომი ის საშინელი ლოდია, რომლის გა­დაგორებასაც ეს მამაცი ხალხი ცდილობს.  
...ამ ყველაფერს კი მოჰყვა, რუსეთის მოქალაქეების აქტიურად შემოსვლა სქართველოში. ორიოდე დღის წინ თავად ვიმგზავრე თბილისი ბათუმის სამარშუტო ავტობუსით, რომელიც სავსე იყო ჩემო­დანაკიდებული რუსებით. მაგათ ჩემოდანი დაანახე და ყველგან წავლენ, ჩაილაპარაკა მძღოლმა. ამასობაში ჩემმა ტელეფონმაც დარეკა და პასუხი გავეცი. რაზგავარივ­აიტე პო ტიხონკუ - ჭკუა დამარიგა რუ­სმა, თუმცა მერე ჭკუის დარიგება თავადაც მიიღო.
ამ რთულ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რუსული ორგანიზაციის  ალტ-ინ­ფოს ოფისის გახსნის შესახებ,  თუმცა რამდენიმე რეგიონში მან ფეხის მოკიდება ვერ შესძლო, რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ოზურგეთს,  გავრცელებული ინფორმა­ციით ალტ-ინფოს ოფისი დღე-დღეზე გაიხსნება, მასთან დაკავშირებული პირები ცნობილია, რომელთა შორის ერთი მღვდელია. ლანჩხუთშიც ასევე სახელდება პიროვნებები, რომლებიც ალტ-ინფოს  სახელთანაა დაკავშირებული,  რაც შეეხე­ბა ფართს, რომელსაც დაიქირავებენ, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცით, რომ ვისაც დაურეკეს ფართი არავინ მიაქირავა. ამაზე ლანჩხუთში ბევრი საუბრობს: ,,არავინ მიაქირავა ფართი და ჰაერში თუ გამეეკიდებიან ქე დევინახავთ მაგასაც, ქვესკნელში წევიდენ ჯობია, სანამ კიდო რუსეთს ახსენებდნენ.”
ბოლო დროის  კიდევ ერთი ამბავი:-გავ­რ­ცელდა ხმები, მაღაზიებში პროდუქტის დეფიციტის შესახებ. ადამიანები მარკეტ­ებს  მიაწყდნენ, ლანჩხუთის ზოგ მაღაზ­იაში შაქარი სართოდ არ იყიდებოდა, თუ­მცა აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში რეალურად შაქრის დეფიციტი არ ყოფილა. 
საინტერესოა - ერთი ოჯახი რამდენ კილოგრამს, ან ტომარა შაქარს იყიდის და დაიდებს მარაგად... სატირალია ეს ყველაფერი, სასაცილო რომ არ იყოს....
,,მეგობრებო, შაქარი არის მაღა­ზიებში და იყიდება.... ტყუილად, ნაადრევად დაგირჩათ ნაყიდი და გადანახული.  შაქარი არ გეყოფად ყველაფრად, მისგან ვერ მოამზადებთ გემრიელ კერძს და სჯობს, დაუტოვეთ სხვებსაც, რომ იყიდონ...
ფუღუსავით წინასწარ არ ღირს თვალების დათხრა. სახლში მაქვს 5 კილოგრამი შაქარი და ვინმეს თუ დაგჭირდებათ, შემიძლია გაგ­იყოთ ან, სულ დაგითმოთ.“ წერს სოცილურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი იამზე ჩხაიძე
ამასობაში გაზაფხულიც ნელ-ნელა გვეპარება, მიუხედავად უამ­ინდობისა ახლა ადამიანები აქტი­ურად ცდილობენ დაიჭირონ თად­არიგი ხვნა-თესვის დაწყები­სათ­ვის, მოგეხსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმედი ნაკლებად უნ­და გქონდეს, დედაქლაქიდანაც ბევრი ჩა­მოდის და უბრუნდება მამაპაპისეულ კერას.  ეკონომიკური კრიზისი, უსახსრობა და მეზობელ ქვეყნაში ომი, ეს ჩვენი დილემაა, მთავარი კი იასაა, უკრაინა არ დამარცხდეს ამ ომში! 

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 978
FACEBOOK კომენტარები