ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ადრე ეთქვათ, იქნება ომი არ დაწყებულიყო

ადრე ეთქვათ, იქნება ომი არ დაწყებულიყო
14-03-2022, 12:31

გასაგებია, რომ პუტინი მკვლელია, გაუწონასწორებელია, აგრესორია და ოკუპანტია. ამ დროს შენ ხომ ხარ გაწონასწორებული, დემოკრატი, უფლებათა დამცველი, სადაც სიცოცხლის უფლება უზ­ენაესია.  მხედველობაში მყავს დასავ­ლე­ლი ლიდერები. რატომ არაფერი გა­აკეთეს სისხლიმღვრელი  ომის თავიდან ასაცილებლად. რა მოითხოვა პუტინმა ახლა ისეთი, რაც მანამდე არ უთქვამს.  90-იანი  წლე­ბიდან მოყოლებული მოსკოვი მუდამ იმას გაიძახოდა, რომ ნატოში მიიღეთ ვინც გინდათ, გარდა იმ ქვეყნებისა რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან რუსეთს.                                                                            იმის ნაცვლად, რომ ერთად ეზრუნათ ომის თავიდან ასაცილებლად დასავლეთელი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდენ ვინ უფრო ზუსტად გამოიცნობდა თარიღს, როდის შეიჭრებოდა რუსეთი უკრაინაში. დალოცვილო,  შუა ევროპაში თუ  ომის დაწყების დრო იცი მშვიდად როგორ გძინავს, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ მათ სურდათ ომი.                                        
ყველაფერი, რაც ამ დღეებში ხდება ჩემთვის უცნობი მეგობარმა  გოგიტა მელქაძემ ერთ პატარა წინადადებაში მოუყარა თავი, როცა აღნიშნა, რომ   ,,უკრაინას წირავენ და რუსეთს ძირავენ". მკაფიოდ ზუსტი შეფასებაა.                                                                       
ზელენსკის ეტყობა თავიდანვე ბევრს დაპირდნენ. ახლა მხოლოდ ტაშით აჯილდოვებენ და იარაღს აწვდიან, რომ ერთმანეთი გაჟლიტონ. ორი დღის წინ სასოწარკვეთილმა განაცხადა _ ,,ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებადო." ადრე ეთქვათ, იქნება ომი არ დაწყებულიყო.

                                      ომარ ხუციშვილი
პარლამენტის ყოფილი წევრი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 024
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა