- პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, როგორ გაიხსენებდით ბავშვობის წლებს?
- დავიბადე ლანჩხუთში. ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი და საკმაოდ მანებივრებდნენ. სასკოლო ასაკამდე მეტწილად ბებიასთან ვიზრდებოდი, სოფელ ძიმითში, საიდანაც ულამაზესი მოგონებები შემომრჩა. შემდეგ სკოლაში შემიყვანეს. ისე მოხდა, რომ რამდენიმე სკოლაში ვსწავლობდი, თბილისშიც კი. ყველა სკოლიდან გამომყვა პედაგოგების სითბო და სიყვარული, რაც დღემდე გრძელდება. წარმატებული მოსწავლე ვიყავი, აქტიური, მიჭირდა უსამართლობასთან შეგუება. ჩემი ბავშვობა იყო ისეთივე უზრუნველი და ლაღი, როგორც ჩემი თაობის, ვფიქრობ, ყველა ბავშვის.
- სტუდენტობაზეც რომ გვითხრათ და გაიხსენოთ თქვენი სტუდენტობის წლები...
_ სტუდენტობის წლებს ნამდვილად ვერ დავარქმევ ლაღს, რადგან უკვე 90-იანებმა მოგვისწრო და ისევე გაუჭირდა ჩემს ოჯახს, როგორც თითქმის მთელ ქვეყანას. თუმცა მაინც მოვახერხე და პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, დაწყებითი განათლების პედაგოგ-ფსიქოლოგის სპეციალობით. სპეცალობით მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე, ჯუნეწრის დაწყებით სკოლაში. მერე იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. რაკი პოლიტიკაზე არ უნდა ვისაუბრო, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ 2002 წლიდან ჩავერთე აქტიურ პოლიტიკაში, მერე იყო მუნიციპალიტეტის საკრებულო, მერე გამგეობა, მერე საოლქო-საარჩევნო კომისია და შარშან ისევ საკრებლოს დავუბრუნდი. ვარ ფრაქცია ენმ-ის წევრი,
_ ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
_ სამწუხაროდ დედა-მამა გარდაცვლილები არიან. მყავს ვაჟი და მისი ულამაზესი ოჯახი.
_ რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა, რა იქნება პრიორიტეტი თქვენთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის, შემდეგი 4 წლის განმავლობაში?
_ ასე ცალკე აღებული პრიორიტეტი არ მაქვს. თავადაც ხედავთ სფერო არაა, სადაც თუნდაც რაიმე წინსვლა შეინიშნება, ამიტომ სადაც რას შევძლებ, დახმარებას, დაკვალიანებას, მხილებას, წინადადების და ინიციატივების გაჟღერებას და მოქალაქეების ტვირთის შემსუბუქებას, იქ ვიქები. საკრებულოს ძალიან აქვს შეზღუდული უფლებები. თუმცა ვფიქრობ, რომ არ ვიქნები ნოტარიუსის როლში, მხოლოდ ხელის ამწევი. ფრაქცია ვმუშაობთ, საინტერესო თემების წამოწევას ვაპირებთ და მგონია გამოცოცხლდება მორჩილი და უტყვი უმრალესობა, რაც მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ლანჩხუთს.
_ რამდენად ტრადიციული ხართ, ტრადიცია რომელიც მოგწონთ ან არ მოგწონთ.
_ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ვფიქრობ მეტწილად ტრადიციული ვარ, თუმცა ბევრი რამეა ჩვენს ტრადიციებში, რასაც არც ვაღიარებ და არც ვიცავ. საკმაოდ დემოკრატიულ ატმოსფეროში გაიზარდა ჩემი შვილიც, შევეცადე არ მომეხვია თავზე ჩემი შეხედულებები, მთავის აზრი ჰქონოდა ყვლაფერზე და ვფიქრობ კარგი მოქალაქე გაიზარდა. მეუღლეც ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ჰყავს, ორივენი ექიმები არიან და ახლა საკუთარი ოჯახის ტრადიციებს ამკვიდრებენ, ჩემი შეხედულებით ძალიან ლამაზს.
_ როგორი უნდა იყოს ადამიანი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს, რომ იყოს თქვენთვის მისაბაძი? გყავთ ასეთი ადამიანი?
_ ადამიანი უნდა იყოს სანდო და ერთგული. ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი არის ნდობა ადამიანებთან ურთიერთობაში. არ უნდა იყოს ბოროტი და თვალთმაქცი, არ უნდა ფიქრობდეს გამოყენებაზე და საშინლად მაღიზიანებს ადამიანები, როელთა ცხოვრების დევიზია „მთავარია მე ვიყო კარგად“. მისაბაძი ადამიანი ბევრი მყავს, როგორც უფროს, ასევე ჩემს თაობაშიც და ახალგაზდებშიც.
_ ყოველთვის გამოიყურებით ძალიან მიმზიდველად, თანამედროვე ჩაცმის სტილით, მუდამ მოწესრიგებული. რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
_ სილამაზე ძალიან პირობითი მცნებაა. მადლობა კომპლიმენტისთვის!..
_ და ბოლოს, რას ნიშნავს ირმა მგელაძისთვის ლანჩხუთი?
_ ლანჩხუთი ჩემთვის ნამდვილად მშობლიურია. არასოდეს არ წარმომედგინა ცხოვრება ისე, რომ აქ ჩამოსასვლელი არ მქონოდა. არაჩველებრივი უბანი გვაქვს, მეგობრები, ახლობლები. ძალიან გული მწყდება, რომ ღარიბი რეგიონის ღარიბ რაიონად გადავიქეცით.თუმცა იმედი მაქვს რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
როგორ ახსენდება ირმა მგელაძეს ბავშვობა, 90-იანი წლები, რას ფიქრობს ოჯახურ ტრადიციებზე რაიონის აწმყოსა და მომავალზე
ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 636