ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის გაგრძელდება გზის წერტილოვანი აღდგენის სამუშაოები

9-02-2022, 11:31

ლანჩხუთში, თბი­ლისის ქუჩაზე, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს გზის სა­ფა­რის წერტილოვანი აღ­დგენა.  რაში გა­მოიხატება ეს? რა­მდე­ნიმე ადგილას ამ­ოჭრილია და­ზი­ანებული ასფა­ლტის ფენა, სადაც შემდეგ უნდა ჩაემატოს ასფალტის ახალი ფენა, თუმცა გარდა ამ ადგილებისა აღ­ნიშნული გზის საფარი მთელს სი­გრძეა დაზიანებული. ამჟამად ყურ­ადღება იქნა გამ­ახ­ვილებული იმ მო­ნაკვეთზე, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება არსებობდა. წარმოქმნილი ღრმულების შე­დეგად შექ­მნილი იყო ბუნებრივი გუბეები.. ამჟამად ასფალტის ფე­ნის ჩა­კე­რების მიზნით ამო­ჭ­რილია ეს მონა­კვე­თ­ე­ბი, ამის გამო დი­სკომფორტი ექმნება როგორც ფე­ხით მო­სიარულეებს, ასევე _ ავტოტრანპორტის გადაადგილებას, წვი­მიან ამიდში კი უფ­რო ღრმა გუბეებია წარმოქმნილი, ვი­დრე აქ­ამდე არსებობდა. როდის ამო­ივსება ეს ორმოები? დავუკავ­შვირდით, ლან­ჩხუთის საკრებულოს წევრს, ქალაქის მაჟორიტარს, კახა კვი­ტაიშვილს. მან გვითხრა, რომ გზის საფარის წერტილოვანი აღ­დგენა მიმდინარეობს, როგორც თბილისის ქუჩაზე, ასევე ქალაქის ცენტრში. რამდენიმე ადგილას, სამუშაოებს ხელი უამინდობამ შე­უშალა. აღ­დგენის სამუშაოები 23 თე­ბე­რვლიდან დაიწყება და რამდენიმე დღეში დასრუდება, რაც ითვა­ლი­სწინებს, ასფალტის ფენის ჩა­კე­რებას იმ ადგილებზე, სადაც იგი ამოჭრეს.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,სამკუთხედი” აწარმოებს

მაია კუკულაძე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 845
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა