ლანჩხუთში პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ ადგილობრივი ლიდერები დებატებში იწვევენ ,,ქართულ ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც, ამის შესახებ მათ ,,ევროპული საქართველოს“ ოფისში გამათულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. აღინიშნა, რომ მთელი რიგი კითხვები აქვთ, მათ შორისაა კითხვები იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორად გადანაწილდა ის თანხები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად. გაუგებარია ის, თუ რაში მდგომარეობს პრიორიტეტი ამა თუ იმ ადმინისტრაციული ერთეულებისათვის.
,,ევროპელები” აცხადებენ, რომ მათთვის მისაღებია დებატები ყველასთან, მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან თუ პარტიული სიის წარმოამდგენლები. ჩვენ გამოვითხოვეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში 2019-21 წლებში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არათანაბრად, ლობისტების მიხედვით არის გადანაწილებული ეს თანხა. მაგალითად სოფელ გვიმბალაურის თემში ჯურუყვეთის თემთან შედარებით 5-ჯერ მეტი თანხაა დახარჯული, ყველაზე მეტი თანხაა დახარჯული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჩოჩხათში, ნიგვიზიანში, გვიმბალაურსა და ღრმაღელეში. ვიღაცამ რომ თქვას, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი ტყუილია, იმიტომ, რომ ამაში არ შედის ანგარიშები სტიქიის დაზარალების შესახებ, ესაა წინასწარ გათვლით გაკეთებული, ანუ პრიორიტეტი რაშია, მეტი მოსახლეობაა და მეტი თანხა სჭირდება? არ არის ეს მოსახლეობის რაოდენობის მიერ გათვლილი.რატომ არის პრიორიტეტების მიხედვით დაულაგებელი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით? ერთ-ერთი შეკითხვა გვეგნება ასეთი“ _ აცხადებენ ,,ევროპული საქრთველოს“ ადგილობრივ ოფისში.
მაია კუკულაძე
ლანჩხუთში პარტია ,,ევროპული საქართველო~“ ,,ქართულ ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს დებატებში იწვევს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 030



