ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მიხეილ მოდებაძე - მაჟორიტარ დეპუტატად!

27-09-2021, 11:56

დღეს დილით მაგრად წვიმდა. ადრე მოვედი ოფისში და კა­რ­თან ქოლგით დამხვდა სანდომიანი ქალბატონი, რომელმაც არც კი გამეცნო, ისე გადმომცა წერილი ხელში და წავიდა...  შემ­ოვედი და ქურთუკი არც კი გა­მიხდია ისე შევუდექი წერილის კითხვას. სიმართლე გითხრათ, არ ვარ ნამეტანი გულჩვილი, მა­გ­რამ ეს წერილი, რომელიც ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა დამიტოვა და რომელიც ჩვენს სოფელ ნინოშვილი-ნიგვზიანის თემის მაჟორიტარობის კანდიდატს, მიხეილ მოდებაძეს ეხება, ემოციის და სრულიად გულწრფელი ცრემლის გარეშე, ვერ წა­ვიკითხე. ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები ვინც არჩევს სინათლეს და სიბნელეს, წარსულს და მომავალს, გულწრფელობას და ბოღმას, სი­ძულვილსა და სიყვარულს და ა.შ. იმედი მაქვს, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ეს სრულიად მარ­თალი და გულწრფელი წერილი, გახდება არა მხოლოდ ნინო­შვილი-ნიგვზიანის თემის მო­სა­ხ­ლეობისთვის ინსპირაციის წყარო, არამედ მთელი ლან­ჩხუთის და მთელი საქართვე­ლოს­თვის! 
მაშ, ასე _ წერილი უცხო ქალიდან!
ცხოვრება მარადიული განახ­ლებაა. ის რაც იყო გუშინ, დღეს საკმარისი აღარაა. ცვალებადობა აუცილებელია, ოღონდ პრო­გრეს­ული, ბევრი კარგი სიახლის მო­მ­ტ­ანი და დამამკვი­დრებელი სუ­ფ­თა ხელით, სუფთა გულით, წრფე­ლი ფიქრით და მოქმ­ედებით გას­ხივოსნებული მომა­ვალი გვსურს და გვეიმედება ერთი კე­თილი, გულისხმიერი, შრომის­მოყვარე, სამართლიანი, უბრალო, თავის სა­მ­შობლოზე და სოფელზე შეყვარ­ებული არჩეუ­ლელი ახალგაზ­რ­დის, მიხეილ მოდებაძის.მან თავისი შრომისმოყვარეო­ბ­ით გაიკვლია გზა. მამით ობ­ოლს და მატერიალურად შეჭი­რ­ვებულს უკან არ დაუხევია მრავალი სიძ­ნელის წინაშე. ოჯახის უფრო­სობაც გასწია, დედასა და ძმებსაც თვითონ პატრონობდა, მუხლჩაუ­ხრელად შრომობდა. უმ­აღლესი სას­წავლებლის დამ­თავ­რებაც შეძ­ლო. მიშიკო მოდებაძეს გარდა ოჯახზე ზრუნვისა, ქვეყნის მო­მავალზე ფიქრიც თან დასტრიალებდა.
სოფელ არჩეულის პრობლემებზეც ხშირად უფიქრია და უმ­სჯე­ლია. 
სოფელს აქვს და­წყე­ბითი სკ­ო­ლა, რომელიც ყოფილი კოლ­მეურნეობის შენო­ბის მეორე სარ­თულზე მდებარეობს. იგი, ასე თუ ისე, მოწესრიგებულია, მაგ­რამ ძალიან ცუდ მდგომარეო­ბაშია პი­რ­ველი სარ­თუ­ლი. მას­ში გვე­რ­დითი კარები ჩამოვა­რდნილია. სა­ვალალო მდგო­­მა­რეობაშია ომში და­­ღუპუ­ლთა სტ­ენდი. სო­ფელს ერ­თი შე­ნობა არ გაა­ჩნია, სა­დაც შეიძლება შეიკრიბონ, იმსჯელონ, თუნდაც არჩევნები ჩაატარონ. ის­ინი ამი­სთვის სკოლის შენობის მეორე სართულს იყენებენ. არ სჯობდა პირველი სართული შე­ეკეთ­ებინათ სათანა­დოდ და თუ­ნდაც ერთი ოთახი აღე­დგინათ?
სოფლის მოსახლეობის ნაწილს არ გააჩნია წყალი. სოფ­ელს არა აქვს ინტერნეტი, რის­თ­ვისაც აუ­ცილებელია დამჭერი ანტენის და­ყენება. ბევრჯერ შეიკრიბა სო­ფლის მოსახლეობის ხელწერილები, რომ დადგმულიყო სათ­ანადო ადგილას დამჭერი ანტენა, მაგრამ დაპირებები დღემდე და­პირებად რჩება.
ყველაზე ძნელი ჩვენთვის, მშ­ო­ბლებისთვის ისაა, რომ კოვიდპანდემიის გამო დისტანციური სწავ­ლება ჩვენი შვილები­სთვის თი­თქ­მის მიუწვ­დო­მელია.
სოფელში არის ეგნატე ნინო­შვილის მუზეუმი, რომლის საგამოფენო დარბაზი ვერავითარ კრი­ტიკას ვერ უძ­ლებს. უხერხულია შიგ ექსკ­ურსანტთა შეყვანა, რა­დგან ღამურები და მღრღნე­ლები შიგ ბლომადაა.
მუზეუმს ახალი საგამოფენო შენობის პროექტი ხელისუფლებამ რამდენჯერმე შესთ­ავაზა, თუ­მცა საქმე ადგილიდან არ და­ძრულა... ეს და კიდევ მრავალი პრობლემა დგას სოფელ არჩე­ულის წინ­აშე. გვჯერა, რომ განახლებული ხელისუფლება მიხედავს სოფ­ლის სატკივარს. ახალგაზრდა მიხეილ მოდებაძე ენერგიულად და გულ­მოდგინედ შეუდგება ამ პრობ­ლემათა მოგვარებას.
მხარი დავ­უჭიროთ დეპუტატობის ამ კანდიდატს!
შემოხაზეთ ნომერი 5, თუ გსურთ სიახლე და პროგრესი!
P.შ. ისმის კითხვა _ ამის დამწერი ვინაობას რატომ უნდა მალავდეს? 
ამაზე პასუხი 2 ოქტომბერს თქვენთვის მომინდია, ძვირფასო ამომრჩევლებო!
         კახა ასკურავა 
 დ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 988
FACEBOOK კომენტარები