ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღია წერილი ლანჩხუთის საზოგადოებას!

ღია წერილი ლანჩხუთის საზოგადოებას!
7-09-2015, 00:00

დეპარტამენტში მოკალათებული მაფიის წარმომადგენლები! მტერი? - მტერია! შინაურიც და გარეულიც! ჩვენი წინაპრები მტერს ჯანყით პასუხობდნენ! ჩვენც გვაქვს უფლება უსამართლო სამართალს ჯანყით ვუპასუხოთ! ერთხელ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბატონმა თემურ ჩხაიძემ მკითხა _ რატომ ვუწოდებდი ავტომაგისტრალის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის მფლობელებს და მომხმარებლებს დაზარალებულებს. ბატონო თემურ! მაშინაც გითხარით და დღესაც გავიმეორებ: _ დღეს თანამედროვე ევროპელი ცივილიზაცია სულ სხვა, ადამიანური აზროვნებით ცხოვრობს, ვიდრე საბჭოთა მემკვიდრეობით დაჩაგრული საქართველო და მით უმეტეს გაპარტახებული ლანჩხუთი; იქაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აუცილებლობით გამოწვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მაგრამ იქ უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმავე საზოგადოების ინტერესს, მით უმეტეს ადგილობრივი თემისას, რომლის გულისთვისაც ხორციელდება ესა თუ ის პროექტი. იქ იციან, რომ მიწის კერძო მესაკუთრე ადაპტირებულია იმ გარემოსთან, რომელსაც ის ფლობს; იციან, რომ მესაკუთრეს უყვარს თავისი კარ-მიდამო და შემოგარენი; იციან, რომ მესაკუთრე, რომელიც შეყვარებულია თავის მიწაზედ - სწორედ რომ ეს სიყვარული ერწყმის სამშობლოს სიყვარულს და ეს მესაკუთრე სწორედ თავისი სიყვარულით მზადაა სისხლის ფასად დაიცვას თავისი ქვეყანა. ბატონო თემურ! როდესაც ლანჩხუთში ,,მოვკლავთ~ ამ სიყვარულს, როგორ გამოგყვებათ ლანჩხუთელი გლეხი ლაგოდეხის ბოლო სამშობლოს დასაცავად? - ამიტომაც სცემენ ისინი პატივს ,,ადგილის დედის~ ინსტიტუციას და სწორედაც ამიტომაც მიუთითა EIB ბანკმა ჩარჩო დოკუმენტში სიტყვა დაზარალებული. თქვენ გაგეღიმათ და მიპასუხეთ: _ ,,ლანჩუთში კი ის კაცი თვლის თავს დაზარალებულად, ვისაც ავტობანი არ შეეხოო!~ - აი, სწორედ ამაში გახლავთ ბატონო თემურ მთელი ჩვენი უბედურება, მაგრამ ამას ჩვენ რომ მივხვდეთ, ან 1001 წიგნი უნდა წავიკითხოთ, ან კიდევ ერთი ჭკვიანი მრჩეველი ავიყვანოთ დეპუტატის ბიუროში, ან ევროპის რომელიმე განვითარებული ქვეყნის, არა აქვს მნიშვნელობა რომელის, რომელიმე ოლქისა თუ კანტონში უნდა ვიმოგზაუროთ საკუთარი თვალით დავინახავდით და ჩვენი საკუთარი ყურით მოვისმენდით, თუ რას სთავაზობს იქ სახელმწიფო და როგორი გაანგარიშების მეთოდოლოგიით, თავის საკუთარ მოსახლეობას იძულებითი განსახლების დროს!!! ბატონო თემურ! 2 ათეული წლის წინ, ბევრჯერ მინახავს თითქმის წაგებული თამაშის ბედი, როგორ სასიკეთოდ შემოუტრიალებია გუნდის კაპიტანს თავისი თავგანწირვით! - კიდევ სცადეთ! იქნებ არ არის გვიან! 1 თვე და 1 წელიწადი არც ისე ცოტა დროა, ხომ ხედვათ ,,ქართული ოცნების~ რეიტინგი როგორ მიუახლოვდა საარჩევნო ბარიერს. თქვენ შეიძლება აღარც აპირებთ მომავალში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ - მე ძალზედ გული მწყდება ამ რეიტინგზე, ამოიღეთ ხმა ბატონო დეპუტატო! არ დაგავიწყდეთ, რომ ,,ბაბაიეს ნაჭამი ტყემალი~ აუცილებლად მოჰკვეთს შვილიშვილს კბილს! ლანჩხუთის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ გამგებლის სიტყვებს: ,,..ჩვენ, რა თქმა უნდა დაინტერესებულები ვართ, მოსახლეობამ, რაც შეიძლება მეტი თანხა აიღოს და კმაყოფილი იყოს, მაგრამ რეალობას არ უნდა ავცდეთ, არ ვიცი, საიდან, მაგრამ ამ ხალხს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, თითქოს ნატანებში 1 კვ.მ მიწაზე გაიცა 19 ლარი, ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გადავამოწმეთ და არ დასტურდება!~ - მკითხველო! თუ ყურადღებით წაიკითხავთ ,,ჰო და არაში~ გამოქვეყნებულ ჩემს წერილს, იქ ვერსად ვერ ამოიკითხავთ, პიროვნების სახელს და გვარს, რომელსაც ჰქვია ზაზა ურუშაძე. მე ამ სახელისა და გვარის ადამიანთან არავითარი პირადული გართულებანი არ გამაჩნია და სხვათა შორის, არც მას ჩემთან. მე საქმე მაქვს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ნათქვამ ტყუილთან, ამიტომაც სანამ გამგებელი ლანჩხუთის საზოგადოებისათვის სრულყოფილ განმარტებას არ გააკეთებს, მანამ სრული უფლება გვაქვს მას მატყუარა ვეძახოთ! ისე საინტერესო კია, `ენერგო-პრო-ჯორჯიას~ ხელშეწყობით ბარიერ გადალახულ რომელ საჯარო მოხელეს დაავალა გამგებელმა ამ საკითხის მოკვლევა, თუ დეპარტამენტის ეშმაკუნებმა შეიყვანეს ნეტავ შეცდომაში. მშიშარა საკრებულოს თავმჯდომარეს კი შემდეგს ვეტყოდი: ბატონი თავმჯდომარევ! შიში ეს ჩვეულებრივი გრძნობაა იმ გრძნობათა შორის, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს თან ახლავს. ვისაც შიშის გრძნობა არა აქვს ის, გიჟია! გურულად აბდალი! Mმე მოქალაქე გოგო ხელაძისათვის, მით უმეტეს მამაჩემის მეგობრისათვის, რომელზედაც ჩემს ოჯახში ყოველთვის დადებითი მესმოდა, მშიშარა არ მიწოდებია! - რაც შეხება საკრებულოს თავმჯომარის რეაქციას მოსახლეობის წერილზე - ეს იყო შიში! შიში ზემოდან ,,ჩაგვრის~! ბატონო თავმჯდომარევ! საჯაროდ გამოქვეყნებული სტატუსი - თქვენ თვითონ ამჟამად იმყოფებით შვებულებაში. ამიტომაც, როგორც მოქალაქემ შეგიძლია ,,გემო გაუსინჯოთ~ ,,შიშს~. ამისათვის გთავაზობთ შემდეგს, 8 სექტემბერს დილის 10 სთ-დან საღამოს 7 სთ-მდე მობრძანდით სუფსაში და დადექით თქვენი მეზობლების გვერდით პიკეტზე. მთლად იოლი საქმეც არ უნდა იყოს, თანაც არც კი ვიცით პაპანაქება სიცხე იქნება, თუ კოკისპირული წვიმა, რაც შეეხება პიკეტის პიკნიკს _ კარგი იქნება თუ თქვენი ოჯახის დიასახლისები ცოტა შემწვარ-მოხრაკულს გამოგატანენ, მთელი დღე მშიერი, რომ არ ვიყოთ. პრასი? - პრასი გვაქვს! გურულებო! 8 სექტემბერს სუფსაში დაგეგმილი აქცია, ეს არ გახლავთ პოლიტიკური აქცია. ათასი ჭორი ჩაჰქონდათ დედაქალაქს - თითქოს ეს იყო ვიღაცის მიერ მართული, პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული, მაგრამ დღეს ყველანი ხედავთ, რომ ეს გახლავთ - სოციალური, სახალხო აქცია, რომლის წარმატებას დიდ ძალას შემატებს ლანჩხუთის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვეუბნები პოლიტიკოსებს - ვინ მოგცათ თქვენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებად დაყოფის უფლება-თქო, მაგრამ წინააღმდეგნი არა ვართ, თუ პოზიციაც და ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის განხილვაში, ოღონდ პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე! პატივისცემით, ალეკო ევგენიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა