ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რაში ადანაშაულებენ თემურ ჩხაიძეს, ზაზა ურუშაძესა და გოგი ხელაძეს სუფსელები

რაში ადანაშაულებენ თემურ ჩხაიძეს, ზაზა ურუშაძესა და გოგი ხელაძეს სუფსელები
4-09-2015, 00:00

  `ჰო და არას~ ოფისში სუფსის თემში მაცხოვრებლებმა ალეკო ევგენიძემ, მარინა გუჯაბიძემ და ზვიად სალარიძემ ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ავტობანის მშენებლობისას მოსახლეობისათვის კომპენსაციად შეთავაზებულ 3 ლარს აპროტესტებენ.  `ჩინური კომპანიის წარმომადგენლები დაუკითხავად შეიჭრნენ ჩემს კუთვნილ სათიბ ფართობში. მქონდა საუბარი მათ წარმომადგენლებთან და შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ზარალს რამდენიმე დღეში ამინაზღაურებდნენ, სამაგიეროდ მე არ უნდა მეჩივლა სასამართლოში. გავიდა თითქმის ერთი თვე, მაგრამ არავინ დამკავშირებია. როცა ეს ფაქტი მოხდა, სუფსის პოლიციის ქვეგანყოფილებაში შევიტანეთ განცხადება, მათგან მოვიდა წერილი, რომ ეს სასამართლოს გზით უნდა გადაწყვეტილიყო. არ მომხდარა ჩემი დაკითხვა, არც სხვა პირების. როგორ გაარკვიეს, რომ ეს სასამართლოს პრეროგატივა იყო?! 3 ლარის შემოთავაზება უბრალოდ ჩვენი აგდებაა და მეტი არაფერი. არ დავთმობთ ერთ გოჯ მიწას~ _ აღნიშნა მარინა გუჯაბიძემ. ზვიად სალარიძის თქმით, _ იყო დაშინებები, ყველაზე მეტად აქტიურობდნენ ახალსოფელში. `ისე ყავთYგამოყვანილი, თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ავტობანის მშენებლობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვითხოვ, აუდიტის მიერ მიწის რეალური ფასის დადგენას. მათ 2012 წლის დასაწყისში შეადგინეს ეს ფასი, მერე რამდენი ხანი გავიდა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა სუფსელმა ჩამოიყვანა კერძო აუდიტორი, რომელმაც დაადგინა, რომ მიწის ფასი არის 17 ლარზე მეტი. როცა ეს დასკვნა ვაჩვენეთ საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ვერაფერი გვიპასუხეს~ _  თქვა მან.  ალეკო ევგენიძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ, რათა მთელი მუნიციპალიტეტი საქმის კურსში ჩააყენონ თუ რა ხდება ავტობანთან დაკავშირებით: `აქამდე შეიძლება ითქვას პროექტს გვიმალავდნენ. შემდეგ, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცვლილებები განხორციელდა, ბევრი რამ საჯაროდ გამოჩნდა. ჩვენ საუბარი გვქონდა მაჟორიტარ თემურ ჩხაიძესთან, რომელიც დახმარებას დაგვპირდა. მაშინდელ შეხვედრაზე, რომელიც ივნისის დასაწყისში შედგა, გვისაყვედურა კიდეც, ამდენ ხანს რატომ არ ჩამაყენეთ საქმის კურსშიო. ჩავაყენეთ ბატონო და აი შედეგი _ ლანჩხუთს დღეს პარლამენტში ჰყავს აბსოლუტურად მუნჯი დეპუტატი. მისგან პასუხი არ მიგვიღია. 17 აგვისტოს აქციაზე ლანჩხუთის გამგებელმა ისეთი ტყუილი თქვა ტელევიზიით, რომ სუფსელები იძახიან, ლანჩხუთს ყავს მატყუარა გამგებელი, რომელიც შესაძლოა კორუფციულ გარიგეგებში იყოს სარდიონ ჩხაიძესთან. კორუფცია მარტო ფულის აღება არაა! ეს სარდიონ ჩხაიძე კი გახლავთ ეიბ-ის წარმომადგენელი ლანჩხუთში და მოსახლეობას ხან მოტყუებით, ხან დაშინებით და ხან რა საშუალებით ეუბნება, რომ 3 ლარზე დათანხმდეს, ხოლო თუ თანხის მატება მოხდება, აგერ არ ვართო. ჩვენ, 200-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ და ვითხოვდით საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, მაგრამ საკრებულოს მშიშარა თავმჯდომარემ ეს ვერ გაბედა. რას ვითხოვდით, შექმნილიყო დროებითი კომისია, რომელშიც გაწევრიანდებოდნენ ის მაჟორიტარები, რომელთა სოფლებშიც გადის ავტობანი. დღეს სუფსის მოსახლეობას რაც აწუხებს, მალე შეაწუხებს, ნიგიოთს, ლანჩხუთის, ჩიბათს, გვიმბალაურს თუ სხვებს. გუშინ ჩვენთან იყო გუბერნატორის მოადგილე. წინასწარ იყო შეთანხმება, რომ ტელევიზიები და მედია არ დასწრებოდა შეხვედრას. სხვათა შორის, ეს მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან თითქმის ყველა შეხვედრის წინ არის. ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. ამ ყველაფერს ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურიაში და ის ალბათ, გაუწევს მონიტორინგს მოვლენებს. ჩვენი აზრით, გონივრული ფასი 12,5 ლარიდან ზემოთ უნდა იყოს. არ ვითხოვთ მაინცდამაინც 22 ან 25 ლარს~ _ თქვა ბატონმა ალეკომ.  როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 2-2 კაცი 4 სექტებრიდან იმ სოფლებში, სადაც ავტობანი გაივლის შეხვდრებს ჩაატარეს, რომელიც 8-ში აქციით დასრულდება. `ეს იქნება საინფორმაციო სახის შეხვედრები და არა აქციები. კარგი იქნება თუ სოფლის მაჟორიტარები დაესწრებიან მას. 4 სექტემბერს 17 საათზე ნიგოითის თემის მოსახლეობას შევხდებით. 5-ში 14 საათზე შუხუთში გაიმართება, ხოლო იმავე დღეს 17 საათზე სოფელ ჩიბათში. 6 სექტემბერს ლესაში 14 საათზე, ნიგვზიანში 17 საათზე. 7 სექტემბერს ლანჩხუთისა და გვიმბალაურის მოსახლეობას აჯანყებული გურულის ძეგლთან ველით. 8 სექტემბერს კი დილის 10 საათიდან აქცია დაიწყება სუფსაში, ჩინური კომპანიის დისლოკაციის ადგილას, მოხდება მისი პიკეტირება. 20-25 კაციანი მუშა ჯგუფები სამუშაო საათებში გააკეთებენ ამას. ის გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ვითხოვთ, გონივრულად მოხდეს მიწის ფასის დადგენა~ _ განაცხადეს პრესკონფერენციის დასასრულს.  

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები