13 ივლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინასტრაციული შენობის დარბაზში გაიმართა პროექტის წარდგენა, რომელიც ხორციელდება
გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის საჯარო რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით ფარგლებში. სასოფლო დარბაზის წარმომადგენელმა ამირან გიგინეიშვილმა წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს. აღინიშნა, რომ მისი ერთ-ერთი მიმართულებაა ელექრონული სერვისების გამოყენება მათ შორის გურიაში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. მიმდინარეობდა მონიტორინგი იმისა თუ რამდენად ადაპტირებულია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული სახლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
,,რაც შეეხება ელექტრონულ სერვისებს, ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს ელექტრონული ვებ გვერდი, რომელიც საკმაო დატვირთულია, იმდენად დატვირთულია, რომ უბრალო ადამიანს გაუჭირდება ორიენტაცია, ამ სირთულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უფრო გამარტივებული იყოს. ოთხი მონიტორინგი ჩატარდა და ამ ოთხი მონიტორინგის პირობებში აშკარად გაუმჯობესდა ელექტრონული სერვისები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაწყებული იქიდან, რომ გამარტივდა ვებ. გვერდის ვიზუალი და ხედი, გარდა ამისა, შეიქმნა წარმოდგენილი აპლიკაცია და კიდევ ერთი აპლიკაცია დაემატა, რომელიც შარშან მუშაობდა და წელს გვინდა მისი დახვეწა, ლაპარაკია ე.წ სამოაქალაქო ბიუჯეტირების შესახებ, ეს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ -ერთი აქტიური ფორმაა რომელიც გულისხმობდა იმას, რომ იდეა უნდა წარმოედგინა მოქალაქეს და დაფინანსებულიყო ეს იდეები.’’ _ თქვა მან.
პროექტის წარდგენაში მონაწილეობდნენ: პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები„ სასოფლო დარბაზის“ _ ხელმძღვანელი ამირან გიგინეიშვილი; „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ _ ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი;პროექტის კურატორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ასისტენტი თამარ მოსეშვილი.
საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 796