ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დანერგე მომავალი

16-07-2021, 11:47

პროგრამის მიზანი და ამოცანები: საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების ეფექტურის გაზრდა სასოფლო-სამეურნეოპროდუქციის იმპორტჩანაცვლების ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. სანერგე მეურნეობების შექმნის და მრავალწლიანი ბაღების გაშენების, სტიმულირება, ფინანსური და ტექნიკური დახმარების საშუალებით.
პროგრამა ითვალისწინებს ხეხილის ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების შექმნა (განვითარებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.
პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:
1. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი; 
2.სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი;
3. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ან/და ჭის (ჭაბურღილის) სადგომის მოწყობის კომპონენტი. დაფინანსდება მრავალწლიანი ბაღების გაშენების შემდეგი ხარჯები: შესასყიდი ნერგების 70%, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50% (არაუმეტეს 1250 ლარისა 0,5 ჰა-ზე). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ შესაძენი საწამლი აპარატების ღირებულების არაუმეტეს 5 000 ლარი. პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს აქვს შეზღუდვებიც :
0,5 ჰა-ზე დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5 000 ლარი. გასაშენებელი ბაღის მინიმალური ფართობი 0,5 ჰა, მაქსიმალური ფართობი 50 ჰა. ერთი ბენეფიციარის მაქსიმალური თანადაფინანსების მოცემულობა 250 000 ლარი.
ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში თანადაფინასების მოცულობა 0,5 ჰა-ზე წარმოადგენს 7 500 ლარს.
 ბენეფიციარებს, სურვილის შემთხვევაში ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: 1. ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება. 2. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა.
3. მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები.
პროგრამა „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს დამატებით ინფორმაციისათვის შეუძლიათ დარეკონ 1501/032 247 01 01.
პროგრამა „დანერგე მომავალი“ დაეხმარება ფერმერებს, კოოპერატივებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სოფლის მეურნელობის პროდუქციის წარმოებაში და მის რეალიზაციაში, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ.
გოჩა ცინცაძე ზოოინჟინერი, აგროქიმიკოსი, 
მერიის წარმომადგენელი მაჩხვარეთის თემში

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 815
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა