ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნონა მურვანიძე: ამომრჩეველს ,,მამა-მარჩენალის“~ დაკარგვა უფრო აშინებს, თანახმაა ყოველთვის აირჩიოს და აამოს მას

23-07-2021, 11:33

დაპირისპირებისა და რყევების პირობებში მყოფი ჩვენი ქვეყანა  ადგი­ლობრივი ხელისუფლების წინასაარჩევნო მარათონს სულ მალე იწყებს. პანდემია ფასების კრიტიკულ ნიშნულამდე ზრდა და სიღატაკის გეომეტრიული პროგრესიით მატება დიდი ხანია დომინირებს. ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს მათთვის, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვინც ფიქრობს და გამოაქვს დასკვნები: წინ მივდივართ თუ უკან?! დავშორდით თუ ვუახლოვდებით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ზღურბლს?!
ამჯერად ჩვენი კითხვების ადრესატია ლანჩხუთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული საქარ­თველოდან“, ექიმი ნონა მურვანიძე.
_ ქალბატონო ნონა, თქვენ ბრძანდებოდით,  წინა მოწვევის ლანჩხუთის საკრებულოს წევრი. თქვენი თვალით დანახული იმ პრობლემათაგანი,  წინა მოწვევის ხელისუფლების პერიოდში, რომელი მოგვარდა და რა არის ის, რაც დღემდე რჩება მოუგვარებელი?! რა არის ის მთა­ვარი  კითხვა, რომელსაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უპასუხა?_  იყო ძალადობა?  _ დასრულდა ხელისუფლების  ცვლი­ლე­ბით. 2012 წელს ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებების კორიანტელით, არადა ეს კორიანტელი უკვე მარ­თლა საოცნებოა. უპირატესი სამართლის აღდგენა იყო, მივი­ღეთ შერჩევითი სამართალი, რაც ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე სვლას; გვქონდა უმუშევ­რობა, მივიღეთ  ტოტალური უმ­უ­შე­ვრობა, გაღატაკებული მოს­ახ­ლეობა.
ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს ისევ არაფორმალური მმა­რ­თველობა, დაკნინებული სახელ­მწიფო ინსტიტუტები; პოლიტიზირებული სასამართლო; პო­ლიტიზირებული პოლიცია; უც­ხ­ო­ეთში ლუკმა პურის საშო­ვარზე, მონური შრომისთვის გამეტებული ჩვენი მოქალაქეები, მოშიმშილე ბავშვები და მოზარ­დები; მოსახლეობის სრული ნიჰილიზმი. დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისეთი რომ ამომრჩეველს ,,მამა-მარჩენალის“ დაკარგვა უფრო აშინებს, თა­ნახმაა ყოველთვის  აირჩიოს და მას აამოს. არ ვიცი რა გი­თხ­რათ, თქვენც არანაკლებ პრობლემას ჩამოთვლით, რომლის გამოსწორება პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვინდომოთ.
ჩვენმა დაქირავებულმა მთა­ვრო­ბამ უნდა იგრძნოს ყოველი შეუსრულებელი დაპირების, კან­ონის უგულებელყოფის, ხალხის გადახდილი ფულის არასწორად ხარჯვის დასასრული  პოლიტი­კური სანაგვეა.
 თქვენი კითხვის პასუხად  _ მთავარი კითხვა ბევრია, მაგრამ ვფიქრობ,  ერთ-ერთი უმთავ­რე­სია _  გვაქვს კი დეცენტრალიზებული თვითმმართველობა? ეს ვერტიკალია მათი ხელისუ­ფლებაში ყოფნის გახანგრძლი­ვების ერთ-ერთი ბერკეტი.
_ ლანჩხუთის საკრებულოს წინა სხდომაზე თქვენ იყავით ჩაწერილი ჩოჩხათი-გულიანის გზის პრობლემებთან და ინერტული მასალის გატანასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა კითხვები დასვით და რა პას­უხები მიიღეთ?!
_ სოფელ ჩოჩხათს დიდი პრობლემა აქვს. გულიანი-ჩო­ჩხათი-შრომისუბანი-სუფსის 11 კილომეტრიანი  ასფალტირებული გზა  ხალხის ძალის­ხმევით, მრავალგზის პიკეტირ­ებით მიღ­წეული შედეგი იყო. რამდენიმე წელიც ვერ შევინარჩუნეთ  ეს გზა. შრომისუბანი-სუფსის მონ­აკ­ვეთი  დანგრეული და განა­დგურებულია. ასფალტი აღარ არ­სებობს. მიზეზი ხრეშის მძი­მე­წონიანი მანქანებით  მოძ­რა­ობაა. ყველაზე დიდი პრობლემა  მოედანს, ხორ­ეთს და­უ­დ­გ­ება არცთუ გრ­ძე­­­­ლ­ვადიან  პრო­გ­ნ­ო­ზში და მიზე­ზი  მდინარე სუფსიდან სვე­­ლი წესით ხრეშის ამოღება-გა­ტანა იქნება. ინგრევა მდინარის კალ­აპოტი, რაც იწვევს მიწის ქა­ნე­ბის დაწევას და ოდა-სახლების დაბზარვას. ისედაც ვერავინ აკეთებს ახალს და მამ­აპ­ა­პი­სეულ სახლები ენგრევათ. არა­ვინ კითხულობს, რატომ ექ­ცევიან სოფელს ასე უღმერთოდ, არავინ ყავს ქომაგი.
_ წინასაარჩევნო მარათონი მა­ლე გაჩაღდება, იქნებით თუ არა ჩართული და სად მო­იაზრებთ საკუთარ თავს?
_ დღეს ყველას მართებს  სა­არჩევნოდ ჩართვა. ,,ერთიანი სა­ქართველო დემოკრატიული მო­ძრაობა’’ იღებს მონაწილეობას თვი­თმმართველობის არჩევნებში.
_ ბოლო მოვლენების შესახებ მინდა გკითხოთ. მთელი საქა­რთველო ლამის წალეკა ჰომოფობიურმა მოწოდებებმა და მოხდა ის, რაც მოხდა. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს წი­ნასაარჩევნო ტრიუკი,  გან­სა­კუთ­რებით კი რეგიონებისათვის, მოგეხსენე­ბათ, რომ 5 ნოემბერს დიდი აქტიურობით გამოირ­ჩეოდნენ რეგიონებიდან ჩაყვა­ნილი ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც მრევლს უწოდებენ თავის თავს.
 _ მთავრობის მიერ ჰომოფობიური განცხადებების წახა­ლ­ისებამ  მოგვცა ის სავალალო შედეგი, რაც 5-6 ივლისს განვითარდა. სრულად ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას. საშინელი ტრაგედიაა ჟურნალისტის ძა­ლადობრივი მკვლელობა, სხვა რამეს ვერ დავარქმევ მის სი­კვდილს.
_ როგორ ხედავთ,  გაერთი­ანებული მედიის კამპანია არის თუ არა დიდი გარდატეხის დასაწყისი?
_აღშფოთებული გაერთიანებ­ული მედიის პროტესტია ქვე­ყანაში ცვლილებების გარდამტეხი და ვუერთდები მათ.
_ როგორია თქვენი შეფას­ებით წინაასაარჩევნო გარემო ზოგადად და ადგილზე  რას ელოდებით? როგორი წყობა იქ­ნება მონაწილე პარტიების გურიაში და ჩვენს რაიონში?
_ რაც შეეხება საარჩევნოდ ჩატარებულ ცვლილებებს, დიდად ნუ გაგვახარებს. მხოლოდ ჟვა­ნიას გადადგომა არაა  არ­ჩევნების სამართლიანად ჩატა­რების პირობა. გაყალბებულ არ­ჩევნებს ყავს ადრესატი, რომელიც უნდა დაისაჯოს.
დღევანდელი მოცემულობით ქართულ ოცნებას მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა სწო­რედ ამ ჰომოფობიური ჯგუ­ფებისა და კრიმინალების დახმა­რებით ესახებათ.
რაც შეეხება თქვენს კითხვას გურიასა და და ჩვენს რაიონში არჩევნებში მონაწილე პარტიების წყობასთან დაკავშირ­ებით, ოპოზიცია გაიმარჯვებს საერთო გადაწყვეტილებით დას­ახელებული  კანდიდატით.
          მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 956
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა