ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორი ურთიერთობა ექნება საკრებულოს და მერიას?

როგორი ურთიერთობა ექნება საკრებულოს და მერიას?
22-11-2017, 07:58

როგორც მოგეხსენებათ, ახლადარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი წინა მოწვევის დეპუტატი იყო, მას ურთიერთოებები ჩამოუყალიბდა კოლეგებთან, რომლებიც ამ მოწვევის საკრებულოშიც მრავლად არიან. ასევე, სარიშვილს ახლადგამომცხვარ დეპუტატებთანაც კარგი ურთიერობა აქვს, სავარაუდოდ მერს არ გაუჭირდება საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობა, ის კი არა, ამბობენ 32 დეპუტატიდან მინიმუმ 20-ის იმედი უნდა ჰქონდესო. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, ზაზა ურუშაძის გუნდი და საკრებულო ვერაფრით ეწყობოდნენ , მაგრამ ეს საგაზეთოდ, ისე ერთმანეთის გადაწყვეტილებებს უპრობლემოდ აპრავებდნენ. ახლა არც ზაზა ურუშაძეა მერი და არც გოგი ხელაძე საკრებულოს თავმჯდომარე, მეტიც, დიდი შანსია ურუშაძეც და ხელაძეც სამსახურების გარეშე დარჩნენ. მართალია ზაზა ურუშაძე იმუქრება ანტიკორუფციულ სამსახურში მივდივარო და თავის მხრივ გოგი ხელაძეც არ დაკლებია წინასაარჩევნო შეხვედრებს, მაგრამ ფაქტია მათ რეალურს არაფერს სთავაზობენ. ალექსანდრე სარიშვილის მოადგილედ კარგა ხანია განიხილება გოგი ფაცურიას კანდიდატურა, თუ ეს ასე მოხდა, მაშინ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობები დიპლომატიური გახდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ადმინისტრაციის ასამსახურის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ მაგული კუნჭულია დაიკავებს. თავის მხრივ ქალბატონ მაგულისაც არაფერი საწინააღმდეგოო არა აქვს ახალი საკრებულოსი. რაც შეეხება მერიის სხვა სამსახურებს, ნაკლებ სავარაუდოა მათი აზრი ვინმემ გაითვალისწინოს. კოორდინირებული მუშაობა რომ ეფექტს მოიტანს, ამაზე ყველა თანხმდება. ახლა საკითხავია ზაზა ურუშაძის გუნდიდან ვის დატოვებს და ვის გაუშვებს სარიშვილი, ცვლილებები რომ იქნება, ამას ახალი მერი ადასტურებს. თუმცა ლანჩხუთის პოლიტიკა ყოველთვის გამოირჩეოდა ყვარყვარე თუთაბერის განსაკუთრებული სიყვარულით, ვინც გუშინ ურუშაძის მარჯვენა ხელი იყო, დღეს სარიშვილს ძმობას შეჰფიცებს. თუ ახალი მერიაც ნეპოტიზმის ხაზით წავა, მაშინ მუნიციპალიტეტი იმაზე უარეს შედეგს მიიღებს, რაც გასულ წლებში ჰქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, ის რაზეც მაცაცო ბურჭულაძე საუბრობდა წინა საკრებულოს ბოლო სხდომაზე: ,,ახალ მერს და საკრებულოს უმრავლესობას მძიმე მემკვიდრეობა ხვდათ წილად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, იმ პროცესებში თქვენც მიგიძღვით წვლილი და არც ისე პატარა“. დიახ, ნურავინ აირიდებს ძველ ცოდვებზე პასუხისმგებლობას, მარტო წინასაარჩევნოდ აღნიშნავდა ყველა, რომ თურმე ,,პატარ-პატარა“ შეცდომები ჰქონდათ. საკრებულოც და მერიაც მუშაობას ახლა იწყებს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 175
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა