ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ევროკავშირი საქართველოსათვის

ევროკავშირი საქართველოსათვის
14-09-2017, 00:00

ამ პროექტში გამარჯვებულ 4 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს „ჩიბათი“(ჩაის წარმოება)“ ნერგები“(სანერგე მეურნეონა)“ შუხუთი- გურია“ (თხილის გადამუშავება) „წიქარა“(რძის პროდუქტების წარმოება) გადაეცა დაბრუნებადი გრანტები. ამ პროექტს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში ახორციელებს „ქეა“ საერთაშორისო კავკასიაში კოოპერატივების მიერ დაბრუნებული თანხებიდან გამოცხადდა ახალი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ გამარჯვებულ კოოპერატივებს პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს კოოპერატივებს დამატებითი ღირებულების შექმნაში მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, საწარმოო პროცესში ინოვაციების დანერგვაში, ბიო წარმოობის ხელშეწყობაში, დივერსიფიცირებული ბიზნესების, მათ შორის აგრო და ეკოტურიზმის განვითარებაში არსებული საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებაში, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასაც.
საგრანტო თანხა 8-15 ათასის ექვივალენტი ლარში. სამი ან მეტი კოოპერატივის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში (აუცილებელია ყველა მათგანი იყოს პროექტის ბენეფიციარი) მაქსიმუმ 40 ათასი ევროს შესაბამისი ლარი. კოოპერატივებმა უნდა დაამატოს 20% თანამონაწილეობა.კოოპერატივებმა უნდა წარადგინოს ელექტრონული განაცხადი, ბიზნეს გეგმების კონკურსში გრანტი დაბრუნებადია, რომელიც წარმოადგენს ფაქტიურად უპროცენტო სესხს. განაცხადების მიღება 27 სექტემბრამდეა შესაძლებელი. აპლიკანტმა 2017 წლის 30 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს გრანტისა და კოოპერატივის თანამონაწილეობის სრულად ინვესტირება.გრანტის დავრუნების გრაფიკი არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი გრანტის დაბრუნების თარიღს. განაცხადები შეფასდება ბიზნეს გეგმის ფორმაში მითითებული შეფასების სისტემის მიხედვით. პრიორიტეტებია კოოპერატივის წევრების რაოდენობა“ კოოპერატივის წევრებს შორის ქალთა პროცენტული რაოდენობა, ერთობლივად რამდენიმე კოოპერატივის მიერ წარდგენილი განაცხადი, წინა საგრამტო ისტორია. დაინტერესებულმა კოოპერატივებმა დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ „ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირ ურთიერთობების ინვესტიციების ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრს.
ტ. 591 19 15 26 591 10 22 00

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 702
FACEBOOK კომენტარები