საშიში იყო, როგორც შინაური პირუტყვისთვის, ასევე ადამიანებისთვის. ისედაც დაგვიანებულმა შეწამლითმა ოპერაციამ და ასეთმა პროპაგანდამ შედეგიც მოიტანა, დარჩა ხალხი ულუკმაპუროდ. წინ კი ზამთარი გველოდება. 3 დღის წინ დილის გადაცემას ვუსმენდი ,,იმედის’’ ეთერში. ამ პრობლემის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს უნდა ესაუბრა. დიქტორმა წარმოგვიდგინა სიმპატიური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, რომელიც, როგორც წამყვანმა აღნიშნა , თურმე ოთხ ენას ფლობს. მინისტრის მოადგილემ მოყვა აზიური ფაროსანას ბიოგრაფია, რომ თურმე ჯერ ამერიკაში ყოფილა, 12 წელი ებრძოდა ამერიკა მერე აზიაში ცოტა ნაკლები დრო დაჭირვებია. ახლა ჩვენთანაა, ამიტომაც მისი დამარცხება ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა შეძლოს: კი ბატონო, ჩემ კარმიდამოში მე შევებრძოლე. ჯერ 4 ენაზე ვაგინე, მერე დავიწყე დახოცვა. 3 დღეში 4,650 კგ დავხოცე. ყანას რა ვუყო?! მახსენდება 2008 წლის ომის დროს პარლამენტის თავჯდომარის მოწოდება,რომ მოსახლეობას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა ნაჯახებით, ,,ვილკებით’’ და თავად წითელი ხიდით გაიქცნენ ქვეყნიდან. ჩვენ 4 წლით ვირჩევთ მთავრობას, ვუხდით ხელფას იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში დაგვეხმარონ. ესენი კიდე აიყვანენ ისეთ ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც არაკომპეტენტურნი არიან თავიანთ საქმეში. მე ერთი ენა ვიცი _ ქართული. თუ თავი არ გაქვს, წაი ბიძია სახლში და ვინც იცის იმას ჩააბარე ეს საქმე. ახლა დაფაცურდნენ დაიწყეს შეწამვლები, ავიაციაც ჩართეს, მაგრამ ვაი, რომ გვიანია. არჩევნების დროა, შიმშილი კარს მოგვადგა. ჩვენ ვდუვართ. კიდევ ერთხელ დაგვაბოლებენ. მომავალში ვინ აგირჩევთ ბატონებო, ხალხი თუ გაწყვიტეთ?! თუ კახეთში სეტყვის დროს მოსახლეობას კომპენსაცია ურიგდებოდა, გეკითხებით, რა დააშავა გურიამ ასე რომ გაიმეტეთ შიმშილით სიკვდილისთვის?! კარგი, ბატონებო, ჩვენ დავიხოცებით, თქვენ იარეთ, ფაროსანამ იფრინოს და ასე, სიამტკბილობაში გაატარეთ ეს წუთისოფელი!შოთა ფირცხალაიშვილი
მომავალში ვინ აგირჩევთ ბატონებო, ხალხი თუ გაწყვიტეთ ცენტრალური ხელისუფლებიდან მიტოვებული გურია

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0