ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთი რეგიონში გამორჩეულია

ლანჩხუთი რეგიონში გამორჩეულია
15-08-2015, 00:00

-ტრენინგი, რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტი. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის ტარდება საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ტრენინგი. ტრენინგის მიზანია, გააცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციებიდან წარმოქმნილი გადასახადები, მათი გაანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები; ასწავლოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-ჩამოწერა და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები. ტრენინგში ლანჩხუთიდან მონაწილეობდა შემდეგი კოოპერატივები: `ლანჩხუთის ჩაი 2015~, `ჩიბათი~, `ორმეთი 212~, `წიქარა~, `ლანჩხუთის აბრეშუმი~, `ლაშისღელე 2014~. ასევე იმყოფებდონენე: ჩოხატაურის და ოზურგეთის წარმომადგენლები. ტრენინგს ხელმძღვანელი იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ასათიანი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე გოგელაშვილი.  რატომ შეარჩიეს ლანჩხუთი. როგორც განმარტეს, რეგიონში ლანჩხუთი კოოპერატივების ცენტრად ჩამოყალიბდა, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტი ამ მხრივ არა მარტო გურიის მხარეშია გამორჩეულია. შესაბამისად, სამინისტრომ არცევანი ლანჩხუთზე ამიტომ შეაჩერბა და მოვალშიც პერიოდულად გააგრძელებს საქმიან შეხვედრებს ლანჩხუთში.  ა(ა)იპ საგარეო კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორის, გელა ზოიძის თქმით, _ მისმა სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომ რეგულარული კავშირები და კონტაქტები გვექნება. კოოპერატივების ბუღალტრებს ექნებათ საშუალება, უფრო სწორად დაგეგმონ საქმიანობა.  ბატონი გელას ინფორმაციით, დასულდა ემპარდის მესამე ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა. სულ ლანჩხუთიდან შესული იყო 7 განაცხადი კოოპერატივებიდან და აქედან 5-მა მიაღწია წარმატებას. ესენი არიან: `აბრეშუმი 20015~ (მეაბრეშუმეობა), `ტობათი~ (თევზის წარმოება), `ნექტარიო-გურია~ (მეფუტკრეობა), `სტევია~ (შაქრის წარმოება) და `შუხთი-გურია~ (ტხილის წარმოება). ცნობისთვის, ეს პროექტი 8 მუნიციპალიტეტში ხორცილედება, მაგრამ ყველა წარმატებული ლანჩხუთია. ის გამორჩეულია და გამარჯვებულებს შორის აშკარად ლიდერობს, _ გვითხრა ბატონმა გელამ და ისიც დასძინა, რომ ხვალ 15 საათდე იქნება შესაძლებელი ბიზნე-იდეის განაცხადის მიღება სახელმწიფო პროგრამა `აწარმოე საქართველოში~, რომელიც 5000 ლარიანი გრანტის მოპოვებას ეხება.  ლაშა სარჯველაძე      

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები