ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ონლაინ-სესხები

ონლაინ-სესხები
15-08-2015, 00:00

განვადებით გამოტანილი ამა თუ იმ ნივთის გადახდა მომხმარებელთა ნაწილს დოლარის ანგარიშით უწევს და კურსის დაცემამ ვალდებულებები საკმაოდ გაზარდა. ქართველთა უმეტესობა სესხს იმიტომ იღებს, რომ სხვადასხვა ვალები გადაფაროს. ამის კარგი მაგალითი წლების წინ იყო. ლანჩხუთელებიც შეიძლება ამაში გამორჩეულები ვართ. ჩვენთან ერთ-ერთი ბანკის ფილიალი გაიხსნა, სადაც რიგები იდგა. საკრედიტო ლიმიტს 2000 ლარამდე ისე უმტკიცებდნენ ხალხს, რომ განსაკუთრებული გადამოწმება არ ხდებოდა მათი მონაცემების. შესაბამისად, ბევრ ლანჩხუთელს ბანკის მიმართ დავალიანება გაუჩნდა. როცა შემოსავალი მიზერულია და ბანკის ყოველთვიური გადასახადი მაღალია, ბუნებრივია ვერ შეძლეს სესხის დაფარვა. შემდეგ დაგროვილი დავალიანებები თვეებზე გადაუნაწილეს და ამით სცადეს თანხის ამოღება. ბოლოს ისე მოხდა, რომ ამ ბანკის სხვასთან შეერთება მოხდა. ბევრს გაუხარდა, გამოტანილი თანხა შემრჩებაო, მაგრამ როცა ხელფასი ან გზავნილი აღმოჩნდა მის საბანკო ანგარშზე, ბანკმა თავისი ძველი ვალის დასაბრუნებლად საჭირო პროცედურა აამოქმება. ბოლო ხანებში საკმაოდ აქტუალურია ე.წ. ონლაინ-სესხები. თითქმის ყველა ტელევიზიით გვიჩვენებენ, თუ როგორ ადვილად შეგვიძლია ვისესხოთ გარკვეული თანხა ყოველგვარი პროცენტის გარეშე.  `პირველი თვე უპროცენტოა~  _ მიდის რეკლამა და ხალხის რიგები ამა თუ იმ ბანკის ფილიალთან, რადგან რეგისტაციის შემდეგ საბანკო ანგარიში სიმბოლურად ერთი თეთრით უნდა შეავსოთ. თუ პირველივე თვეში უპროცენტო სესხი ვერ დაფარეთ, მერე იწყება თავგადასავლები. ისეთი პროცენტები აქვთ, რომ საბჭოთა ეპოქაში მომუშავე მევახშეებსაც კი შეშურდებოდათ. თუ სესხი დროულად იქნა დაფარული და განმეორებით გინდათ თანხის გამოტანა, აქაც საკმაოდ მაღალი პროცენტებია. მოკლედ, ხალხს ფულს აძლევენ უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ `სულს ხდიან~, ისეთ თანხებს არიცხავენ. 200 ლარიანი სესხი შესაძლოა 2-3 თვეში 500-600 ლარამდე ავიდეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პროცენტის პროცენტის გადახდა უწევს ხალხს, ძირი თანხა კი `უცვლელი~ რჩება.  ამას წინათ ერთ-ერთი დაზარალებული გვიყვებოდა: `დავრეგისტირდი ერთ-ერთ სესხზე. მითხრეს ბანკში მიდი, ანგარიშზე თანხა ჩარიცხე და 15 წუთში ფული გექნებაო. მართლაც ავიღე 15 წუთში თანხა. პირობა ასეთი იყო, 30-ე დღეს თუ ფულს სრულყოფილად დავაბრუნებდი, დამატებითი თანხის გადახდა არ მომიწევდა. ისე მოხდა, რომ თანხა დროულად გადავიხადე. შესაბამისად, ველოდი, რომ ზედმეტი პროცენტებიც არ დაირიცხებოდა. დაახლოებით 3 თვეში ფული დამჭირდა. ჩვენს ირგვლივ ისეთი ყოფაა, რომ ძნელია ვინმეს მიადგე და სასესხებლად ფული თხოვო. ისევე ონლაინ-მსესხებელს მივმართე. უარი არ მითხრა, მაგრამ იგივე თანხის სესხებისთვის 50 ლარი მომთხოვა. კი ბატონო, გასაგებია, რომ სესხს უპროცენტოდ არავინ იძლევა, მაგრამ რაღაც ზღვრული ნორმა ხომ უნდა არსებობდეს?! მეორედ, ადამიანს იმის საშუალება არ უნდა მოუსპო, რომ საქმე აკეთოს.~ ზემოთ თქმული შემთხვევა იმასთან შედარებით, რასაც ახლა გეტყვით ბედნირებაა: `250 ლარი ავიღე, შემდეგ ისე მოხდა, რომ თანხის დაბრუნება გამიჭირდა, ამიტომ გადავადება მოვითხოვე. ასე ავედი 1000 ლარამდე. შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, თუ დროულად არ დავფარავდი, სასამართლომდე მივიდოდა საქმე. ნაწილი გადავიხადე, აღმოჩნდა, რომ ის პროცენტის ნაწილობრივ დაფარვას მოხმარდა. დაახლოებით ერთი თვეში იგივე თანხაზე ავიდა. ძირი თანხა რეალურად გადახდილი მაქვს, მაგრამ უკვე პროცენტებს მთხოვენ,~ _ გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ლაშა სარჯველაძე    

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები