ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წლიური ანგარიშის წარდგენა და მადლობის სიგელები წარმატებულ კოოპერატივებს

წლიური ანგარიშის წარდგენა და მადლობის სიგელები წარმატებულ კოოპერატივებს
22-12-2016, 00:00

როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორმა გელა ზოიძემ აღნიშნა, მიუხედავად მწირი ბიუჯეტისა სამსახურებმა მონდომებით იმუშავეს და ამის დადასტურებაა, ის მიღწევები, რომელიც წელს გვაქვსო. ბატონმა გელამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად აუხსნა ა(ა)იპ-ში შემავალი სამსახურების მიერ გაწეული მუშაობა. როგორც მომხსენებელმა თქვა, აქტიური იყო ტურიზმის განყოფილება. კერძოდ: `მათ მონაწილეობა მიიღეს 11 აპრილს ოზურგეთში წარმოდგენილ პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ განხილვაში. განყოფილება აწარმოებს მიმოწერას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან როსონი (ბელორუსია), ნოვაია-კახოვკა (უკრაინა), კუპიშკისი (ლიტვა), ასევე მიდის მოძიება ლატვიასა და ყაზახეთში (ახალ ორ ქალაქთან დასაკავშირებლად). განყოფილება მონაწილეობდა ქ. ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმში~. ბატონმა გელამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა: `ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (ქეა საერთაშორისო კავკასიაში), საგრანტო კონკურსების შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტი „ENPAღD საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ განხორციელებისათვის. ვმონაწილეობდით პროექტ „სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისათვის“ ორგანიზებულ ტრენინგში~. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა სხვადასხვა ღონისძიებებზეც: 20 ოქტომბერი - ქუთაისი, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია; 22 ოქტომბერი - მონაწილეობა ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით; 11 ნოემბერი ნიგვზიანში (აგრობიზნესთან ერთად) შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია, საგანმანათლებლო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით, შეხვედრა ქართულ-რუსულ საქმიან წრეებთან; 18 ნოემბერი - ოზურგეთი /IBDIPჩ/“ საერთაშორისო განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ / საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარება გურიის რეგიონში~. `ინვესტიციების სტრატეგიული დაგეგმარების და პროექტირების განყოფილების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწიათ დახმარება ბიზნეს გეგმების მომზადებაში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ,,თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის,~ რომელსაც ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 188 ბენეფიციარს გაეწია დახმარება ელექტრონული განაცხადებისა და ბიზნეს-გეგმების მომზადებაში. პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში განაცხადის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმერს. აღნიშნული პროგრამის დახმარებით შეიძინა 9000 ძირი თხილის ნერგი. განყოფილება მონაწილეობას იღებდა ცენტრის მიერ მოწყობილ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციებში და საქმიან შეხვედრებში~, _ ითქვა ანგარიშის წარდგენისას და დეტალურად ჩამოთვალეს ის ღონისძიებები, რომელშიც განყოფილებამ მიიღო მონაწილეობა. ტრანსპორტის განვითარების განყოფილება _ `ჩვენს მიერ შემუშავებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის რეგულირების დოკუმენტი ხელახლა განხილვის და დამტკიცების მოთხოვნის განხილვა; ლანჩხუთის ცენტრში სასტუმროს პირველ სართულზე ავტოსადგურისთვის მოძიებული ტერიტორიის და გაკეთებული ხარჯთაღრიცხვის განხილვის მოთხოვნა; მოხდა ლანჩხუთის საზღვრებს გარეთ და შიგნით მოძრავი მარშრუტების მობილიზება და მხარდაჭერა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომოსაცდელების დათვალიერება-შემოწმება; სამარშრუტო ხაზებზე გადასახადების დარეგულირება; სამარშრუტო რუქებისა და რეისების დაგეგმარება და ა.შ.~ როგორ შეხვედრაზე ითქვა, ტრანსპორტის განყოფილების მესვეურებმა სხვა სახის სამუშაოებიც ჩაატარეს: `შემოწმდა და აღირიცხა მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში ხვნა-თესვისათვის საჭირო ტექნიკის აღრიცხვა-დათვალიერება; ეტაპობრივად მოხდა ხვნა-თესვის პროცესის შემოწმება, დაიხნა 4734 ჰა ფართობი, დაითესა 4686 ჰა მიწის ფართობი~. `ბელორუსიის და ყაზახეთის (ალმა-ატა) ტურისტულ კომპანიების თხოვნის საფუძველზე რეკომენდაცია გავუწიეთ გრიგოლეთის სანაპირო ზოლში არსებულ სასტუმროებს და გესტ-ჰაუზებს. 7 აპრილი - ქუთაისი საქართველოს საგარეო სამინისტროს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამართული საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ფორუმი. ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველო-ლატვიის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლის გაღრმავებას, ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებას, ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. 16-17-18 აპრილი - ქ. თბილისი, საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“ გამართული 18-ე სართაშორისო ტურისტულ გამოფენა-გაყიდვა. პოპულარიზაცია გავუწიეთ ადგილობრივ რეწვის ნიმუშებს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის ნამუშევრებს. წარმოდგენილი იყო ასევე ფოტოები ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების, ისტორიული ძეგლების და საკურორტო ზონის, ასევე საინფორმაციო ბუკლეტები. აპრილის ბოლოს განვახორციელეთ ექსპედიცია სოფელ მოედანში, ორკარის ხეობაში, შემდგომში მისი ეკო-ტურისტულ მარშრუტში ჩართვის მიზნით. 13–15 მაისი - ქ. ბათუმი, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარა-გურიის რეგიონში“. 17 მაისს ტურიზმის განყოფილება მასპინძლობდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის თრაველGIშ-ის, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“, ა/ო „ტურიზმის და რეალობას“ წარმომადგენლებს. პროექტ „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით ახორციელებს ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი“, მიზანია - უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება. დამუშავებულ და მოძიებულ ინფორმაციის განთავსება ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში - მობილურ აპლიკაციაში თრაველGIშ და ვებ პორტალშიწწწ.ტრაველგის.გე სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად. პროექტი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრეინინგებს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ტურიზმში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართვა უფასო იქნება. მაისის ბოლოს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო პროექტ „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავდა გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. პროექტი იმუშავებს ადგილობრივ თვითმმართველობასა და არასახელისუფლო სექტორებს შორის თანამშრომლობითი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე; გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე; ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნესსექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე; მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. 28–29 მაისს მონაწილება მივიღეთ ორგანიზაცია „ტურიზმი და რელობას“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „სამედიცინო ტურიზმი გურიაში“. 22–23 ივნისი - ოზურგეთი ორგანიზაცია (IBDIPჩ) მიერ პროექტის „სახელმწიო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარების“ფარგლებში გამართულ ტრენინგში „კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში“. 25-26 ივლისი - ურეკში სასტუმრო „დელტას“ საკონფერენციო დარბაზში „პოლიტოლოგიის საზაფხულო სკოლა“. „მედიაცია და მოლაპარაკება, როგორც კონფლიქტების მოგვარების თანამედროვე საშუალება“, „ამიერკავკასიის ქვეყნების და ცენტრალური აზიის პრობლემები თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში“ (მონაწილენი: ყაზახეთის ქ. ალმა-ატის აბილაი-ხანის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ენების და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო და დამოუკიდებელი უნივერსიტეტების პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები). „პოლიტოლოგიის საზაფხულო სკოლის“ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. გელა ზოიძემ და ალმა-ატის „აბილაი-ხანის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ენების უნივერსტიტეტის“ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, პროფესორმა, სალავატ აზერბაევმა ცენტრის ოფისში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. სექტემბრის თვეში სასტუმრო „ანდამატში“ მონაწილეობა კონფერენციაში: „კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში“. მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის ვიდეოკოლაჟების ჩვენება. ოქტომბრის თვეში მონაწილეობა მივიღეთ გურიის ციფრული რუკის შექმნაში (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შემსრულებელი – შპს „ჯეოლენდი“). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებულ ნებაყოფლობით შეთანხმებას. ევროპის საბჭოს აღნიშნული პროგრამა მოიცავს 32 კულტურულ მარშრუტს. აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად, ტურიზმის განყოფილებამ მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური მემკვიდრეობის და ასევე კულტურული მარშრუტების შესახებ. დეკემბრის თვეში მონაწილეობა მივიღეთ ქ. ოზურგეთში, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის“ მიერ შემუშავებული პროექტის „საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისათვის გურიაში“ ფარგლებში დაგეგმილ ორ ტრენინგში: „ინტერნეტ და სოციალური მედია მარკეტინგი ტურიზმის სფეროში“ და „ტურიზმის მდგარადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა რეგიონალურ დონეზე.“ ტურისტული სეზონის დამთავრებასთან დაკავშირებით, დამსვენებელთა და ტურისტული ობიექტების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება~. პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მცირე მეწარმეობის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის აგრობიზნესისა და მეწარმეობის განვითარების განყოფილებების ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო „აწარმოე საქართველოში,“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამის პრეზენტაცია, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, რეგიონული ბაზრების განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. კონსულტაციები გაეწია დაინტერესებულ პირებს, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიმდინარეობაში, ცენტრის თანამშრომლების კონსულტაციებით მრავალმა ადამიანმა ისარგებლა, მომზადდა ბიზნეს-გეგმები. „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ , პროექტი ცხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPAღD საქართველო) ფარგლებში ორგანიზება გაუწია ევროკავშირის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მცირე ფერმერთა ჯგუფების დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგრანტო კონკურსის პრეზენტაციას. კოოპერატივი „ჩიბათმა“ გამოუშვა მაღალხარისხიანი შავი და მწვანე ჩაის; კოოპერატივი „გურიის თხილი“ აშენებს თხილის გადამამუშავებელ ფაბრიკას ქ. ლანჩხუთში, დანადგარებს კი ENPAღD-ის პროექტით მიიღებს. კოოპერატივ „ნერგების“ მიერ გამოყვანილი სტანდარტული ნერგები და ყვავილები უკვე იყიდება სოფელ ლესაში და მთელ საქართველოში, კოოპერატივი „წიქარა“ მომავალი წლიდან გამოუშვებს რძის დაფასოებულ პროდუქტებს სოფ. ჩიბათში (აღნიშნული კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვედრის დასასრულს გელა ზოიძემ მადლობის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისა და მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და „კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ დაფინანსებით, ლანჩხუთის მუნიციპალტეტში ჩატარდა 5 დღიანი ტრენინგი კოოპერაციის საფუძვლებში. 18 კოოპერატივის წარმომადგენელმა აიმაღლა ცოდნა და გაეცნო კოოპერატივების განვითარების ციკლს, საკანონმდებლო ნორმატიულ ბაზას, ორგანიზაციის უკეთ მართვის პრინციპებსა და მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობის მიღებისთის საჭირო ბიზნეს იდეების უკეთ გენერირების წესებს. დეკემბრის თვეში გაიარეს ტრენინგი თემაზე „ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში“. ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ: ესპანური კომპანია „ევოლუქსერი“ და გურიის აგრობიზნესცენტრი, ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი. კოოპერატივი „ჩიბათი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENAPღD-ის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს რეგიონების 40-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა, რომლის მწვანე და შავმა ჩაიმ მოწონება დაიმსახურა. ანგარიშის წარდგენას აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები