ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ყველა პრობლემის თავი და თავი სუ­პერცენტრალიზებული უნიტარული სისტემაა, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს ყველაფერს"

9-08-2021, 12:55

გვერდით მოყვანილ წერილს _ ,,მიხელ გორბაჩოვი 9 აპრილზე...” _ ვაქვეყნებთ იმ­იტომ, რომ, როგორც წერილის ავტორი ამბობს, პერესტროიკის გამოცდილება და გა­კვეთილები აქტუალურია დღესაც.
აქ რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ  წე­­რ­ი­­ლიდან. კარგად გააცნობიერეთ, და­აკ­ვირდით ანალოგიებს ხომ არ გაავლებდით  დღევანდელ დღესთან.
,,ხალხი ითხოვდა ცვლილებებს. ხელ­მძღვანელები და რიგითი ადამიანები  გრძნო­ბდნენ, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. ქვეყანა სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა უძრაობაში..."
,,სწრაფად უარესდებოდა სოციალური ვითარება, უკმაყოფილება იყო საყო­ველ­თაო. აბსოლუტური უმრავლესობა მიი­ჩ­ნე­ვდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძ­ლე­ბოდა. ეს სიტყვები ჩემს თავში არ გა­ჩე­ნილა, ყველას პირზე ეკერა“.
,,გორბაჩოვის თქმით, თავიდანვე ნათელი იყო პერესტროიკის ლაიტმოტივი  _ ექ­ცი­ათ მოქალაქე თავისა და ქვეყნის პატრონად, მიეცათ მისთვის თავის­უ­ფ­ლება."
,,პერესტროიკა უდავოდ იყო მასშ­ტაბური ჰუმანიტარული პროექტი, რომე­ლ­მაც გაწყვიტა კავშირი ტოტალიტარულ წარსულთან."
,,ყველა პრობლემის თავი და თავი სუ­პერცენტრალიზებული უნიტარული სისტემაა, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს ყველაფერს."
დანარჩენი წერილში წაიკითხეთ. მანამდე კი გეტყვით, პირადად მე, შე­მექმნა განწყობილება, რომ ამდენი წლის გა­ს­ვლის შემდეგ, როცა არათუ გარდაქმნა, არამედ ფორმაციის შეცვლაც მოხდა, ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა სიღ­რ­მი­სე­ულად არ შეცვლილა. ეს მეტად და­მა­ფი­ქრებელია. 
ერთპიროვნული მმართველობა და სუპ­ე­რ­ცენტრალიზებული სისტემა სა­ფუძ­ვე­ლ­შივე კლავს ქვეყნის წინსვლას. ეკ­­ონ­ო­მიკური სიძლიერის გარეშე კი თა­ვის­უ­ფლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. 
ქართველი ბუნებით არ არის მორჩილი. იგი მაინც იტყვის თავის სათქმელს, თა­ვის ღირსეულ ადგილს დაიჭერს მსო­ფლიოში, მაგრამ საკითხავია _ როდის?!
              ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 820
FACEBOOK კომენტარები