ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას გრძნობს დღეს საქართველოს მოსახ­ლეობა?

4-08-2021, 11:14

უმთავრესი ამქვეყნიური ყოფის აღ­ქმისას ადამიანის განწყობილებაა. აქ­ედან გამომდინარე, ესა თუ ის მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება შეფასდეს მავანთა და მავანთა მხრიდან.
რეალობა კი მაინც ერთია და ის არის ობიექტური სინამდვილე. სხვაა, თუ რო­გორ ეგუება მას ესა თუ ის ადამიანი.
გარკვეული გზა გაიარა ჩვენმა ქვე­ყანამ ფორმაციის შეცვლის შემდეგ. სამწუხაროდ, ზენიტში აყვანილი მასიური მაქსიმალიზმი, რომლის მიხედ­ვი­თაც ქვეყანა ჯადოსნური ჯოხის დაქ­ნევით _ დემო­კრატიულ, აყვავებულ, არა­კორუმ­პირებ­ული მმართველობითი სის­ტემით შეიარა­ღებულ სახელმწიფოდ იქცეოდა, მიწას დაენარცხა.
როგორც დიდი ილია ბრძანებდა _ ,,ამ საზოგადოების რთულისა და მძიმე საქმის ჯეროვანს კვალში ჩაყენება ეგრე ადვილი არ არის. ამ საზოგადოებას წინ დიდი მანძილი აქვს გასავლელი. დიდ მანძილს კაცი ჭენებით ვერ გაივლის. დიდ მანძილს ზომიერი და მტკიცე ნაბიჯი უნდა” _ მაგრამ ასევე დიდი მანძილის გავლას დიდი და მტკიცე სურვილი სჭირდება, რომელიც დამყარებული უნდა იყოს პატრიოტიზმზე, პასუხისმგებლობისა და ღირსების გრძნო­ბაზე, თავმოყვარეობაზე.რას გრძნობს დღეს საქართველოს მოსახ­ლეობა? არის თუ არა დიდი ზრუნვა გამ­ოს­­წორდეს უბრალო მოკვდავთა ყო­­ფა?! ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას წესიერი ადამიანი ვერ იკადრებს. გამომდინარე აქედან, ადამიანთა უმრავლესობის განწყობაც, შესაბამისად, უარყო­ფითია. ამდენად, რადგან განწყობილების მიხედვით ხდება უმეტესწილ მოვლენათა შე­ფასება, მოსალოდნელია პოზიტიური მო­­ვლენაც კი ნეგატიურად აღვიქვათ. 
...ის­ღა დაგვრჩენია, მიუხედავად გა­ც­რუებული იმედებისა, გან­ვეწყოთ დანახვის სურ­ვი­ლით, რადგან იმედგაცრუებული, ხე­ლ­­ჩაქნ­ეული ადამიანი, სასიკეთოს ვერაფერს შექმნის, ვერც ქვეყნისთვის და ვერც თა­ვისი თავისთვის.
ისღა დაგვრჩენია მაინც ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის.
               ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 997
FACEBOOK კომენტარები