ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გაჩერდა მატარებელი?!

რატომ გაჩერდა მატარებელი?!
24-02-2016, 00:00

ოღონდ არის ერთი დიდი განსხვავება. მატარებლის შემთხვევაში წინასწარ არის განსაძღვრული ყველა გაჩერების ადგილი და შესაბამისად, ყველა გაჩერება მიზანმიმართულია. ქვეყნის შემთხვევაში კი გაჩერება დაუგეგმავია და იგი უკუსვლას ნიშნავს, რადგან ერთ ადგილზე ყოფნა უკუსვლის საფუძველია. ჩვენს ქვეყანაში ფორმაციის შეცვლის შემდეგ, დამეთანხმებით ალბათ, გარკვეული ხნის მანძილძე, თითქოს დრო გაიყინა და შესაბამისად, თვალნათელი იყო ქვეყნის უკუსვლა, უფრო მეტიც _ ქვეყნის ნგრევა.ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, მისგან გამორკვევა არ დარჩა ადვილი. ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებისთვის შინაურთა ბრძოლამ ქვეყანა გამოფიტა, რომელსაც გარეშე მტერთან ბრძოლა უკიდურესად გაუჭირდა და ჭირად გვექცა ცხოვრება (როგორც მრავალი იტყოდა მაშინ). მერე დაიძრა ქვეყანა, ერთ ადგილზე დიდხანს იტრიალა ბორბალმა (იბუქცავა, როგორც გურულები იტყვიან) და დაიძრა (დაიძრა, მაგრამ რომელი მიმართულებით?! საით?! დღესაც ისმის ეს შეკითხვა.)…...და თითქოს ამოისუნთქა ერმა და ბერმა. ამოისუნთქა და ოხვრაც ამოაყოლა...…დაძვრის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა ის სტრუქტურები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მართვისთვის, რასაც მოჰყვა შესაძლებლობა ქვეყნის მცხოვრებთ, ნაწილს, რა თქმა უნდა, ხელი მოეკიდა რაღაც საქმიანობისთვის. ამასობაში გამოჩნდა და გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სახელისუფლებო კლანები, რომელთა ხელში მოექცა ქვეყნისა სიმდიდრე. უცხოეთიდან ჩამოსული ყოველგვარი დახმარებაც კი მათ იგდეს ხელთ. და ქვეყანა გადაიქცა მილიონერთა და ღარიბთა ქვეყნად. Aდამშეული ხალხისთვის ლუკმის წაგდების პროცესმა ერთხანს გაატანინა თავი მოსახლეობას.ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარემოპირობებმა გასაქანი და სტიმული ვერ მისცა ხალხს. გარკვეულ ნიშნულამდე მისული ეს მდგომარეობა მყარად დაფიქსირდა.…დღეს ქვეყნის სვლა შეჩერებულია.რაღაც ამოიწურა. ჩვენი აზრით, მიზეზი საფუძველშია _ სისტემაში, დაგეგმვაში. ამას ფარდების ჩამოფარებით, ნიღბის აფარებით, მოჩვენებითი ღონისძიებებით ვერ უშველის ხელისუფლება. არის იმედი, რომ საფუძველს ჩაუფიქრდება და ამოხსნის რაა საჭირო, რომ იგი უფრო არ მოირყეს, არამედ პირიქით _ გაძლიერდეს.დიახ, სვლა შეჩერებულია, რაც ქვეყნის მცხოვრებთა ცხოვრებაზეა ასახული. თუ ასე არ არის დაგვიმტკიცოს ხელისუფლებამ. ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები