საარჩევნო მარათონი დაიწყო...
აბა, ჰე, ვინ ვის დაასწრებს!
ხალხის მოთმონების ფიალა ზღვარს მიღმაა. ხალხს აღარავის არ სჯერა, სამწუხაროდ!
ნუ გადიდგულდებით ნურც ერთი მხარე _ ნურც პოზიცია და ნურც ოპოზიცია.
ვინ აკეთებს ხალხის საკეთებელს? აი, ეს შეკითხვა ისმის გამუდმებულად, აქაც და იქაც.
სულის მოთქმა ჭირს თითქოს, მაგრამ ეს ზაფხულის სიცხის გამო არ არის მხოლოდ, მოგეხსენებათ...
თუ ასე გაგრძელდა, თუ არაფერი შეიცვალა ჩემს შვილებს საქართველოში აღარ გავაჩერებ! _ რამდენი ადამიანისგან მოვისმინე ბოლო ხანებში ეს ფრაზა.
ვიღაცას შეუძლია ამ გარემოს გაარიდოს შვილები, მაგრამ იმან რა გააკეთოს, ვისაც ამისი არანაირი შანსი არა აქვს. იმან რა გააკეთოს?!
ასე რომ, ჩვენო ძვირფასო პოლიტიკოსებო, დიდი დაფიქრება გმართებთ, დიდი დაფიქრება, რათა საბოლოოდ არ გაუცრუოთ იმედი თქვენს ამომრჩეველს. საკუთარი ცხვირის იქეთაც გაიხედეთ, სანამ დროა...
ხალხი წარსულს მისტირის. რატომ ამაზე თქვენ დაფიქრდით პოლიტიკოსებო!ზნეობა და ღირსება სჭირდება პოლიტიკოსს! ეს თვისებები რატომღაც ჭირს!..
მომავლის რწმენა სჭირდება ხალხს!.. ამ რწმენისთვის ხავსიც არ დარჩა მოსაჭიდებლად, ხავსიც!..
ხვალ ახალი თაობა იტყვის უთუოდ სათქმელს. ეს იქნება ხვალ. დღევანდელ დღეს რა ვუყოთ? ამაზე ფიქრი გვმართებს, ჩვენო ძვირფასო მკითხველო.
დღეს ღვთისმშობელი დაგვიფარავს და გადაარჩენს ჩვენს მომავალს. გჯეროდეთ!
ნონა გიგინეიშვილი
ვინ ვის დაასწრებს!
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 949



