ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენი დუმილის ფონზე

9-07-2021, 13:10

რა მოვლენები ვითარდება საქართველოში? სად ვართ და საითკენ მივდივართ? უფრო მეტიც, მივდივართ კი რაიმე მიმართულებით? ეს შეკითხვები, უთუოდ ყველა ჩვენგანს აწუხებს. დიდი ფიქრია საჭირო, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი გავცეთ. უფრო სწორად, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, რადგან ბევრი რამ არის დამალული... მაგრამ როგორც შექსპირი იტყოდა _ ,,არაფერი არს დამალული, რომ არ გაცხადდეს”... დიახ, გაცხადდება და პასუხი მოეთხოვება ყველას, სწორედ ხალხიისგან, მაგრამ მთავარია ძალიან არ დაგვიანდეს... რადგან დაგვიანებას ჩამორჩენა ახლავს თან. ისედაც ჩამორჩენილებს კი გაგვიჭირდება ნაბიჯი ავუწყოთ მსოფლიოს, რომელიც, მიუხედავად მრავალი შემაფერხებელი მიზეზისა, სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. მართალია ჩვენ იმის დადგენა გაგვიჭირდება საითკენ მიექანება, მაგრამ ჩამორჩენა ყველა შემთხვევაში დამღუპველია.
საქართველოში უთუოდ სწრაფი ცვლილებებია საჭირო. 
საქართველოში, პირველ რიგში, ჩვენს აზროვნებაშია ცვლილებები გასატარებელი, ჩვენს შეხედულებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება. დიახ, ჩვენი მოთხოვნის გარეშე არაფერი შეიცვლება. 
ჩვენი დუმილი აწყობთ მავანთ, რადგან ჩვენი დუმილის ფონზე, მილიონებს შოულობენ; ჩვენი დუმილის ფონზე ჩვენს მხრებზე არიან შემომსხდარნი; ჩვენი დუმილის ფონზე სასახლეებს იშენებენ; ჩვენი დუმილის ფონზე ყელყელაობენ; ჩვენი დუმილის ფონზე შეურაცხყოფილს გვტოვებენ. იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის! 
ცხოვრებას არ დაეჩაგვრინოთ! 
         ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 826
FACEBOOK კომენტარები