ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კითხვის ნიშნები

12-07-2021, 13:55

კითხვის ნიშანთა რაოდენობა იზრდება. ადამიანები ეძებენ პასუხს, რა ხდება ირგვლივ? რაღაც ძალიან აირია გარემო. 
,,ჰო და არას” დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა წერილებს. 
მადლობა ღმერთს, ჩვენი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო, საშუალება გვაქვს ნებისმიერ თქვენგანს დავუთმოთ ასპარეზი, მოგცეთ საშუალება დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რომლის ჭეშმარიტებაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებთ, თუმცა ვიამაყებთ, ჩვენი რედაქციის თავისუფლების ხარისხით. 
და მაინც, ნებისმიერი ტიპის თავისუფლებას ქმნის ეკონომიკური თავისუფლება. ჩვენს შემთხვევაში, მადლობა ღმერთს ამისთვის. 
ყველა თქვენგანს ვუსურვებ ეკონომიკურ თავისუფლებას, რაც გარანტიაა  თავისუფალი არჩევანის, საკუთარ სინდისთან პირნათლად ყოფნის. სინდისთან თუ პირნათელი ვართ, ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ფსიქიკა ჯანმრთელია. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი კი ბევრს შეძლებს, ბევრს მიაღწევს, საკუთარ თავსაც გამოადგება და ქვეყანასაც. არადა, როგორ გვჭირდება დღეს გაწონასწორებული, სულით მდიდარი ადამიანები, რომელთაც დათმობაც შეუძლიათ, დანდობაც და შეცოდებაც. 
დრო, გვჯეროდეს, მაინც დაალაგებს გარემოს. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი არ გაგვწირავს, ღმერთი არ მიატოვებს ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანას.
ჩვენ ველოდებით ხვალინდელ  ნათელ დღეებს...
დიდი ხანია ველოდებით!
მოთმინებით ველოდებით _ ,,რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს”
         ნონა გიგინეიშვილი     

გადასვლები: 1 506
FACEBOOK კომენტარები