მედეა კახიძე, ლანჩხუთი: ვენდობი. მიმაჩნია, რომ ისეთ კვლევას დადებენ, რომელიც დაემთხვევა არჩევნების შედეგებს.
გიორგი ბაჩილავა, ზუგდიდი: რა თქმა უნდა, ვენდობი. ის ალბათ დაემთხვევა არჩევნების შედეგებს,
გერმანე მიქელაძე, აცანა: არ ვენდობი, რადგან ასეთი შედეგები არასდროს ემთხვევა ზუსტ შედეგებს, ამიტომ დაველოდოთ არჩევნების შედეგებს.
მადონა მგელაძე,აცანა: არ ვენ-დობი, რადგან ასეთი შედეგები არასდროს ემთხვევა საბოლოო შედეგებს. ისინი ყოველთვის ცდებიან და დიდი განსხვავებაა ზუსტ შედეგებთან მიმართებაში.
გია ბოლქვაძე, შუხუთი: არ ვენდობი, რადგან ის კვლევები არასდროს ემთხვავა ნამდვილ შედეგებს. ყველაზე სწორია დაველოდოთ არჩევნების საბოლოო შედეგებს.
ნანა გვარჯალაძე, ლანჩხუთი:
ვენდობი, რადგან ბევრჯერ გამართლდა და დაემთხვა ნამდვილ შედეგებს.
გიორგი გოგიჩაიშვილი, ლანჩხუთი: ჩემთვის მათ შედეგებს არა აქვს მნიშვნელობა. ასეთი შედეგები ყოველთვის არ მართლდება, ამიტომ ალბათ არ იქნება ზუსტი.
კახა ხითარიშვილი, ლანჩხუთი: არ ვენდობი, რადგან რაც არ უნდა ზედმიწევნით სწორად გამოიკვლიონ, მაინც ყოველთვის იქნება ცდომილება. ვენდობი ისეთი პარტიის გამაჯვებას, რომელიც მართლა მიხედავს ხალხს და არ იბრძოლებს საკუთარი კეთილდღეობისთვის.
თინიკო ზენაიშვილი,ლანჩხუთი: არ ვენდობი, რადგან ისინი ზუსტ შედეგებს ვერასდროს დადებენ, მათში ყოველთვის იქნება ცდომილება.
ნაზიბროლა წილოსანი, ლანჩხუთი: არ ვენცობი, რადგან მგონია, რომ ის არასდროს დაემთხვევა ზუსტ მონაცემებს. ახლა მთავარია ყველა მივიდეს არჩევნებზე, რომ ჩვენი ხმით არ ისარგებლონ.
მადლენა ქამადაძე, ლანჩხუთი: არ ვენდობი, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი კვლევები არასდროს არის ზუსტი. შეიძლება ვინმემ ერთი გითხრას და სულ სხვა შემოხაზოს.
რუსუდან მანაგაძე
ენდობით თუ არა საერთაშორისო კომპანიის კვლევებს (NDI) -ს საარჩევნო შედეგების შესახებ?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 864