მაგული ქირია, თბილისი:
ძალიან კარგად, როგორც შეეფერება ამ დღესასწაულს. მარიამობის დღესასწაული ძალიან მიყვარს. რაც შეიძლება ვემზადებით წინასწარ ამ დღისათვის და ყველანი ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს.
გიორგი ჩავლეიშვილი,
ლანჩხუთი:
ჩვეულებრივად და კარგად. ეს დღესასწაული ძალიან გვიყვარს ოჯახის წევრებს და მხიარულად ვხვდებით შესაფერისი პურმარილით.
ქეთინო ჩავლეიშვილი,
ლანჩხუთი:
რა თქმა უნდა, კარგად, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს ეს ბრწყინვალე დღესასწაული.
ციალა კილაძე, ლანჩხუთი:
რაც შეიძლებოდა კარგად შევხვდით, რადგან ღვთისმშობლის მიძინების დღეა და დიდ დღესასწაულად ითლება.
მარიამ შეწირული, ლანჩხუთი:
ამ დღესასწაულს, როგორც შეეფერება შეიძლება ვერ ვხვდებით, მაგრამ რასაც ოჯახის ბიუჯეტი გასწვდება, ისე ვხვდებით. საერთოდ რელიგიური დღესასწაულები ძალიან გვიყვარს.
ნანა თავდიშვილი, ლანჩხუთი:
როგორც შეგვეძლო, ისე შევხვდით. ძალიან კარგი დღესასწაულია და ამიტომ შესაფერისი მომზადება სჭირდება ამ დღეს.
ირინა სულხანიშვილი,
ლანჩხუთი:
პირველად ეკლესიაში წავედით წირვაზე, სანთლები დავანთეთ და მერე სახლში შევხვდით ამ დღესასწაულს. ეს დღესასწაული, როგორც სხვა ტრადიციული, რელიგიური დღესასწაულები ძალიან გვიყვარს და წინასწარ ვემზადებით ამ დღისათვის.
შოთა კვაჭაძე, ლანჩხუთი:
როგორც ეკადრება ისე შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვხვდებით. ძალიან გვიყვარს რელიგიური დღესასწაულები და კარგად ვხვდებით.
ვარლამ გოგიჩაიშვილ, ლანჩხუთი:
ჩვეულებრივად შევხვდით, როგორც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი გასწვდა. რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს ეს დღესასწაული, ამიტომ ვემზადებოდით ამ დღესათვის.
მადლენა ჯავახიშვილი,
ლანჩხუთი:
მარიამობის დღესასწაული, ღვთისმშობლის მიძინების დღეა და შესაბამისად ჯერ ტაძარში მივდივართ წირვაზე და შემდეგ ვხვდებით ამ დღესასწაულს.
რუსუდან მანაგაძე
როგორ შეხვდით მარიამობის დღესასწაულს?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 330



