ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კიდევ ერთის ძალა

5-01-2024, 15:46

შენი იდენტობა ადრეულ ბავშვობაში  ყალიბდება

 

   პატარაობისას სუფთა ფურცელი იყავი - ბედნიერი და გულღია, შთაბეჭდილებებით მდიდარი ბავშვი.
    არ გქონდა მიზეზი გეფიქრა, რომ გარე სამყაროს შენთვის ზიანის მოყენება სურდა. თანდათან იმგვარ მოქმედებას მოეჩვიე, როგორსაც მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, მასწავლებლები და ისინი გასწავლიდნენ, ვისთანაც ურთიერთობდი.

   ცხადია, ბევრს კეთილი განზრახვა ამოძრავებდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რასაც გასწავლიდნენ, ყოველთვის სწორი იყო. საქმე ის არის, რომ არავინაა ყოველთვის მართალი. რასაც ბავშვობაში გეუბნებოდნენ, იმის უმეტესობას ითვისებდი - სწორს თუ არასწორს. ამდენად, სხვათა ზეგავლენით შენი იდენტობა კარგისა და ცუდის ნაზავია. საუბედუროდ, დაუცველი იყავი. კრიტიკული აზროვნების ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ფლობდი, არ იყო ამ სამყაროში გადარჩენისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები.
   ზრდასთან ერთად იდენტობის გამტკიცება დაიწყე. თუ ვინმე გეუბნებოდა, რომ ცუდი მოსწავლე ან სპორტსმენი იყავი, იჯერებდი და ეს შენი იდენტობის ნაწილი ხდებოდა. მაშინ ჯერ არ გქონდა იმის უარყოფისა და არ მიღების შესაძლებლობა, რასაც ჩაგჩიჩინებდნენ, ამიტომ ეს შეხედულებები საკუთარ ზრდასრულობაშიც გადმოგყვა. იდენტობა ჩამოგიყალიბდა. შეზღუდვები შენი ნაწილი გახდა და ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ არც კი იცოდი, საიდან გაჩნდა ისისნი.
   დიდი ტვირთია, რომელიც უნდა ატარო, არა?
   როცა საკმაოდ წამოიზარდე და შეგეძლო შეკითხვა დაგესვა შენს იდენტობაზე, უკვე იმ იდენტობით ცხოვრობდი, რომელიც მაშინ ჩამოგიყალიბდა, როცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ გქონდა. ბევრი ისევ მიუყვება წარუმატებლობისა და მარცხის გზებს, რომ ვერც კი იაზრებს მათ მიზეზებს.
   მაგრამ, როგორც კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნემ, ეს ყველაფერი უკვე იცი და შეგიძლია შეცვალო შენი იდენტობა, თუ კი მასზე მიზანმიმართულად იფიქრებ. დიახ, ასეა.


გაგრძელება

 

განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 461
FACEBOOK კომენტარები