ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კიდევ ერთის ძალა

5-01-2024, 15:39

კიდევ ერთის ძალა“

ბედნიერებისა და წარმატების შეუცვლელი გზამკვლევი

 

                                               ედ მაილეტი (ინგლისურიდან თარგმნა:  პაატა ჩხეიძემ)

 

თავი 1

კიდევ ერთი იდენტობა

 

ამბობენ, დრო ცვლის ყველაფერსო, მაგრამ სინამდვილეში თვითონ უნდა შეცვალო ყველაფერი. - ენდი უორჰოლი
 

   შენი იდენტობის გარდაქმნა ფუნდამეტური კონცეფციაა, რაც კიდევ ერთის გააზრებას და აღსრულებას გულისხმობს.
    შენი იდენტობა მძლავრი და მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში მიღებულ შედეგებს მართავს. იდენტობა განსაზღვრავს წარმატების, ფინანსებისა და მიღწევების დონეს. ის აკონტროლებს შენი ემოციების, ურთიერთობებისა და თვითშეფასების ხარისხს.

   მაინც რა არის იდენტობა? ჩემი აზრით, ის განსაზღვრავს იმ აზრებს, კონცეფციებსა და რწმენას, რომლებსაც ჩვენივე არსის ჭეშმარიტ ნაწილებად ვთვლით. შეგიძლია ნიღაბი გაიკეთო ან სხვების დასანახად ასე ან ისე მოიქცე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. გულის სიღრმეში იცი რა არის შენში ნამდვილი.

   სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდენტობა ის არის, როგორადაც აღვიქვამთ საკუთარ თავს, ის, რისიც გვჯერა ჩვენში.

   სწორედ აქ ვაწყდებით იდენტობასთან დაკავშირებულ პარადოქსს. ბევრმა იცის, რომ შეუძლია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს ცხოვრება, თუ თვითონ შეიცვლება, მაგრამ უმრავლესობა მზად არ არის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად.

   შეგიძლია, რომ ის, რაც ხარ გაწირო იმისთვის,  რაც შეიძლება გახდე? პასუხი კატეგორიული უნდა იყოს: „დიახ!“ ეს ლოგიკური დასკვნა ისე თვალსაჩინოა, რომ გაუგებარია, რატომ აწყდებიან ადამიანები სირთულეებს ამ ფუნდამეტური საკითხის გადაწყვეტისას. დედამიწას იმიტომ არ მოევლინე, რომ სიცოცხლე უმოძრაობაში გაატარო. შენი მისია ზრდის, განვითარების და სწავლის გაგრძელებაა, რათა სრულფასოვნად და ბედნიერად იცხოვრო. როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებ, შენი იდენტობა შეიცვლება.
    იდენტობა იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ შეუძლია მრავალი საოცარი პერსპექტივა შემოგთავაზოს. როდესაც საკუთარ იდენტობას ქმნი, საკუთარ თავს შინაგანი გზავნილების კარნახით ვითარების გაკონტროლების შესაძლებლობას ანიჭებ და არ ემორჩილები გარე ძალებს. რომლებიც ძირს უთხრიან შენს ბედნიერებას.


გაგრძელება...

განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 524
FACEBOOK კომენტარები