ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბოლო შანსი

ბოლო შანსი
10-04-2023, 13:50

ცხოვრება უთვალავი გამოწვევისგან და უთვალავი შანსისგან შედგება. მთავარია ამ გამოწვევებს როგორ უპასუხებ, როგორ გასცემ პასუხს და შანსს როგორ გამოიყენებ.
ჰოდა, უნარებით განსხვავებული ადამიანები ერთმანეთისგან და შესაბამისად, პირადი მიღწევებითაც განსხვავებულნი, განსხვავდებიან თავიანთი შემეცნებით, მრწამსით და სულიერი ღირებულებებით. 
დიახ, ცხოვრება უთვალავი შანსისგან შედგება, მაგრამ ხანდახან გვეჩვენება, რომ ეს ბოლო შანსია, აქ არ უნდა შეგეშალოს, აქ უნდა იდგე მყარად და ურყევად; მყარად, რადგან ეს არა მარტო შენთვის, პირადად შენთვისაა საჭირო, არამედ ყველასთვის, ვინც შენს ირგვლივაა _ მეგობრისთვის, მეზობლისთვის, ნათესავისთვის... მტრისთვისაც კი. დიახ, მტრისთვის, რომელიც გაფხიზლებს თავისი მტრობით და გაიძულებს ფეხზე მყარად იდგე, რომ არ გადაგთელოს (მტერი კეთილი არასდროსაა, შესაბამისად ის ბოროტია. ბოროტი კი მუდმივად სხვისი გადათელვით იკვებება, თუკი ამის შანსს მივცემთ, ამიტომ არ უნდა მივცეთ შანსი.)
თავად ცხოვრება არის შანსი იარო სწორ გზაზე; გიყვარდეს, უყვარდე, არ მოატყუო, არ მოგატყუოს, იყო ბედნიერი, სხვაც აბედნიერო.
გული გაგიტყდებათ? (რისთვისაც ბევრი გარემოება არსებობს) _ არსებობს შანსი განახლების, დაუმორჩილებლობით, აღდგენის იმედით.
სხვათა შანსს, მავანნი ებრძვიან, მაგრამ ვერ ამარცხებენ, რადგან ამ ბრძოლაში მართალი სულის მქონე, ჭეშმარიტებისთვის კეთილად მებრძოლი იმარჯვებს.
და შანსი რჩება შანსად და მიდის გამარჯვებამდე...
იქ, სადაც არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის მომავლის შანსზეა აქცენტი, სწორი აქცენტები იმარჯვებს; 
შანსის სწორად გამოყენებას მიჰყავს ქვეყანა გამარჯვებამდე და ამ გამარჯვებით ყველა გამარჯვებულია, ვისაც სამშობლოს სიკეთე თავის შანსად მიაჩნია.
ჩემი შანსი და შენი შანსი, ჩვენი შანსი და თქვენი შანსი, ვინ გაყო?!
თუ კეთილი ადამიანი ხარ, ეს ასეა...
მე მჯერა, შენ კეთილი ხარ...
მე მჯერა, ამიტომ ჩვენ საერთო შანსი გვაქვს...
დავფიქრდეთ, იქნებ ეს ბოლო შანსია!..

                ნონა გიგინეიშვილი  
  

გადასვლები: 617
FACEBOOK კომენტარები