ვერა და ვერ ვაქციე ეს ახალი წელი ზეიმად. ეს მხოლოდ ყასიდი ზეიმი იყო... შეუძლებელია თავად რაც უნდა გილხინდეს, ამ უმძიმეს გარემოში ბედნიერი იყო; ბედნიერი იყო გარემოში, სადაც ფაფარაშლილი დაძრწის სიკვდილი; ბედნიერი იყო პანდემიის შიშით სახემორღვეული, უთვალავი კითხვის მქონე ადამიანების გარემოცვაში, ეკონომიკამოშლილ სივრცეში; ბედნიერი იყო ამ უიმედობაში...
დრო გარბის... დრო დროს მიეჭენება... დრო გვაშინებს!..
და მაინც გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!
ახალ წელს მაინც იმედი ახლავს!
გადავწყვიტე ეს მოლოცვა ჩემი პატარა შვილებისგან, გივისა და რეზისგანაც იყოს, რადგან, მიმაჩნია, რომ ამ თაობის სულიდან გადმოსული მადლი ჩვენს სულებს მალამოდ დაეფინება, გულებს გაგვითბობს, ენერგიას შეგვმატებს, სიხალისეს მოგვაფრქვევს, სიყვარულს გაგვიახლებს, რწმენას შეგვმატებს, მომავლის იმედს დაგვიბრუნებს... ყველაფერი ეს ხომ ჩვენ ძალიან გვჭირდება, ძალიან!..
ამ პატარების თაობაში დიდი ნათელია!...
საქართველოს მომავალი მათშია! ამ მომავალს ვერავინ დაამარცხებს! ღმერთი დგას მათთან! მე ძალიან მჯერა... ვიცი თქვენც გჯერათ.
ამ რწმენით გილოცავთ ახალ წელს!
გთხოვთ ჭიქა აიღეთ ხელში და დალოცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, რომელმაც უნდა დაუბრუნოს ძველი დიდება საქართველოს!
ჭიქა აიღეთ ხელში და მთელი რწმენით დალოცეთ! თქვენი ლოცვა უცილობლად ახდება!
ღმერთი გვფარავდეს!
თქვენი ლოცვა უცილობლად ახდება!
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: ---
გადასვლები: 870