ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სოფელი არაფრის იმედად

3-09-2021, 11:21

შემოდგომა მოვიდა, ოქროსფერი შემო­დგომა... 
წიწილებს შემოდგომაზე ითვლი­ანო...
სამწუხაროდ, ეს გამოთქმა ძველ დროს მახსენებს. იმ დროს, როცა სოფლის ყველა ოჯახის ბეღელი ივს­ებოდა ხვავით და ბარაქით, სოფელში ბავშვების ჟრია­მული ისმოდა, ბედნიერი, ჯანმრთელი ბავშვების. იმ დრ­ოს, როცა ადამიანები იმედიანი სახით დააბიჯებდნენ თავის ეზო-კარში და ახალი დღის გათენების არ ეშინ­ოდათ.
მერე ეს ყველაფერი გაქრა და დარჩა სოფელი არაფრის იმედად...
უკვე მერამდენე შემოდგომაა ასე გრძელდება. სოფელი დაიცალა, ოჯახებმა დატოვეს მამაპაპისეული ეზო-კარი, გამოიკეტა ჭიშკარი; 
სოფელმა დაკარგა მადლი...
სოფელს სახე ჩამოსტირის...სოფელი ელის თავისი შვილების უკან დაბრუნებას... 
და მაინც, სოფელს ჯიუტად სჯერა, რომ ეს მალე მოხდება, მალე შევქ­მნით იმ სამყაროს, სადაც იქნება ეკო­ნომიკური სიძლიერე და რწმენაც აღდგება იმის, რომ ქართველ ერს ვეღარაფერი მოერევა, ვეღარაფერი დაამარცხებს; 
რაც უნდა დიდი ჭუჭყი და უბე­დურება მოახვიონ თავს სოფელს, იგი მაინც არ დამარცხდება საბოლოოდ. სოფელი მაინც უტეხია... სოფელია მომავლის იმედი და სწორედ იქედან დაიწყება აღორძინება. სხვა გზა არ არსებობს, რადგან მიწა აპურებს ად­ამიანს და შესაბამისად, ამ გზას გვე­რდს ვერ ავუვლით. არსებული მდგომარეობა დროებითია, სოფელი თავის სათქმელს იტყვის და ამ სათქმელში თქვენი წვლილიც იქნება უთუოდ.
შემოდგომა მოვიდა...სიხარული მო­ე­ტანოს ამ შემოდგომას თქვენ­თვის!..
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 793
FACEBOOK კომენტარები