ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შინაარსი

შინაარსი
6-12-2021, 11:52

როგორ ვცხოვრობთ დღეს ჩვენ?
დიახ, ჩვენ _ მე, შენ, ის? 
რა ფორმით, რა არსით? რა შინაარსით?  ვცხოვრობთ კი? 
როგორ ვცხოვრობთ?
რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს? 
რა გვიხარია? რა არ გვიხარია?
რა გარემოში ვცხოვრობთ?
რა არის ეს? რა სამყაროა? 
ბუნებრივი გარემოა თუ სხვისი ხელით შექმნილი გამოგონილი სამყარო?  და ამ გარემოში ვინ ვართ ჩვენ? თავისუფალი ადამიანები, თავისუფლად მოაზროვნენი თუ უკვე აღარც კი ვიცით ვინ ვართ?..
ხანდახან მეჩვენება, რომ თავდაკარგული ერი ვართ, რომელსაც მომავალი არ უჩანს, ამიტომაც გარბიან უკანმოუხედავად ქართველები უცხო ქვეყნებში. გაქცევა ხომ ხელჩაქნეულთა ხვედრია. ხელჩაქნეულთა ქვეყანას კი მომავალი არა აქვს.
რა შინა _ არსით ცხოვრობს დღეს ჩემი ქვეყანა ან უფრო სწორად აქვს კი დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას  შინა _ არსი?!
ხანდახან მეჩვენება, რომ დაგვცინიან, მაგრამ ამაზე უფრო უარესი ის არის, რომ მათ ამ ქცევაში მათივე უსუსურობა ჩანს. ეს გაწუხებს, გაწუხებს სულის შეძვრამდე...
უშინაარსო, დაცლილი, ფიტულად ქცეული გარემო გვაქვს შემოჩეჩებული ხელში, ჩვენ, ვისაც ვერ გვაიძულეს გაქცევა და ვინც ვუძლებთ ამ ყოფას.
მე მჯერა, მაინც ვერავინ შეგვაჩვევს უშინაარსო ყოფას, ჩვენ გამოსავალს მოვძებნით, არ  გავხდებით მასკარადებისა და უსაგნო ზეიმის მონაწილენი.
ჩვენ არც თვალებს დავიბრმავებთ და არც ყურებს დავიხშობთ. ჩვენ დასანახს დავინახავთ, მოსასმენს მოვისმენთ და სათქმელს ვიტყვით. ვიტყვით ხმამაღლა და ამ სათქმელს ექნება შინაარში, რომელიც მოკლედ ასე გამოიხატება _ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვინდა მომავალი ჰქონდეს. 
და საერთოდ _ ჩვენი ქვეყანა ჩვენი შინა _ არსია, რადგან აქ ჩვენი შვილები ცხოვრობენ და მათ ამ ქვეყანასთან ერთად უნდა ჰქონდეთ მომავალი.
 ფრთხილად!
             ნონა გიგინეიშვილი 

გადასვლები: 481
FACEBOOK კომენტარები